2023 წლის იანვარში ქვეყანაში 26%-ით საპონი შემოვიდა. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარში საქართველოში 912.90 ტონა საპონი შემოვიდა, გასული წლის იანვარში კი 725.93 ტონა. იანვარში შემოტანილი საპნის საერთო ღირებულება 1,981.29 ათასი დოლარი იყო.
იანვარში იმპორტირებული საპნის 62%-ი თურქეთზე მოდის, საიდანაც საანგარიშო პერიოდში 666.54 ათასი დოლარის ღირებულების 559.58 ტონა საპონი შემოვიდა. საპნის იმპორტიორ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზე უკრაინაა, საიდანაც იანვარში 107.53 ტონა საპონი შემოვიდა, რომლის ღირებულებაც 173.30 ათასი დოლარია. იმპორტიორი ქვეყნების რეიტინგში მესამე ადგილზეა რუსეთი, საიდანაც იანვარში 73.06 ტონა საპნის იმპორტი დაფიქსირდა.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ იანვარში საქართველოში იმპორტირებული საპნის 12%-ი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. ხოლო იმპორტის 95%-ი ქვეყანაში საავტომობილო გზით შემოვიდა.
ბოლო 12 წლის სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოში წლიდან წლამდე საპნის იმპორტი მზარდია. ყველაზე დიდი რაოდენობით საპნის იმპორტი ქვეყანაში 2022 წელს ფიქსირდება, როდესაც ქვეყანამ 12,988.11 ტონა საპონი იყიდა, რაშიც 28,072.88 ათასი დოლარი გადაიხადა.