სადაზღვევო ინდუსტრიის მოგება, პრაქტიკულად ბანკების მოგებაა, „არასაბანკო კომპანიები“ კი ჯამურად ზარალზე არიან - რა მოლოდინი აქვს სექტორს კონკურენციის სააგენტოსგან

სადაზღვევო ინდუსტრიის მოგება, პრაქტიკულად ბანკების მოგებაა, „არასაბანკო კომპანიები“ კი ჯამურად ზარალზე არიან - რა მოლოდინი აქვს სექტორს კონკურენციის სააგენტოსგან

access_time2022-12-13 10:00:24

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ბაზარზე არსებული ვითარების და კონკურენტული გარემოს შესწავლის მიზნით, საბანკო დაწესებულებების მიერ, საკრედიტო ურთიერთობების დროს, სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზების/ რეალიზების ბაზრის მონიტორინგი დაიწყო.


საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის ხელმძღვანელი და დაზღვევის კავშირის თანათავჯდომარე არჩილ მორჩილაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ სადაზღვევო კომპანიების ნაწილი ბანკების მიერ სადაზღვევო ბიზნესების ფლობის კანონის დონეზე შეზღუდვის ინიციატივით არაერთხელ გამოვიდა, თუმცა უშედეგოდ.  


„წლებია ვსაუბრობთ ამ პრობლემაზე, რომ ბანკებს და მათთან აფილირებულ კომპანიებს უნდა შეეზღუდოთ აქტივების ფლობა სადაზღვევო კომპანიებში. მაგალითად ყველაზე ნაკლებზარალიან პროდუქტზე, როგორიც არის სესხის აღების დროს მომხმარებლის სიცოცხლის დაზღვევა, 91-92%-ს ფლობენ ბანკთან აფილირებული კომპანიები. ბოლო 3 წლის მონაცემი შევკრიბეთ და ბანკთან აფილირებული სადაზღვევოების მოგება მნიშვნელოვნად მაღალი და ზრდადია. 2021 წელს სექტორის მოგებამ თითქმის 40 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო ბანკთან აფილირებული კომპანიების მოგება 42 მლნ ლარი იყო. სადაზღვევო ინდუსტრიის მოგება, პრაქტიკულად შედგება ბანკების მოგებისგან, არასაბანკო კომპანიები კი ჯამურად ზარალზე არიან, გამონაკლისი არის 2-3 კომპანია, რომლებიც პირდაპირ ზარალზე არ არიან. 



აქ საქმე მხოლოდ მოგებას არ ეხება, პროდუქტით სარგებელი უნდა მიიღოს მომხმარებელმა, მას უნდა აუმაღლდეს დაზღვევის მიმართ ნდობა, წარმოიდგინეთ კომპანიები, რომლებიც არიან ასეთ მდგომარეობაში ან ზარალზე, ან ნულოვან მოგებაზე, ისინი შედარებით შეზღუდულ პროდუქტებს ქმნიან, ნაკლები დაფარვით , ბევრი გამონაკლისით, რაც შემდეგ მოქალაქეებზე მოქმედებს. მომხმარებელმა იყიდა დაზღვევა მაგრამ იქ იმდენი გამონაკლისია, რომ მან ვერ მიიღო სრულფასოვანი მომსახურება, ეს არ ნიშნავს რომ სადაზღვევომ რაღაც დაარღვია, მაგრამ თავად ის, რომ ვერ ანვითარებს თავის პროდუქტს, უფრო მეტ რისკს ვერ იღებს თავის თავზე, ეს აისახება მომხმარებელზე.


 ამ მიმართულებით ყველაფერი კარგად არ არის. ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის შემოღებაზე მიმდინარეობს საუბარი და ეს ბაზარი შესაძლოა დამატებით 400 მლნ იყოს, მაგრამ იქაც ასეთი უკონკურენტო მდგომარეობა თუ გაგრძელდა საქმეს ნამდვილად არ წაადგება.


ჩვენი მოლოდინია, რომ კონკურენციის სააგენტო რეალობას დააფიქსირებს, შემდეგ კი უკვე სახელწიფო უნდა ჩაერიოს და მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილებები“, - ამბობს არჩილ მორჩილაძე.


კონკურენციის სააგენტოს მონიტორინგი - “დაზღვევის კავშირის” მომართვის და საქართველოს ეროვნული ბანკის 2022 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ფინანსური ორგანიზაციების (ბანკების) მიერ სადაზღვევო ბაზარზე კონკურენციის შესაძლო შეზღუდვა კვლავ გამოწვევად რჩება. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, ბაზრის მონიტორინგის პროცესი საქართველოს ეროვნულ ბანკთან და დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურთან ერთად აქტიური კოორდინაციის ფორმატში განხორციელდება.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up