სადაზღვევო ინდუსტრია ჯანდაცვაში ე.წ. დაშენებული პაკეტების აღდგენას ითხოვს

სადაზღვევო ინდუსტრია ჯანდაცვაში ე.წ. დაშენებული პაკეტების აღდგენას ითხოვს

access_time2022-12-19 18:30:37

სადაზღვევო სექტორი ჯანდაცვის სამინისტროს კიდევ ერთხელ მიმართავს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებისთვის ე.წ დაშენებული სადაზღვევო პაკეტები აღადგინოს.



შესაბამისი ინიციატივით სადაზღვევო კომპანიებმა უწყებას ოფიციალური წერილით უკვე მიმართეს. როგორც დარგის წარმომადგენლები ამბობენ, სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ უფლება, რომ კერძო დაზღვევით ისეთი სამედიცინო მომსახურებაც მიიღონ როგორიცაა მაგალითად, სტომატოლოგია, მედიკამენტები, მაღალტექნოლოგიური კვლევები.



როგორც „პსპ დაზღვევის“ გენერალურმა დირექტორმა, სოფო ლებანიძემ „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, ამ გზით მოქალაქეებისთვის სამედიცინო მომსახურებაზე გაწეული ხარჯები შემცირდება.




ამასთან, სადაზღვევო კომპანიების მოთხოვნებს შორისაა, რომ ჯანდაცვის სექტორის დაფინანსების ახალი მოდელი DRG სისტემა სადაზღვევო სექტორზეც გავრცელდეს. როგორც სადაზღვევო კომპანიებში ამბობენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს რისკი, რომ კომპანიების ზარალიანობა გაიზარდოს, რასაც სადაზღვევო პოლისების გაძვირებაც მოჰყვება.



„ჩვენი ინიციატივაა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ მოქალაქეებს ჰქონდეთ უფლება, დამატებითი სამედიცინო მომსახურება, როგორიცაა სხვადასხვა მაღალტექნოლოგიური კვლევები, მედიკამენტები, სტომატოლოგია კერძო დაზღვევის საშუალებით მიიღონ. ამისთვის კი სახელმწიფო პროგრამის მოქალაქეებს უნდა მიეცეთ უფლება, ე.წ. დაშენებული, შემავსებელი პაკეტებით ისარგებლონ. ამ შემთხვევაში მოქალაქეები შეძლებენ, რომ თანხები დაზოგონ და უკეთესი სამედიცინო მომსახურება მიიღონ. ვფიქრობთ, ეს სახელმწიფოს ინტერესშიც უნდა იყოს. ასევე ჩვენს მოთხოვნებს შორისაა, რომ დაფინანსების ახალი სისტემა, DRG მოდელი სადაზღვევო სექტორზეც გავრცელდეს. ეს საერთაშორისო პრაქტიკაა და ამ გზით ისეთ რისკებს ავიცილებთ თავიდან, როგორიცაა კომპანიების ზარალიანობის ზრდა და სადაზღვევო პაკეტების დამატებით გაძვირება“, - განაცხადა სოფო ლებანიძემ.



2017 წლიდან მოქალაქეების ნაწილს ერთდროულად კერძო დაზღვევით და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობა არ შეუძლია. შესაბამისად, პირი, რომელიც კერძო დაზღვევაში ჩაერთვება, სახელმწიფო პროგრამიდან ეთიშება.



ამასთან, სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელი პირველი ნოემბრიდან ამოქმედდა. DRG მოდელზე გადასვლა გულისხმობს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი საბაზო ტარიფი ამოქმედდა, დაფინანსების საბოლოო მოცულობას კი პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს.


businessformula.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up