სადაზღვევო ინდუსტრიის ახალი მონაწილე და ბაზრის განვითარების პერსპექტივები

სადაზღვევო ინდუსტრიის ახალი მონაწილე და ბაზრის განვითარების პერსპექტივები

access_time2021-06-26 10:00:25

რადიო კომერსანტის გადაცემაში დაზღვევის დრო სადაზღვევო სექტორის ახალი მოთამაშის - ნიუ ვიჟენ დაზღვევის გენერალურმა დირექტორმა კახაბერ დიასამიძემ ბაზრის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა.

ნიუ  ვიჟენ დაზღვევა ,,ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ საინვესტიციო კაპიტალიდან 2020 წლის 2 თებერვალს დაარსდა და საქმიანობის ლიცენზიები მარტის დასაწყისში მიიღო. 

დაფუძნების პერიოდი ძალიან რთული იყო, პირველი პოლისების გაყიდვა 2020 წლის ივნისიდან დავიწყეთ. თებერვალი-მაისის პერიოდში ოციალური პასუხისმგებლობის დარტყმის ქვეშ ვიყავით, რადგან დაფუძნებისთანავე ჩვენთან 200 ადამიანი მუშაობდა და მათ ვუხდიდით ხელფასებს, ვიხდიდით ადმინისტრაციულ ხარჯებს და ა.შ. თუმცა ეს ეტაპი ჩვენ წარმატებით გადავლახეთ, -  აღნიშნა კახაბერ დიასამიძემ.

 

დიასამიძის თქმით ავტომანქანების სავალდებულო დაზღვევის საკითხს სახელმწიფო განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოს და ამ მიმართულებით ოქროს შუალედია მოსაძებნი, რადგან ევრო დირექტივები, ერთის მხრივ, მნიშვნელოვანია, თუმცა სავალდებულო დაზღვევა მოსახლეობისთვის ხარჯებთან არის დაკავშირებული და გარკვეული ნაწილისთვის გადასახადების დაწესება მტკივნეული იქნება. დიასამიძე ფიქრობს, რომ ამ პროცესში მოსახლეობის ინფორმირებულობა ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ეს პროცესი თავდაპირველად სახელმწიფო და კერძო კომპანიებით უნდა დაიწყოს. მან ასევე აღნიშნა, რომ პროცესი გარდაუვალია, თუმცა ამ პროცესში ოქროს შუალედი გადაგვარჩენს.

 

დიასამიძემ აღნიშნა, რომ ნიუ ვიჟენ დაზღვევა“ სადაზღვეო ბაზარზე საქართველოში არსებული ორივე ლიცენზიით და მაღალი კაპიტალიზაციით შევიდა.

 

არსებული სადაზღვეო კომპანიების მინიმალური სალიცენზიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, მინიმალური კაპიტალი ოდენობა არის 4 200 000 ლარი და ზედამხედველმა კომპანიებს მისცა დრო, რომ ეს კაპიტალი 7 000 000 ლარამდე გაეზარდათ, თუმცა ბოლო პერიოდის ბაზრის განვითარებიდან და, მითუმეტეს პანდემიიდან გამომდინარე, ეს ვადა გადაიხედა. გადახედვა და გადავადება ახალი ოდენობის კაპტალს და ახალ მოთამაშეებს არ შეეხო. ჩვენი ვალდებულება იყო, რომ ბაზარზე თავიდანვე გაზრდილი კაპიტალით შევსულიყავით, თუმცა ინვესტორის გადაწყვეტილებით და ჩვენი დასახული გეგმის შესაბამისად ბაზარზე 12 500 000 ლარით შევედით და ჩვენი კაპიტალიზაცია დღეს 15 მილიონამდეა, რითაც კაპიტალიზაციის თვალსაზრისით დღეს არსებულ ლიდერ კომპანიებს შორის აღმოვჩნდით.

