სადაზღვევო ბროკერი „ფრანი“ - ჩვენი სამიზნე ევროკავშირია

სადაზღვევო ბროკერი „ფრანი“ - ჩვენი სამიზნე ევროკავშირია

access_time2023-02-28 20:00:26

დღეს ტექნოპარკში სადაზღვევო ბროკერი „ფრანის“ პრეზენტაცია გაიმართა. „ფრანი“ პირველი ქართული ციფრული სადაზღვევო სტარტაპია, რომელსაც უახლოეს მომავალში გლობალურ ბაზარზე გასვლის გეგმები აქვს. მულტიფუნქციური, მომხმარებლის სურვილებზე მორგებული სადაზღვევო ბროკერი მომხმარებელს სხვადასხვა სერვისებს სთავაზობს.

 

სადაზღვევო ბროკერი „ფრანის“ დამფუძნებელმა გიორგი ჩაჩუამ რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში განაცხადა, რომ ამ ეტაპზე „ფრანთან“ 9 სადაზღვევო კომპანია თანამშრომლობს და უახლოეს პერიოდში სრულად მოიცავენ იმ კომპანიებს, ვისაც  ბაზარზე ამ სახით უნდა ოპერირება.

 

სტარტაპმა შარშან GITA-ს 150 000 ლარიანი გრანტი მიიღო, მანამდე - 15 000-იანი. გიორგი ჩაჩუას თქმით, soft-ის დეველოპმენტი დაასრულეს და პლატფორმა 2 პროდუქტით დაიწყებს ოპერირებას, რამდენიმე დღეში დაემატება ჯანმრთელობის, ქონების, კრიტიკული დაავადებების დაზღვევა და ყველა იმ პროდუქტს მოიცავენ, რომელიც შეიძლება არსებობდეს ფიზიკური კლიენტებისთვის.

 

„დღეს ვიწყებთ სამოგზაურო დაზღვევით და პასუხისმგებლობის დაზღვევა იქნება მეორე პროდუქტი, რომელიც ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევას ეხება. სამოგზაურო დაზღვევა ყველას გვჭირდება. ვფიქრობ, რომ ამ პროდუქტით პლატფორმის ცნობადობას გავზრდით. რამდენიმე დღეში პლატფორმას დაემატება მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა, შემდეგ ჯანმრთელობის დაზღვევა ინდივიდუალური მიმართულებით, ქონების დაზღვევა, კრიტიკული დაავადებების დაზღვევა და ყველა იმ პროდუქტს მოვიცავთ, რომელიც შეიძლება არსებობდეს ფიზიკური კლიენტებისთვის. გვექნება ის პროდუქტები, რომლებიც რისკების მხრივ არ არის დახუნძლული. ჩვენთან არ იქნება ისეთი პროდუქტები რომლებიც 1 და 2 დღეს საჭიროებს რისკების გასაანალიზებლად“ - აცხადებს გიორგი ჩაჩუა.

 


მისი თქმით, „ფრანის“ მოდელი გულისხმობს იმას, რომ ყველა სადაზღვევო კომპანია, რომელსაც შეუძლია ციფრული სერვისებით წვდომა ერთ პლატფორმაზე იყოს წარმოდგენილი და მომხმარებელმა თავის სურვილებზე მორგებული სადაზღვევო პაკეტი შეარჩიოს.

 

„ჩვენი სისტემა ავტომატურად დაუგენერირებს მომხმარებელს ისეთ შეთავაზებას, რომელიც მის მოთხოვნაზეა მორგებული. ორი flow გვაქვს, ერთი სტანდარტული ბროკერის flow, როცა ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს კონკრეტულ სადაზღვევოს, მეორე - თვითონ შეუძლია შეარჩიოს ნებისმიერი კომპანიის შეთავაზებები.

 

ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ onboarding-დან დაწყებული ყველაფერი ხდება ჩვენს პლატფორმაზე, არანაირი გადამისამართება არც ერთ სადაზღვევოს ვებგვერდზე არ ხორციელდება, როგორც დარეგისტრირება, ის პოლისის მიღება. მომხმარებელს ექნება კაბინეტი, სადაც წვდომა ექნება შეძენილ პოლისზე, ტრანზაქციებზე და ა.შ. როგორ ინტერნეტბანკში გვაქვს სერვისებზე წვდომა, ასეა აქაც ოღონდ დაზღვევის მიმართულებით“, - აცხადებს გიორგი ჩაჩუა

 

მისი თქმით, საიტს 2-3 თვეში, მაისიდან აპლიკაციაც დაემატება. გლობალურ ბაზარზე გასვლას კი წელიწადში, წელიწად ნახევარში გეგმავენ. მათი სამიზნე პირველ რიგში ევროკავშირის ქვეყნებია.

 

„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მსგავსი ციფრული სადაზღვევო ბროკერის სერვისი, რომელიც მომხმარებელს მთელ სერვისს სრულად ონლაინ სთავაზობს, ევროპის ბაზარზე არ არსებობს და ვფიქრობ, ჩვენი შემდეგი ნაბიჯი იქნება ევროკავშირის ბაზარი, რაც მომავალი წლის გეგმა იქნება. მეზობელ ქვეყნებში არ არის განვითარებული სერვისების ნაწილი, შესაბამისად იქ ჯერ ადრეა მსგავსი პლატფორმა. თუმცა, რეგიონული ბაზრები საინტერესოა და დავაკვირდებით, თუ ციფრული სერვისები იქ უფრო მეტად განვითარდება, ვიფიქრებთ რეგიონის ქვეყნებში შესვლას“, - აცხადებს გიორგი ჩაჩუა.

 



თეგები:
ფრანი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up