„სადაც ახლა შაფრანი მომყავს, 100 ტონამდე ვაშლს ვიღებდი და ასეთი მომგებიანი არ იყო“ -  როგორია „წითელი ოქროს“ ქართული პერსპექტივა

„სადაც ახლა შაფრანი მომყავს, 100 ტონამდე ვაშლს ვიღებდი და ასეთი მომგებიანი არ იყო“ - როგორია „წითელი ოქროს“ ქართული პერსპექტივა

access_time2021-05-17 19:00:00

„სადაც ახლა შაფრანი მომყავს, 100 ტონამდე ვაშლს ვიღებდი და ასეთი მომგებიანი არ იყო“ - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ მერაბ ინასარიძემ განაცხადა, რომელსაც საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელში, მსოფლიოში ყველაზე ძვირი სანელებელი 7 წელია მოჰყავს.


,, შაფრანი, უკვე მეშვიდე წლია რაც მომყავს. მთელი ცხოვრება მიწათმოქმედებით ვცხოვრობ და ვირჩენ თავს. სიმინდი, ხორბალი, ვაშლი და სხვადასხვა კულტურები მომყავდა, მაგრამ დიდი შემოსავალი არ რჩებოდა. გერმანიაში მეგობარი მყავს, ასევე იქ ცხოვრობს ჩემი შვილიც, მათ მომაწოდეს იდეა, რომ გამეშენებინა შაფრანი და მათვე გამომიგზავნეს თესლიც.


ახლა ეს ბაღი 1 500 კვადრატულ მეტრზეა გაშენებული, სადაც წელს 750 გრამზე მეტი მოსავალი არ მოსულა 40 000-მდე ბოლქვიდან. წლის ბოლომდე ნათესებს 5 000 კვადრატულ მეტრამდე გავზრდი, რის შედეგადაც 3 კილოგრამზე მეტ მოსავალს ველოდები. 1 ჰექტარზე მაქსიმალური ალბათ, 10 კილოგრამია, ისიც სადაც მოვლა და მოყვანა კარგად იციან და პრაქტიკა აქვთ“, - განაცხადა ინასარიძემ.


მისი თქმით, ბოლო დროს, საქართველოში ყვავილის მიმართ დაინტერესება მზარდია და ბევრი ადამიანი ურეკავს, რჩევების მისაღებად, როგორ მოიყვანონ შაფრანი საქართველოში.


,,ამ ეტაპზე, საქართველოში დაინტერესება ნაკლებია, რასაც სავარაუდოდ, სანალებლის მაღალი ფასი განაპირობებს. გრამს ქვეყნის შიგნით 20 ლარად ვყიდი, თუ დიდი ოდენობით პროდუქციას შეიძენს ვინმე 15 ლარადაც, მაგრამ ძირითადად მაინც ვგზავნი და ჩემი მეგობარი ახდენს რეალიზაციას გერმანიასა და შვეიცარიაში.



ბოლო დროს, საქართველოშიც ვხედავ დანტერესაბას. ვინც იგებს, ყველა კუთხიდან მირეკავენ და მეკითხებიან როგორ უნდა მოუარონ და რა არის შაფრანი. მოვლა რთული არანაირად არ არის, არ არის პრეტენზიული მცენარე, მთავარია ტენიანი ნიადაგი არ იყოს. არც პესტიციდები და ანტაციდებია საჭირო. ბიო პროდუქტია, რომელშიც არავითარ სასუქს არ ვიყენებ.


პირველ წელს, სინჯები საფრანგეთის ერთ-ერთ ლაბორატორიაში გავგზავნეთ, სადაც უმაღლესი შეფასება მიიღო და სწორედ ამ სერთიფიკატით ხდება დღეს ევროპაში მისი რეალიზაცია. პროდუქტის ერთადერთი ხარჯი, მისი მოკრეფის და მოგროვების დროს მუშახელში გადახდილი თანხაა, სხვა არაფერი. სადაც ახლა შაფრანი მომყავს, 100 ტონამდე ვაშლს ვიღებდი და ასეთი მომგებიანი არ იყო“ - აცხადებს მერაბ ინასარიძე ,,ბიზნესპრესნიუსთან“.


ცნობისთვის, შაფრანი ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი საკვები ინგრედიენტია მსოფლიოში. მას „წითელი ოქროსაც“ უწოდებენ.


წითელ ოქროდ წოდებული არომატული სუნელი ძირითადად ირანში მოჰყავთ და კილოგრამი დაახლოებით 3 500 აშშ დოლარიდან იწყება და 10 000 დოლარს აღწევს. შაფრანი ყველაზე იაფი ირანშივეა 1-1.2 ევრომდე; ინდოეთში 2.6-ევროდან 4-ევრომდე; კანადაში 6-დან 8.5-ევრომდე; აშშ-ში 7-დან 9.3-ევრომდე; ესპანეთში, გერმანიასა და იტალიაში 7-9 ევრო; არაბთა გაერთიანებული საამიროებში 2.9-4.4 ევრო; ჩინეთში 3-5.5 ევრო, ხოლო მეზობელ თურქეთში შაფრანის ფასი 2.75-დან იწყება და 4.3 ევროს აღწევს.



BPN.GE



თეგები:
შაფრანი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up