ჩვენ დავთვალეთ, თუ რომელი პროდუქტები იქნებოდა პირველ რიგში ყველაზე სწრაფად განსავითარებელი და რომელი იქნებოდა მოკლე, გრძელვადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში გასაკეთებელი. მოკლევადიან პერიოდზე აქცენტები ჯანმრთელობის დაზღვევაზე, ავტომობილების დაზღვევაზე, აგრო დაზღვევაზე, საბანკო გარანტიებსა და ქონების დაზღვევაზე გავაკეთეთ. რა თქმა უნდა, მათი განვითარების დინამიკა და ტენდენცია სხვდასხვანაირია, თვითონ მომხმარებლის სპეციფიკაც  განსხვავებულია, მაგალითად, თუ საბანკო გარანტიებს ყიდულობენ კომპანიები, აგროს ყიდულობენ ფერმერები, ხოლო ავტოდაზღვეას - საქართველოს  ჩვეულებრივი მოქალაქეები. შესაბამისად, ეს პროდუქტები უნდა ყოფილიყო ისე მორგებული და მიწოდებული, რომ ჩვენ  გეგმების შესრულების შესაძლებლობა გვქონოდა, -   აღნიშნა კახაბერ დიასამიძემ. 

 

აღსანიშნავია, რომ ნიუ ვიჟენ დაზღვევაში ყველაზე მეტი ავტომობილია დაზღვეული, რაც, როგორც დიასამიძე აღნიშნავს, ნიუ ვიჟენ დაზღვევის გუნდის ძალისხმევის და სახელმწიფო ტენდერების დამსახურებაა. 

 


კახაბერ დიასამიძის თქმით, მიმდინარე წელი აგროდაზღვევის მიმართულებით საკმაოდ ზარალიანი იყო, რადგან 29 აპრილიდან  ქვეყანაში სეტყვა ინტენსიურად აღინიშნება და ნიუ ვიჟენ დაზღვევაში“ უკვე 2 000-მდე შეტყობინება შევიდა.

 

ჩვენ ყველა შეტყობინებაზე ვახორციელებთ რეაგირებას. ამ წუთას ჩვენი თანამშრომლები დადიან რეგიონებში და ზარალებს აფასებენ. ეს პროცესი მიდის უწყვეტად, დაახლოებით თვე ნახევარია არ გავჩერებულვართ და ამ მიმართულებით საკმაოდ სოლიდური ზარალების გაცხადება მოხდა, რაც დარეგულირდება. - აღნიშნა კახაბერ დიასამიძემ. 

 

რაც შეეხება ჯანმრთელობის დაზღვევას, დიასამიძე ამბობს, რომ ნიუ ვიჟენ დაზღვევა“ სამივე მიმართულებას - სახელმწიფო სექტორს, კერძო სექტორსა და საცალო მიმართულებასაც ემსახურება და პროვაიდერების მხრივ, საქართველოში არსებულ თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულებასთან თანამშრომლობს.  სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია, რომ მომსახურეობა არა პროვაიდერ კლინიკაშიც მიიღოს და შემდეგ ანაზღაურება ნიუ ვიჟენ დაზღვევას“ მოსთხოვოს. 

 

დიასამიძემ საბანკო გარანტიებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ეს პროდუქტი გულისხმობს რამდენიმე ტიპის საბანკო გარანტიის დაზღვევას. ესენია: სატენდერო გარანტია - იმისათვის, რომ კომპანიამ ტენდერში მიიღოს მონაწილეობა, ხელშეკრულების უზრნველყოფის გარანტია, რომელიც გამარჯვების შემდეგ ხელშეკრულებას უზრუნველყოფს და საავანსო გარანტია.

 

სადაზღვეო კომპანიები საზედამხედევლო კაპიტალის ფარგლებში შეზღუდულები ვართ, ოღონდ იქაც რამდენიმე პარამეტრია. არ შეგვიძლია, ერთ სუბიექტზე რისკი ავიღოთ საზედამხედველო კაპიტალის 15%-ზე მეტი, მაგრამ თუ ბენეფიციარი სახელმწიფოა, ჩვენ არ შეგვიძლია, რომ საკუთრ თავზე ერთ მილიონზე მეტი ავიღოთ, ჯამური ოდენობაც კაპიტალზეა მიბმული და მისი ათმაგ ოდენობაა. იქიდან გამომდინარე, რომ კაპიტალი კომპანიის გადამხდელუნარიანობის მაჩვენებელია, ეს რისკებიც პირდაპირ კაპიტალის მოცულობაზეა მიბმული. 

