სადაზღვევო ინდუსტრიაში N1 ოქროს ბრენდად - სადაზღვევო კომპანია არდი დასახელდა

სადაზღვევო ინდუსტრიაში N1 ოქროს ბრენდად - სადაზღვევო კომპანია არდი დასახელდა

access_time2021-06-30 14:45:18

26 ივნისს  შატო მუხრანში Global Idea -ს და The FINANCIAL -ის   მიერ ორგანიზებული, მედიაში ბიზნესის ოსკარად წოდებული ოქროს ბრენდის რიგით მეთექვსმეტე დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. კვლევა ჩატარდა 2000-მდე სხვადასხვა დარგის მაღალი დონის სპეციალისტის მონაწილეობით და საქართველოში მოღვაწე ბიზნეს კომპანიებიდან ნომერ პირველი  ოქროს ბრენდი სწორედ მათ დაასახელეს. სადაზღვევო ინდუსტრიაში N1 ოქროს ბრენდად - სადაზღვევო კომპანია არდი დასახელდა.

ამ საპატიო ტიტულის მიღების შემდეგ, რადიო „კომერსანტი“ არდის გენერალურ დირექტორს, მიხეილ ჯაფარიძეს გაესაუბრა.

ბატონო მიხეილ, პირველ რიგში გილოცავთ ამ საპატიო ჯილდოს, რომელიც უკვე მრავალი წელია შეუფასებელია თითოეული ბიზნეს კომპანიისთვის. როგორ აისახება ის არდიზე?

დიდი მადლობა! იყო „ოქროს ბრენდი“ ჩვენთვის ერთი მხრივ საპატიო ჯილდოა, მეორე მხრივ კი დამატებითი პასუხისმგებლობა. ვფიქრობთ, რომ ეს ტიტული პირველ რიგში თითოეული არდელის დამსახურებაა, რომლებიც გამოხატავენ ბრენდის ხასიათსა და მისწრაფებებს, დავდაუზოგავად შრომობენ საუკეთესო შედეგის მისაღწევად, ქმნიან კომპანიას, რომელიც უყვარს მომხმარებელს და კარგად იაზრებენ, რომ განვითარება დაუსრულებელი პროცესია. არდი არის ისეთი, როგორებიც არდელები ცალ-ცალკე და ერთად. არანაკლებ მნიშვნელოვანი როლი აქვთ ჩვენს დაზღვეულებსა და პარტნიორებს, რომლებიც სწორად აფასებენ მიღებულ მომსახურებას, გვიბრუნებენ ადეკვატურ უკუკავშირს და უდიდესი წვლილი შეაქვთ არდის ზრდასა და განვითარებაში. სწორედ ამიტომ ისინიც არდელები არიან, ჩვენი დიდი და მეგობრული გუნდის გამორჩეული წევრები.

თქვენი აზრით რამ განაპირობა ექსპერტების მხრიდან არდის დასახელება ამ მნიშვნელოვანი ჯილდოს მისაღებად? ანუ რა არის არდის კონკურენტული უპირატესობა?

ჩვენ მთავარი ღირებულებები და მოხმარებლებისადმი დამოკიდებულებები განგვასხვავებს კონკურენტებისგან. პროდუქტი სერვისის მხოლოდ ნაწილია. პროდუქტი დაპირებაა, ხოლო სერვისი ამ დაპირების შესრულება. ჩვენ ვზრუნავთ დაზღვეულებზე; არ ვცდილობთ საქმე გავურთულოთ მათ და თავი ავარიდოთ მომსახურების გაწევას ან გავაჭიანუროთ პროცესი. პირიქით, ვდილობთ ვიყოთ მაქსიმალურად მოქნილები და მომხმარებლის საჭიროების დაკმაყოფილებაზე ორიენტირებულები.  შესაბამისად არდის ყველაზე ნაკლები უკმაყოფილო მომხმარებელი ყავს და წლების განმავლობაში დაზღვეულებისთვის საყვარელი ბრენდი გახდა.

 ჩვენ ვქმნით იმაზე მეტს, ვიდრე დათვლადია – თანადგომას. დაზღვევა თითოეული მომხმარებლის, მოსახლეობისა და ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური მხარდაჭერაა, და პასუხისმგებლობაც დიდია. ჩვენ ვქმნით სერვისს – არა მხოლოდ ფონდებს, არამედ პირველ რიგში სწორ პროცესებს, რომლებითაც მომხმარებლებს მათი რისკების მართვაში ვეხმარებით.

