სადაზღვევო ბაზარზე არასახარბიელო მდგომარეობაა და ევროკავშირი გამოსწორებისკენ მიგვითითებს - ასოციაცია

სადაზღვევო ბაზარზე არასახარბიელო მდგომარეობაა და ევროკავშირი გამოსწორებისკენ მიგვითითებს - ასოციაცია

access_time2022-04-22 11:00:09

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარში რამდენიმე შეკითხვა სადაზღვევო სექტორს ეხება. საქართველოს მთავრობამ უნდა მიუთითოს სექტორის შესახებ არსებული ზოგადი მონაცემები.


რამდენად აკმაყოფილებს საქართველოს სადაზღვევო ბაზრის მდგომარეობა ევროკავშირის მოთხოვნებს, ამ თემაზე „კომერსანტი“ დაზღვევის ასოციაციის პრეზიდენტს დევი ხეჩინაშვილს ესაუბრა.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.


„ის, რომ სადაზღვევო ბაზარზე სახარბიელო მდგომარეობა არ არის, აშკარაა. არასიცოცხლის დაზღვევა არის მშპ-ს დაახლოებით 2.2-2.5%. ნორმალურად რომ ჩაითვალოს ბაზრის მოცულობიდან გამომდინარე, არასიცოცხლის ბაზარი უნდა იყოს 1.3-1.5 მლრდ ლარი, ჩვენი კი ამის ნახევარია. მარტივად, ასეთი პარამეტრით რომ მივუდგეთ, სადაზღვევო ბაზარი არის სუსტი და არ უზრუნველჰყოფს მისი მოსახლეობის თუ ბიზნესის კარგად დაცვას.



აქედან გამომდინარე ევროკავშირი იტყვის, რომ ქართულ სადაზღვევო ბაზარზე რაღაცეები არის გამოსასწორებელი, ერთ-ერთი მოთხოვნა, რაც ევროკავშირიდან წლებია გვაქვს, არის ავტომფლობელთან პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გაშვება საქართველოში. ეს არის ერთ-ერთი გზა იმისა, რომ ბაზრის მოცულობა და მოსახლობის და ეკონომიკის დაცულობა გაიზარდოს. ჩვენი ბაზრის მოცულობას შეადარებენ ნორმალურ პარამეტრებს და იტყვიან, რომ არ არის თქვენი დაცულობა იმ დონეზე, რომელზეც უნდა იყოს, ჩვენ გეუბნებით ამისთვის რაც უნდა გააკეთოთ, მაგრამ...


ავტომფლობელების დაზღვევა მოგვცემს დამატებით 200 მლნ ლარს, გაშუალედებურად კიდევ სადაზღვევო კულტურის განვითარებას შეუწყობს ხელს და სხვა რაღაცეებს აამუშავებს. ევროკავშირული პროექტის ფარგლებში თითქოს დაჩქარებული წესით განიხილება ამ დაზღვევის მიღება და ის ციფრებიც, რაც ახლა კითხვარში იქნება, მომავალ წელს უფრო გაუმჯობესდება“, - ამბობს დევი ხეჩინაშვილი.


ევროკომისარმა ოლივიე ვარჰეიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადასცა. საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა 369 კითხვისგან შემდგარი დოკუმენტის პირველი ნაწილი, რომელზე გასაცემ პასუხებზეც დამოკიდებულია საქართველოსთვის EU-ს კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების შევსებული კითხვარი ევროკომისიას მაისში გადაეცემა.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up