გამომდინარე იქიდან, რომ ეს პროდუქტი საკმაოდ მაღალ რისკებს ატარებს, გარდა იმისა, რომ აუცილებელია გადაზღვევა, ასევე საჭიროა, რომ პრინციპალს უზრნველყოფები ქონდეს ჩადებული, ეს იქნება დეპონირებული თანხა, თუ შესაბამისი ქონებები. თვითონ პოლისის გაცემაც გარკვეულ პროცედურებთან არის დაკავშირებული. თუ სატენდერო თანხა 20 000 ლარამდეა, ამას თვითონ ის სამსახური გადაწყვეტს თავისი პროტოკოლის შესაბამისად, მაგრამ თუ თანხა 20 000 ლარს სცილდება, ერთვება კომიტეტი, რომელშიც შედის  დეპარტამენტის  ხელმძღვანელი, ფინანსური დირექტორი და მე. გვყავს სამეთვალყურეო საბჭოს ერთი წარმომადგენელი. 100 000 ლარამდე გადაწყვეტილების მიღება აღნიშნული შემადგენლობით ხდება, ხოლო თუ რისკი 100 000 ლარს სცილდება, პროცესში სამეთვალყურეო საბჭო სრულად ერთვება, გადაწყვეტილებების მიღება გაფართოებულ კომიტეტზე გვიწევს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ეს ჩვენი მომხმარებლებისთვის არავითარ დისკომფორტს არ წარმოადგენს. ეს ხდება ბექში და ყველაფერი სწრაფად მიმდინარეობს. - აღნიშნა კახაბერ დიასამიძემ.

 

დიასამიძე ფიქრობს, რომ სადაზღვეო ბაზრის განვითარებისთვის საჭიროა ქვეყანაში დაზღვევის კულტურის ამაღლება. მისივე თქმით, დასავლეთის ქვეყნებში დაზღვევის კულტურა მხოლოდ მაშინ განვითარდა, როდესაც ქვეყანაში სავალდებულო დაზღვევა ამოქმედდა.

მაგალითისთვის, ქვეყანაში მილიონ 300 ათასი მანქანაა რეგისტრირებული, აქედან 150 000 სახელმწიფო და კორპორატიული ორგანიზაციების ავტომობილებია. დარჩენილი მანქანების მხოლოდ 8-10%-ია დაზღვეული, ანუ აუთვისებელი ბაზარი ძალიან დიდია და ეს ყველაფერი დაზღვევის კულტურასთან არის დაკავშირებული. იგივე შეიძლება ვთქვათ ჯანმრთელობის დაზღვევის კუთხით. ინდივიდუალური დაზღვევის პოლისები გვაქვს, მაგრამ ჩართულობა პატარაა, ქონების დაზღვევის მიმართულებითაც მცირეა აქტივობა. 

მოსახლეობამ მინდა აღიქვას, რომ როდესაც მას ექნება რაღაც თანხა გადასახდელი, ეს არ იქნება სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული გადასახადი, ამ თანხის უკან ძალიან მაღალი ლიმიტები და რისკები დგას. 

ჩვენი ინფორმაციით, სამედიცინო სავალდებულო დაზღვევის მიმართულებით დაზღვევის ასოციაციასთან ამ ეტაპზე საუბარი არ მიდის. ეპიზოდურად ყოფილა გარკვეული ინიციატივები და მსჯელობა, თუმცა სისტემატიური სახე ამას არ მიუღია და დაზღვევის ასოციაციაში შემავალი ყველა სადაზღვეო კომპანია მოხარული ვიქნებით, თუ მას შესაბამის ფორმას მივცემთ. -  აღნიშნა კახაბერ დიასამიძემ.

 

კახაბერ დიასამიძის თქმით, მოზიდული პრემიის მიხედვით, ნიუ ვიჟენ დაზღვევა 18 სადაზღვევო კომპანიიდან - მეცხრე ადგილზე, ხოლო შედეგების მიხედვით მე-7  ადგილზეა. 

მოგეხსნებათ, რომ სადაზღვეო ბაზარზე დიდი კაპიტალური ცვლილებები ხდება, ჩვენ ვემზადებით სოლვენსი 2-ზე გადასასვლელად. სოლვენსი ორი, ანუ გადამხდელუნარიანობა 2 ბაზარზე დაახლოებით ორ წელიწადში შემოვა და კომპანიებს ადაპტირებისთვის დაახლოებით ორი წელი ექნებათ. 

მე ვფიქრობ, რომ დღეს ის ცვლილება უნდა დავიწყოთ, რაც უამრავ მიმართულებას ეხება, ეს არის პროდუქტები, რისკები, კორპორატიული მმართველობა, კიბერ რისკები და სხვა. ამ ყველაფერს მოკლე  პერიოდში ვერც ერთი კომპანია დაძრავს. - აღნიშნა კახაბერ დიასამიძემ.

 

 თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up