გარდა აღნიშნულისა, მიუხედავად იმისა, რომ არდი არ არის სხვა ფინანსურ ინსტიტუტთან ასოცირებული სადაზღვევო კომპანია, მან მოახერხა და ლიდერებს შორის დაიკავა პოზიცია როგორც ცალკე მდგომმა სადაზღვევო კომპანიამ, რაც ქართული ბაზრისთვის არ არის დამახასათებელი და ჩვენთვის ძალიან საამაყოა.


რა სიახლეები გაქვთ დაგეგმილი, რომელსაც თქვენს დაზღვეულებს შესთავაზებთ უახლოეს მომავალში:

მიმდინარე ეტაპზე არდი გადის ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელოვან ეტაპს. გაციფრულება ხდება არა მხოლოდ B2C ეტაპზე - ანუ იქ სადაც არდი ხვდება მის საბოლოო მომხმარებელს, არამედ B2B ეტაპებზეც, როდესაც არდი ახდენს ურთიერთკავშირს სხვადასხვა პარტნიორებთან, სამედიცინო კლინიკებთან, აფთიაქებთან, ავტოსახელოსნოებთან და ა.შ კიდევ უფრო მეტად დახვეწილი და სწრაფი სერვისების უზრუნველსაყოფად. ასე რომ, წინ არაერთი სასარგებლო და საინტერესო სიახლე ელით ჩვენს დაზღვეულებს, რითიც კიდევ უფრო ახლოს აღმოვჩნდებით თითოეულ მათგანთან, პირდაპირ მათ ლეპტოპებსა თუ სმარტფონებში. 

ხშირად გვსმენია არდიზე, როგორც ინოვაციურ სადაზღვევო კომპანიაზე  მაღალი ხარისხის მომსახურებით. რამ განაპირობა ეს მიდგომები?

არდის შექმნის დღიდან ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ შევქმნათ საუკეთესო სადაზღვევო გამოცდილება და შევიტანოთ ჩვენი წვლილი არამხოლოდ ერთი კომპანიის, არამედ ქართული სადაზღვევო ბიზნესის განვითარებაში; მომხმარებელს მივაწოდოთ არამხოლოდ სერვისი, არამედ ის, რაც რიცხვებში არ ჩანს, ისეთი არამატერიალური ღირებულებები, როგორიცაა: თანადგომა, მეგობრობა, პასუხისმგებლობის გაზიარება და სხვა ადამიანური დამოკიდებულებები;

ჩვენ შევქმენით დაზღვევა, რომელშიც მოხმარებელი დაუნანებლად იხდის თანხას და ზუსტად იცის, რომ მიღებული მომსახურება სადაზღვევო პრემიაზე მეტია.

სწორედ ამ მიდგომით, ვფიქრობთ რომ არდიმ მოახერხა და საკუთარი წვლილი შეიტანა დაზღვევის, როგორც პროდუქტის პოპულარიზაციაში, სადაზღვევო  ინდუსტრიის განვითარებაში და მომსახურების დახვეწაში.

ეს პროცესი მუდმივად მიმდინარეობს და ყოველთვის იარსებებს არდისთან ერთად.

რა რჩევას მისცემდით დამწყებ ბიზნესებს, სტარტაპებს და მათ მენეჯერებს. რა ქმნის წარმატების ფორმულას ბიზნესში, მითუმეტეს მაღალკონკურენტულ ინდუსტრიაში?

გაცილებით მეტი სტარტაპი გარდაიქმნება წარმატებულ ბიზნესად, თუ ისინი დარჩებიან ერთგულნი იმ ღირებულებებისა, რომლითაც დაფუძნდნენ ან შემოქმედებითად აინთნენ. თუ კარგად გავიაზრებთ, მივხვდებით, რომ თითოეული წარმატებული ისტორიის საფუძველი სწორედ ის საწყისი ღირებულებებია, რომლითაც შეიქმნა ესა თუ ის კომპანია და მიუხედავად უამრავი გამოწვევისა თუ ამინდის ცვალებადობისა, ერთგულად ემსახურება მას. ასე იყო არდის შემთხვევაშიც. ცოდნა, ინოვაციურობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და მუდმივი მოქმედება იყო და არის არდის დაარსების, განვითარებისა და ყოველდღიური ცხოვრების საფუძველი. და კიდევ, ვცდილობთ არ დავივიწყოთ კომპანიის მთავარი მოტო და ყველაზე რთულ მომენტებშიც კი, ვიფიქროთ მხოლოდ კარგზე.



(R)


თეგები:
არდი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up