სადაზღვევო ბაზრის მიმდინარე და სამომავლო გამოწვევები

სადაზღვევო ბაზრის მიმდინარე და სამომავლო გამოწვევები

access_time2021-11-03 11:55:37

სადაზღვევო კომპანია „ირაოს“ გენერალური დირექტორი ვახტანგ დეკანოსიძე აღნიშნავს, რომ საქართველოს სადაზღვევო ბაზარი კარგად იზრდება და 2021 წელს ზრდის ტემპი 20%-ს შეადგენს. სადაზღვევო ბაზარზე არსებულ გამოწვევებზე ვახტანგ დეკანოსიძემ რადიო „კომერსანტის“ გადაცემა “დაზღვევის დროში“ ისაუბრა.



„ირაო „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ შვილობილი კომპანიაა, ჯგუფი 30 ქვეყანაში 50 - ზე მეტ კომპანიას ფლობს, რაც გულისხმობს იმას, რომ გვაქვს საშუალება ვიცოდეთ და ვაკვირდებოდეთ ევროპული და წამყვანი ბაზრების გამოცდილებას, მათი ზრდის ტემპსა და მახასიათებლებს.



„თუ ადგილობრივ ბაზარს ევროპულ, წამყვან ბაზრებს შევადარებთ, საქართველოში ძალიან კარგი ზრდა შეინიშნება. 2021 წელს ზრდის ტემპი 20%-ს შეადგენს, თუმცა ბაზრის ისეთი კლასიკური სახეობები, როგორიცაა სავალდებულო მესამე პირის დაზღვევა და ქონების დაზღვევა, საქართველოში ძალიან მცირედ არის წარმოდგენილი. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ბაზარს გაცილებით დიდი წარმატება ექნება, როცა ამ ტიპის დაზღვევები ამოქმედდება. სავარაუდოდ ეს მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის კანონის ამოქმედების შემთხვევაში უფრო მოხდება. ნებისმიერი ჩამოსული ინვესტორი კითხულობს გვაქვს თუ არა ქვეყანაში სავალდებულო დაზღვევის ძირითადი სახეობები და რომ ვეუბნებით რომ არ გვაქვს გაკვირვებულები რჩებიან.

როგორც ვიცით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, საქართველო ვალდებულია, რომ ჰქონდეს სავალდებულო დაზღვევა, ეს კანონპროექტი დამუშავებულია, პარლამენტშია და ვიმედოვნებთ, რომ მალე მიიღებენ“, - აღნიშნა ვახტანგ დეკანოსიძემ.



დეკანოსიძის თქმით, გარდა იმისა, რომ ბაზარი 20%-ით იზრდება, ასევე იზრდება დაზღვეულთა რაოდენობაც.



რაც შეეხება სექტორზე პანდემიის გავლენას, ვახტანგ დეკანოსიძე ამბობს, რომ 2020 წელს, კორონავირუსის პირველი ტალღის დროს, სექტორი იძულებული გახდა დისტანციური მუშაობისთვის ფეხი ძალიან სწრაფად აეწყო.




“სწრაფ ტემპში მოგვიწია ციფრული სერვისების განვითარება, მივაღწიეთ იმას, რომ სულ მოკლე ხანში კლიენტთან შეხების ნებისმიერი ფორმა ციფრულ სივრცეში გადავიტანეთ. დღეს უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ დაზღვეულებთან ურთიერთობა და ზარალების რეგულირება ციფრულად ხდება. 2022 წლისთვის ბევრი სიახლე გვაქვს დაგეგმილი, ვგეგმავთ სერვისების კიდევ უფრო დახვეწას, გაძლიერებასა და გამრავალფეროვნებას.

პანდემიის გამო აღმოვჩნდით სიტუაციაში, როდესაც ადამიანებმა მუშაობა სახლიდან დაიწყეს. შესაბამისად, როგორც სადაზღვევო კომპანიებს, ასევე სხვა ბიზნესს ბევრი რამის სხაგვარად კეთება მოგვიწია. ვფიქრობ, ადამიანების ის რაოდენობა, რომელიც პანდემიამდე მოდიოდა ოფისში, მომავალში უკვე აღარ ივლის. ვგულისმობ იმას, რომ ადამიანებს პანმდემიის პერიოდი უფრო და უფრო მიაჩვევს დისტანციურად მიიღონ სერვისები და, შესაბამისად, აუცილებლად უფრო მეტად გამოიყენებს მოსახლეობა, ვიდრე პანდემიამდე იყო.

