„სადაც კი დიდი ჰესები შენდება, ვალდებულებაში უნდა ჩაიდოს თევზსაშენის გაკეთება“

„სადაც კი დიდი ჰესები შენდება, ვალდებულებაში უნდა ჩაიდოს თევზსაშენის გაკეთება“

access_time2021-07-12 19:00:00

„სადაც კი დიდი ჰესები შენდება, ვალდებულებაში უნდა ჩაიდოს თევზსაშენის გაკეთება“,- ამის შესახებ მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის პრეზიდენტმა თემურ ტყემალაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. აღნიშნულით ის მთავრობის მიერ, ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დადგენილების დამტკიცებას გამოეხმაურა. კერძოდ, ცვლილება ითვალისწინებს ნებართვის გაცემას არაუმეტეს 20 წლის ვადით, ამასთან, სანებართვო მოსაკრებლის გადახდისგან გათავისუფლებას. აღნიშნულ ნებართვას, აკვაკულტურის უწყებათაშორისი საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, გარემოს ეროვნული სააგენტო გასცემს.


როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, მდგრადი აკვაკულტურის წარმოების პირობებში, 10-წლიან პერსპექტივაში, ქვეყანა მინიმუმ გაასამმაგებს და 20 000 ტონაზე მეტი აკვაკულტურის პროდუქტის წარმოებას შეძლებს.


ცნობისთვის, ექსტენსიური აკვაკულტურა არის ბუნებრივი წყალსატევის (ტბა, მდინარე, წყალჭაობიანი ადგილი და სხვა) ან ხელოვნური წყალსატევის (წყალსაცავი, ზოგიერთი არხი და სხვა წყალსატევი, გარდა აკვაკულტურის კონსტრუქციისა) ხელოვნურად გამრავლებული ქვირითით, ლარვით, ლიფსიტითა და ახალმოზარდეულით ბუნებრივი საკვები ბაზის ხარჯზე დათევზიანება, ამ წყალსატევში არსებული ბუნებრივი თევზის რესურსის აღწარმოების ხელშეწყობა და შემდგომ მისი ზრდის შედეგად თევზჭერა.


როგორც თემურ ტყემალაძე ამბობს, ეს არის სწორი გადაწყვეტილება, თუმცა ამას უნდა მოჰყვეს კანონქვემდებარე აქტები, რომლის საფუძველზეც აკვაკულტურის განვითარებისთვის საჭირო პროექტები შეიქმნება.


„მე ვფიქრობ, ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა. არ შეიძლებოდა ამ დარგის ასე მივიწყება. იმიტომ, რომ ძალიან დიდი რესურსი აქვს.



დავიწყოთ იმით, რომ საზოგადოების დასაქმება, რეგიონების გამოცოცხლება, შემოსავლების მოტანა და ა.შ. შეუძლია. მის პოტენციალს ჩვენ ვიყენებთ ძალიან მცირე რაოდენობით.


მე ვფიქრობ, აკვაკულტურის განვითარების მიმართულებით მთელი პროექტები უნდა გაკეთდეს. ჯერ, როგორც ბიზნესის კუთხით და მერე თვითონ გარემოსთვის. მაგალითად, ჩემი ფონდი იწყებს ენდემური იხტიოფაუნის მომრავლებას და ბუნებაში გაშვებას, იმიტომ, რომ ცუდ მდგომარეობაშია და არ შეიძლება მისი მიტოვება. თუ გვინდა, რომ ქვეყანაში ტურიზმი განვითარდეს, აუცილებელია აკვაკულტურის მოწესრიგება.


უნდა მოეწყოს საშენები, რომ მაქსიმალური დატვირთვა იყოს და შედეგსაც ძალიან კარგს მივიღებთ. ბევრი წყალსატევია, ხედავთ რომ ახლა ჰესები შენდება, ეს იგივე წყალსატევებია და მე ვფიქრობ, სადაც კი დიდი ჰესები შენდება, ვალდებულებაში უნდა ჩაიდოს თევზსაშენის გაკეთება. იმიტომ, რომ ეს თვითონ მოსახლეობისთვის იქნება ძალიან კარგი და სასარგებლო. სწორედ ისინი შეძლებენ ამ საშენებით სარგებლობას. შემოსავალიც გაუჩნდებათ. ამ ყველაფერს კარგად დაგეგმვა და მიყოლა სჭირდება, ერთი გადაწყვეტილება საკმარისი არ იქნება. ამას უნდა მოჰყვეს სხვა კანონქვემდებარე აქტები, რომელიც ქვეყანაში აკვაკულტურის განვითარებას შეუწყობს ხელს“,- განაცხადა თემურ ტყემალაძემ.


მისი თქმით, სწორი პოლიტიკით ქვეყანა 10 წელში არა თუ წარმოების გასამმაგებას, გახუთმაგებასაც კი შეძლებს, რადგან ამის რესურსი არსებობს.


„მე ვფიქრობ, თანმიმდევრული პოლიტიკითა და პროექტებით, მივიღებთ ძალიან კარგ შედეგს. მეტიც, 10 წელში 3-ჯერ კი არა, 5-ჯერ მეტ წარმოებას მივიღებთ. გარდა ამისა, ჩვენ თუ მდინარეებს დავიცავთ და რაღაც ფორმას ვნახავთ, რომ იქაც ვაწარმოოთ იხტიოფაუნა, ეს საერთოდ უკეთესი იქნება. დღეს მდინარეებს არავინ იყენებს ამ დანიშნულებით. ტურისტებს ვერ ვეტყვით, რომ მოდი და მდინარეში ითევზავე, იმიტომ, რომ არ არის მოწესრიგებული. ეს აუცილებელად გასატარებელი ღონისძიებებია. პირველ რიგში, მოკლავს ბრაკონიერობის შემთხვევებს და მეორე, აკვაკულტურას განავითარებს. მითუმეტეს, ხედავთ, რომ თევზის მოხმარება მსოფლიოში იზრდება და ტურისტების მოზიდვის საუკეთესო საშუალებაა“,- ამბობს თემურ ტყემალაძე.


BPN.GE


თეგები:
თევზსაშენი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up