2021 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ (პირდაპირი დაზღვევის საქმიანობის მიხედვით) გამომუშავებულმა პრემიამ (ბრუტო) 705.6 მლნ. ლარი შეადგინა, საიდანაც 39.2 პროცენტი სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდის, 16.0 პროცენტი - ქონების დაზღვევაზე, 8.5 პროცენტი - სიცოცხლის დაზღვევაზე, 5.8 პროცენტი - სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, 2.0 პროცენტი - უბედური შემთხვევის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი (28.5 პროცენტი) სხვა სახის დაზღვევაზე ნაწილდება.
საქსტატის ინფორმაციით, 2021 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ დამდგარი სადაზღვევო ზარალი (ბრუტო) 425.2 მლნ. ლარით განისაზღვრა, რომლის 56.5 პროცენტი სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდის, 8.7 პროცენტი - ქონების დაზღვევაზე, 7.1 პროცენტი - სიცოცხლის დაზღვევაზე, 3.4 პროცენტი — სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, 0.1 პროცენტი - უბედური შემთხვევის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი (24.2 პროცენტი) სხვა სახის დაზღვევაზე ნაწილდება.