დარწმუნებული ვარ, რომ კომპანიებს, პანდემიის დასრულების შემდეგ აუცილებლად დაუდგებათ დღის წესრიგში ჰიბრიდულ სამუშაო პროცესის დანერგვის აუცილებლობა, რადგან დროთა განმავლობაში ეს ჩვეულებრივ მიღებულ პრაქტიკად დამკვიდრდება, თანამშრომლებისგან აუცილებლად წამოვა ამის მოთხოვნა“, - აღნიშნა ვახტანგ დეკანოსიძემ.



დეკანოსიძემ დაზღვევის დროს რისკების გადაზღვევაზეც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ წევრობა და შვილობილობა, უპირატესობაცაა და დიდი ვალდებულებაც, რომ კომპანიის არსებული გადაზღვევის სისტემა ძალიან რთული და ფართო დაფარვების მქონეა, რაც, მისი თქმით, ხშირად ართულებს კომპანიის საოპერაციო პროცესებს - პოლისის გაცემის დროს პროცესში უფრო ჩაღრმავებაა საჭირო, თუმცა ზარალის დადგომისას ასეთი გადაზღვევა კომპანიას უფრო მეტ თავდაჯერებას და დაცულობას მატებს.



„ირაოს გადაზღვევის პროგრამას ყოველწლიურად ჩვენი სამეთვალყურეო საბჭო ამტკიცებს და ეს გადაზღვევის პროგრამა სავალდებულოა „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ ყველა შვილობილი კომპანიისთვის. რომ წარმოვიდგინოთ, ჩვენც და „ვენის სადაზღვევო ჯგუფში“ მყოფ, ზომით ყველაზე დიდ კომპანიას, რომელიც ბევრად მკაცრად რეგულირებულ და განვითარებულ ბაზარზე საქმიანობს ერთი და იმავე ტიპის გადაზღვევა გვაქვს, რაც მიუხედავად ზარალის სიდიდისა და სირთულისა, ყოველთვის იძლევა დიდ თავდაჯერებას, სითამამეს და, რაც მთავარია- დაცულობას. მაგალითად 100 მილიონი ევროს ოდენობის ზარალში ჩვენი თანამონაწილეობა შეიძლება იყოს ისეთი მინიმალური თანხა როგორიცაა 10 -15 ათასი ევრო.

ბოლო პერიოდის დიდი ზარალიდან მახსენდება ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, როცა გვირაბის საბურღი მანქანა (TBM - Tunnel Drilling Machine) გვირაბის ჩამონგრევის შედეგად, გვირაბში ჩარჩა. ზარალის დარეგულირების პროცესში ჩართული ვიყავით როგორც ჩვენ Loss Adjuster-ი კომპანია - ე.წ. ექსპერტი, რომელიც მთლიანად ჩართულია ყველა ეტაპზე, შესაბამის რეკომენდაციებს იძლევა და დიდ ძალისხმევასაც დებს პროცესის დროულად დასრულებესა და ზარალის დარეგულირებაში. როგორც წესი, ამგვარი ზარალის დარეგულირება დიდ დროს მოითხოვს და რამდენიმე თვე გრძელდება. ამ შემთხვევიდან 9-10 თვის თავზე საკმაოდ დიდი თანხების გადახდა მოგვიწია - 3,5 მილიონი დოლარი. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ ამაში დიდი გამოცდილება გვაქვს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰესების დაზღვევაში განსაკუთრებით გამორჩეულები ვართ, რადგან ზარალების ანაზღაურებამ და ზარალების მართვის პროცესმა საკმაოდ კარგი ცნობადობა და უპირატესობა მოგვიტანა“, - აღნიშნა ვახტანგ დეკანოსიძემ.



კითხვაზე, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას საერთაშორისო და საქართველოს სადაზღვევო ბაზარი ვახტანგ დეკანოსიძე პასუხობს, რომ საქართველოს ბაზრის მთავარი გამოწვევა არის ზრდის ტემპი და სავალდებულო დაზღვევის არარსებობა. რაც შეეხება მსოფლიოს ბაზარს, დეკანოსიძის თქმით, ყველაზე დიდ სირთულეებს კლიმატური პრობლემები უქმნის.



