სადაზღვევო კომპანია „ალფას“ გამოწვევები და სამომავლო გეგმები

სადაზღვევო კომპანია „ალფას“ გამოწვევები და სამომავლო გეგმები

access_time2022-06-09 17:00:36

ალფა დაზღვევა 2009 წლის 2 ივნისს, საქართველოს ერთ–ერთი უმსხვილესი სამედიცინო ჰოლდინგი – ავერსის მიერ დაფუძნებული კომპანიაა.  ავერსი ალფას 100%–იანი წილის მფლობელია.


თუ როგორ  ვითარდებოდა  წლების  მანძილზე ალფა დაზღვევა, რა სიახლეები დაინერგა და  რა  სამომავლო გეგმები აქვს  კომპანიას ამის  შესახებ  რადიო“კომერსანტის“ გადაცემაში “დაზღვევის დრო გიორგი  ჩაჩუასთან ერთად“  ალფას გენერალურმა დირექტორმა აკაკი ლომაურმა და კომპანიის მარკეტინგის დირექტორმა მარიკა ომანიძემ ისაუბრეს.


 

როგორც აკაკი ლომაურმა აღნიშნა, მაშინ როდესაც ალფა დაზღვევა  დაფუძნდა, ფუნქციური  დატვირთვა სახელმწიფო ჯანმრთელობის პროგრამაზე მოდიოდა და კომპანია  ჯანმრთელობის დაზღვევის კუთხით ძალია ბევრი ბენეფიციარი ჰყავდა და მისი მთავარი პორტფელიც ეს იყო. თუმცა წლებთან ერთად კომპანიამ დაზღვევის  სპექტრი გააფართოვა და მას  ავტო დაზღვევა, ქონების დაზღვევა, ტვირთების დაზღვევა და სხვა პროდუქტები დაემატა. დღეს ალფა დაზღვევა ბაზარზე რამდენიმე  ფილიალით  არის  წარმოდგენილი, მათი ძირითადი ნაწილი თბილისში ხოლო დანარჩენი ბათუმსა და აღმოსავლეთ  საქართველოშია  გადანაწილებული, მარიკა  ომანაძის  თქმით კომპანია ოფიციალური ხელშეკრულებით 200–ზე მეტ ადამიანს  ასაქმებს მათმა დიდმა  ნაწილმა მუშაობა კომპანიის  გახსნისთანავე დაიწყო და დღემდე აქტიურად არის ჩართული.


კომპანიამ  განვითარებისთვის ახალი ეტაპი, რებრენდინგი დაიწყო, როგორც ალფას მარკეტინგის დირექტორმა მარიკა  ომანიძემ აღნიშნა რებრენდინგის პროცესამდე  გუნდმა  ბაზრის  კვლევა დაიწყო და იპოვა ადგილი თუ სად არის მომხმარებლის თვალში კომპანია პოზიციონირებული და  სად  სურს მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში ყოფნა.

“აქედან  გამომდინარე  სტრატეგიულ ბრენდინგზე მუშაობა დავიწყეთ და გამოიკვეთა ძალიან საინტერესო რამ, რომ ალფას არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებს  ერთი რამ აერთიანებთ,  ისინი ძალიან  ბევრ  შრომობენ. იღვწიან საკუთარი  დიდი  და  პატარა  მიზნებისთვის და ყველაფერს  აკეთებენ,  რომ  ამ  მიზნებს  მიაღწიონ და  ჩვენ არ გვინდოდა, რომ  ამ ადამიანების  ცხოვრებაში  გადამეტებული  პასუხისმგებლობა  აგვეღო და გვეთქვა, რომ  მათ  ნაცვლად  რაღაცას ჩვენ  გავაკეთებთ,  ჩვენ  გადავწყვიტეთ მათთვის  გვეთქვა, რომ მათ  თავიანთი მიზნებისკენ  სწრაფვა  უნდა  გააგრძელონ და  თუ  ცხოვრების  გზაზე  რამე დაბრკოლება შეხვდებათ, ალფა მისი სხვადასხვა  სადაზღვევო პროდუქტით  იქნება ის  ინსტრუმენტი, რაც მათ  მიზნისკენ  სწრაფვაში დაეხმარება. სწორედ  აქედან  ფორმირდა ბრენდის სლოგანი რომ რაც არ უნდა მოხდეს  ხელს არაფერი შეგიშლის.


სტრატეგიული ბრენდინგის  ჩამოყალიბებისა და  ბრენდის  სლოგანის  შემდეგ,  ჯერი  მიდგა  უშუალოდ  ვიზუალური  იდენტობის  შექმნაზე,  ჩვენი მიზანი  იყო  ის,  რომ  ჩვენი  იდენტობა  ყოფილიყო,  თანამედროვე, მინიმალისტური და  ყველა სამიზნე  აუდიტორიაზე მორგებული,  სწორედ  ამიტომ  გადავწყვიტეთ, რომ ახალ  ლოგოში  გამოგვეყენებინა სიმბოლო და “ალფას“  წაწერა , მნიშვნელოვანია ის, რომ  გავაკეთეთ  ალფას  როგორც  ქართული  ისე  ინგლისური ვერსია და  ორივე   შემთხვევაში ალფას  ტოპოგრაფი  გაკეთებულია  სპეციალურად  ჩვენი ბრენდისთვის და არის  უნიკალური. ამოვედით  ოქროს  კვეთიდან და  შევქმენით  სიმბოლო, სადაც უნივერსალურად არის ადამიანი  გამოხატული. ჩვენი მთავარი ღირებულება არის  ადამიანი და  ადამიანის  მიზნები,  სწორედ ამიტომ გვინდოდა  გვეჩვენებინა ადამიანის  სილუეტი  ჩვენ  სიმბოლოში,  გარდა ამისა  შორიდან  თუ  დავაკვირდებით  ალფას  სიმბოლოს  არის  ლათინური  A - ს  გამოხატულება და  გვერდიდან  თუ  შევხედავთ არის  ქართული ასო ბგერა  ა - ს მოხაზულობა. მნიშვნელოვანია  ისიც, რომ  უნივერსალური  ლოგოს  გარდა  გვინდოდა  რომ  თითოეული  პროდუქტისთვის  გაგვეკეთებინა ქვებრენდები, ძირითადი ლოგოს ვარიაციები და  სწორედ  ამიტომ  აქ  შემოვიტანეთ  სხვადასხვა  ფერი და  ეს  ცენტრალური ნაწილი, რაც  ადამიანის  თავია  სხვადასხვა  ფერისაა და  შესაბამისად  ყველა  პროდუქტს  აქვს  შესაბამისი  ფერი“. - აღნიშნა მარიკა ომანიძემ. 



