„სადაზღვევო ინდუსტრიის მოგება, პრაქტიკულად ბანკებთან აფილირებული კომპანიების მოგებაა“ - არჩილ მორჩილაძე

„სადაზღვევო ინდუსტრიის მოგება, პრაქტიკულად ბანკებთან აფილირებული კომპანიების მოგებაა“ - არჩილ მორჩილაძე

access_time2022-05-02 15:30:07

სადაზღვევო კომპანიების ნაწილი ბანკების მიერ სადაზღვევო ბიზნესების ფლობის კანონის დონეზე შეზღუდვის ინიციატივით არაერთხელ გამოვიდა. ისინი როგორც მთავრობას, ისე პარლამენტს მიმართავდნენ, ცვლილებები შესულიყო „ბანკების შესახებ კანონში“, რათა კომერციულმა ბანკებმა ახალი ლიცენზიების აღება ვეღარ შეძლონ, ხოლო მათ კი, ვინც უკვე ფლობს სადაზღვევო კომპანიებს, მიეცეთ გონივრული ვადა აღნიშნული აქტივი გაასხვისონ. თუმცა პრობლემა დღემდე აქტუალური და მოუგვარებელია.


საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის ხელმძღვანელი და დაზღვევის კავშირის თანათავჯდომარე არჩილ მორჩილაძე „კომერსანტთან“ სადაზღვევო ინდუსტრიის მოგების განაწილების ბოლო სამი წლის მაჩვენებლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2021 წელს სექტორის მოგებამ თითქმის 40 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო ბანკთან აფილირებული კომპანიების მოგება 42 მლნ ლარი იყო.


„ბანკების მიერ არაპროფილური აქტივების ფლობის პრობლება ყველასთვის ცნობილია და სამწუხაროდ ის დღესაც აქტუალურია.


ბოლო 3 წლის მონაცემი შევკრიბეთ და თუნდაც უკანასკნელი 5 წელი აგვეღო მსგავს შედეგს მოგვცემდა ანუ ბანკთან აფილირებული სადაზღვევოების მოგება მნიშვნელოვნად მაღალი და ზრდადია. რაც შეეხება 2020 წელს პანდემიის წელი იყო და სამედიცინო დაზღვევაზე „ლაივ მიმართვიანობა“ შედარებით ნაკლები იყო შესაძლოა ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ის წელი ცოტა გამონაკლისი აღმოჩნდა, თუმცა როგორც ხედავთ მთელი მოგება ფაქტობრივად ბანკებთან აფილირებული სადაზღვევოების იყო.


აქ საქმე მხოლოდ მოგებას არ ეხება, პროდუქტით სარგებელი უნდა მიიღოს მომხმარებელმა, მას უნდა აუმაღლდეს დაზღვევის მიმართ ნდობა, წარმოიდგინეთ კომპანიები რომლებიც არიან ასეთ მდგომარეობაში ან ზარალზე ან ნულოვან მოგებაზე ისინი შედარებით შეზღუდულ პროდუქტებს ქმნიან, ნაკლები დაფარვით , ბევრი გამონაკლისით, რაც შემდეგ მოქალაქეებზე მოქმედებს. მომხმარებელმა იყიდა დაზღვევა მაგრამ იქ იმდენი გამონაკლისია, რომ მან ვერ მიიღო სრულფასოვანი მომსახურება, ეს არ ნიშნავს რომ სადაზღვევომ რაღაც დაარღვია, მაგრამ თავად ის რომ ვერ ანვითარებს თავის პროდუქტს, უფრო მეტ რისკს ვერ იღებს თავის თავზე, ეს აისახება მომხმარებელზე.



სადაზღვევო ინდუსტრიის მოგება, პრაქტიკულად ბანკების მოგებას ემატება. ამ მიმართულებით ყველაფერი კარგად არ არის. ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის შემოღებაზე მიმდინარეობს საუბარი და ეს ბაზარი შესაძლოა დამატებით 400 მლნ იყოს, მაგრამ იქაც ასეთი უკონკურენტო მდგომარეობა თუ გაგრძელდა საქმეს ნამდვილად არ წაადგება“,
- ამბობს არჩილ მორჩილაძე.


18 სადაზღვევო კომპანიის წმინდა მოგებამ 2021 წელს 39 914 523 ლარი შეადგინა, აქედან 6 კომპანია ზარალზე იყო. რაც შეეხება ბანკთან აფილირებულ სადაზღვევოებს მათი წმინდა მოგება 42 039 866 ლარი იყო.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up