„დაზღვევისთვის ყველაზე დიდი და დამანგრეველი რისკებია ბუნებრივი კატაკლიზმები და ამ გამოწვევის წინაშე დგას არა მარტო ქვეყანა, არამედ მთელი მსოფლიო და აქ სადაზღვევოს როლი ძალიან მნიშვნელოვანია. დღევანდელი კლიმატური მდგომარეობიდან გამომდინარე, გვაქვს დიდი რაოდენობით წყალდიდობები, სტიქიური უბედურებები და ახალი ვირუსები. ვფიქრობ, ყველანაირ გლობალურ პრობლემას აქვს გამოსავალი. აუცილებელია, რომ ადამიანებმა ამ პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა დაუყოვნებლივ დავიწყოთ. კლიმატურ რისკებთან ბრძოლაში ინდივიდუალურ დონეზე უნდა შევიტანოთ წვლილი, მაგალითად ვიაროთ შეძლებისდაგვარად უმანქანოდ, გადავიდეთ ელექტრომანქანებზე, გადავამუშაოთ ნარჩენები, მოვიხმაროთ ნაკლები ხორცი, და ა.შ.

მოკლედ, რომ ვთქვათ ამ პრობლემის მოგვარებაზე უნდა ვიზრუნოთ ყველამ ერთად: სახელმწიფომ, ბიზნესმა და თითოეულმა ჩვენგანმა“, - აღნიშნა ვახტანგ დეკანოსიძემ. იგი ფიქრობს, რომ სადაზღვევო სექტორის ზრდა-განვითარებისთვის საჭიროა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და გარკვეული დრო.



„საქართველოს სადაზღვეო ბაზარი 50 წელზე ნაკლებს ითვლის. ეს ეს დრო არაფერია დარგის განვითარებისათვის, განსაკუთრებით თუ შევადარებთ წამყვანი ბაზრების ისტორიას, რომელიც საუკუნეებსაც კი ითვლის. მაგალითად ავსტრიაში, „ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ 1824 წელს დაფუძნდა და ერთ ერთი პირველთაგანი იყო. დიდ ბრიტანეთში დაზღვევა დაიწყო კიდევ უფრო ადრე.

სადაზღვევო ბაზარი რომ მეტად განვითარდეს, ამისათვის აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ეკონომიკის განვითარებასთან ერთად იზრდება მოთხოვნა რისკისაგან დამცავ და შემამსუბუქებელ საშულებებზე. ამის წინაპირობას წარმოადგენს ასევე სავალდებულო მიმართულებების შემოღების აუცილებლობაც. სავალდებულო მიმართულებებს საქართველოში ჯერჯერობით ზედმეტ ხარჯად აღიქვამენ, სინამდვილეში კი ეს რისკის გაზიარების ერთ-ერთი საშუალებაა.

მაგალითისთვის, საქართველოში სავალდებულო ავტოდაზღვევის ამოქმედება ძალიან ბევრ ადამიანს თავიდან ააცილებს დიდ და დამანგრეველ ფინანსურ დარტყმებს, აღმოფხვრის ბევრ არასასიმოვნო წეს-ჩვეულებას, რომელიც ავტომანქანების შეჯახების დროს თითოეულ ჩვენგანს ბევრჯერ გვინახავს. გაზრდის მოსამსურების სტანდარტს ავტოსერვისვისის ბიზნეში და საბოლოოდ მოგებული დარჩება მოსახლეობაც და სახელმწიფოც“, - აღნიშნა ვახტანგ დეკანოსიძემ.



კომპანია „ირაო“ 2004 წელს დაფუძნეს ქართველმა ბიზნესმენებმა, 2011 წელს კომპანიის ნაწილი „ვენის სადაზღვევო ჯგუფმა“ შეიძინა, 2012 წლიდან კი აქციების 100% „ვენის სადაზღვევო ჯგუფს“ ეკუთვნის. კომპანია „ირაო“ ყველა მიმართულებით საქმიანობს და დასაქმებული ჰყავს 300-მდე ადამიანი, ამ ეტაპზე კომპანიას აქვს 6 ფილიალი.


თეგები:
დაზღვევა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up