კომპანიის დირექტორმა არსებულ გამოწვევებზეც  ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომპანიის მიზანი სამართლიანი გარემოს შექმნაა,  რაც  იმას  ნიშნავს  რომ  ყველამ  როგორც   კლიენტებმა  ასევე  თანამშრომლებმა  იცოდნენ, რომ მომხმარებლის  მომსახურება სამართლიან მიდგომას მოიაზრებს და მაშინ  როცა ადამიანს დაზღვევა  სჭირდება, მას  ხელოვნური ბარიერები არ უნდა  შეექმნას. 


აკაკი ლომაურმა პანდემიის დროინდელი პერიოდიც შეაჯამა და აღნიშნა, რომ პირველ ლოკდაუნამდე რამდენიმე დღით  ადრე ალფამ თანამშრომლები დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანა და ისინი  უწყვეტ  რეჟიმში აგრძელებდნენ მუშაობას.


“პანდემიის პერიოდში სრული სერვისი დისტანციურ რეჟიმზე გვქონდა გადატანილი და  დღეს  მეტნაკლებად  ამ  სტატუს–კვოს  ვინარჩუნებთ,  თუმცა რაც  მნიშვნელოვან  საკითხად  მინდა  გამოვყო, რომ მალე  ჩვენ ვაპირებთ  მობილური  აპლიკაციის  დანერგვას,  რაც  მომხმარებელს  შესაძლებლობას  მისცემს, რომ თავიანთი  სმარტფონებით მიიღონ  სერვისები, თუმცა  დღესდღეობით გვაქვს  ვებ ვერსიები,  გვაქვს  ოჯახის ექიმებთან თუ პირად მენეჯერებთან აუდიო და ვიდეო  კონსულტაციები და  სხვადასხვა დისტანციური სერვისები.


ჩვენი მთავარი გამოწვევა არის ის , რომ მობილური  და ვებ  აპლიკაციები  გახდეს უფრო  მობილური და  კლიენტმა  შეძლოს, დისტანციური ანგარიშგება.  ნახოს  რა  ლიმიტები  აქვს  გახარჯული და  ა.შ. და  თვალი ადევნოს სიახლეებს და  ახალი პროდუქტების  შესახებ  ინფორმაციებს.  ასევე   თვალი ადევნოს  საკუთარ  პაკეტებს დ  აკონტროლოს  ფინანსები და  შესაძლებლობები“. - აღნიშნა აკაკი ლომაურმა. 


რაც შეეხება  გამოწვევებს ლომაურის თქმით გამოწვევები როგორც გლობალური, ასევე ლოკალურია, აკაკი ლომაური იმედოვნებს, რომ მალე ამოქმედდება კანონი, რომელიც სავალდებულო პასუხისმგებლობის დაზღვევას გულისხმობს.


“ ეს დიდწილად ააშორებს დისკომფორტს ბევრ ადამიანს  და ქვეყანას როგორც  ეკონომიკურ  ასევე  შინაარსობრივ განვითარებაში დაეხმარება, გვინდა ამ პერიოდისთვის  მოვემზადოთ. რაც  შეეხება  ალფასთან დაკავშირებულ  საკითხებს გასულ წელს  მიზნად  დავისახეთ  საცალო და კორპორატიული  პორტფელით  ჩვენი  ბაზრის წილის  ზრდა. მაგალითად  საცალო  სექტორში  ჩვენი  მიმდინარე  წლის  დაბიუჯეტებული  ზრდა მოიაზრებს  დაახლოებით  25%  იან  მატებას,  რასაც  საკმაოდ  კარგად  მივყვებით  და  ბიუჯეტი  სრულდება  ამ  თვალსაზრისით  ,  ხოლო  კორპორატიულ  ნაწილში კიდევ  უფრო  გავკადნიერდით და  გასულ წელთან  შედარებით  დაახლოებით  35%  იანი  ზრდა  გვქონდა  და აქ  უფრო  კარგად  არის  სიტუაცია და ჩვენი  კორპორატიული  პორტფელი  იზრდება,  რასაც  ვუკავშირებთ  იმ  ცვლილებებს რაც  გავატარეთ  როგორც მომსახურების, ისე რებრენდინგისა  და  სხვა  სერვისების  განვითარების  თვალსაზრისით.


ახლა  ჩვენთვის  უმთავრესია  შევძლოთ  ჩვენი  გეგმების  რეალიზება. ეს  ეხება  პროდუქტებს  რომლებსაც  ეტაპობრივად დააანონსებთ.“ -  აღნიშნა აკაკი ლომაურმა.



თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up