სადაზღვევო პრემიის თანაფარდობა საქართველოს მშპ-სთან 2%-ს არ აღემატება

სადაზღვევო პრემიის თანაფარდობა საქართველოს მშპ-სთან 2%-ს არ აღემატება

access_time2021-11-02 11:00:58

საქართველოში დაზღვევაზე მშპ-ის  მხოლოდ 2% იხარჯება. კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდული ფულადი პრემია საშუალო მსოფლიო დონეს 4-ჯერ ჩამორჩება. როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ,,კომერსანტთან“ განმარტავს, ეკონომიკური განვითარების დონით თუ ჩამორჩენა 10-12%-ის ფარგლებშია, დაზღვევის სეგმენტში გაცილებით რთული სიტუაციაა, რაც დაზღვევის აბსოლუტურად ყველა სეგმენტს ეხება.



ფაქტია, რომ სექტორი რეალურად ვერ იზრდება და ვერ ვითარდება. მიზეზი, როგორც სტატისტიკოსი აღნიშნავს, საზოგადოებაში დაზღვევის კულტურის დაბალი დონეა, რაც დიდი გამოწვევაა ქვეყნისთვის.



ამ მხრივ საინტერესოა სტატისტიკა, რაც სადაზღვევო ბაზრის განვითარების დონეს გლობალურ ჭრილში წარმოაჩენს.



კერძოდ, როგორც სტატისტიკოსი განმარტავს, 2020 წლის მდგომარეობით, სადაზღვევო პრემიის თანაფარდობა მშპ-სთან, საშუალოდ მსოფლიოში  7.4%-ის დონეზეა.  მოსახლეობის ერთ სულზე ეს არის 809 აშშ დოლარი, აშშ-ის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი  7 673 დოლარს შეადგენს, რაც მშპ-ის 12,0%-ია.



რაც შეეხება საქართველოს, როგორც აღვნიშნეთ, მშპ-ში დაზღვევის წილი  2.0%-ს შეადგენს, რაც ერთ სულ მოსახლეზე 84 აშშ დოლარია.




,,ცხადია, ამ სტატისტიკაში საყოველთაო სახელმწიფო დაზღვევა არ იგულისხმება. ეს არის სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდული პრემია, ყველა სახის კერძო დაზღვევის ჯამური მაჩვენებელი. ბოლო წლების განმავლობაში მცირე ზრდას აქვს ადგილი, მაგრამ ჯერჯერობით არადამაკმაყოფილებელია. თუ შევადარებთ ეკონომიკური განვითარების დონეს, სადაზღვევო ბაზარი საშუალო მსოფლიო და მოწინავე ქვეყნებთან შედარებით, უფრო ჩამორჩენილია. ეკონომიკური განვითარების სიდიდით 10-12%-ით ჩამოვრჩებით საშუალო მსოფლიო დონეს, ხოლო სადაზღვევო ბაზრის სიდიდით დაახლოებით 4-ჯერადი ჩამორჩენაა. მართალია, რეგიონში ცოტა უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, მაგრამ რამდენიმე მეათედი პროცენტით წინ ყოფნა დიდად არაფერს ნიშნავს, ჩვენ ორიენტაცია უნდა ავიღოთ სადაზღვევო ბაზრის ტრადიციების მქონე ქვეყნებთან, როგორიცაა ევროპული და ჩრდილო ამერიკული ბაზარი. არა მარტო ეკონომიკური განვითარების დონით, არამედ სადაზღვევო კულტურის განვითარების პროცესიც უნდა გააქტიურდეს“, - აცხადებს სოსო არჩვაძე.



დარგში არსებულ გამოწვევებზე საუბრობენ დაზღვევის ინდუსტრიაშიც. სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი, რომლის განცხადებითაც, საქართველო ფაქტობრივად ერთადერთი ქვეყანაა,  სადაც არც ერთი ტიპის დაზღვევა არ არის სავალდებულო.



,,პრობლემა საკანონმდებლო დონეზეა, სერიოზული პრობლემის წინაშე ვართ.  დარგს არანაირი ყურადღება არ ექცევა. თვით მთავრობა ვერ ხედავს ამის საჭიროება, დაზღვევის არც ერთი სეგმენტი არ გვაქვს სავალდებულო, რაც დაბალ კულტურაზე მეტყველებს. 30 წელიწადში შეიძლებოდა კულტურა რაღაც დონეზე  განვითარებულიყო, ამას ხელს უწყობს სადაზღვევო ურთიერთობებში მონაწილეობა, რის ძირითადი ინსტრუმენტი არის სავალდებულო დაზღვევები, რისკების სამართავად იყენებს მთელი მსოფლიო. ჩვენთან კი მიშვებულია ნებაზე. კომპანიები იბრძვიან, მაგრამ არაფერი გამოდის, რეალურად უნარი მეტი აქვთ, ვიდრე ბაზარი და შესაძლებლობებია. რეალურად დაზღვევა არ თამაშობს  მნიშვნელოვან როლს საქართველოს ეკონომიკაში, სისტემური პრობლემაა“, - აცხადებს ,,კომერსანტთან“ ხეჩინაშვილი და დასძენს, რომ  ავტომფლობელების სამოქალაქო პასუხისმგებლობის ე.წ. მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედების შესახებ კანონპროექტი გვიანდება.



ამ დროს, როგორც ხეჩინაშვილი აღნიშნავს, ავტოდაზღვევა ერთ-ერთი ძირითადი  მიმართულებაა, რომელზეც პირდაპირ არის დამოკიდებული სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარება.



შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად 2018 წლის ბოლოს შევიდა, თუმცა კანონმდებლების ყურადღება ჯერჯერობით ვერ მიიპყრო.



,,სავალდებულო ავტოდაზღვევის შემოღებამდე მდგომარეობის გამოსწორება შეუძლებელია. ახლა ინდუსტრია გაძლებაზეა, რომ ამ კრიზისულ ვითარებას თავი დააღწიოს. აშკარაა, რომ ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელსაც ჩვენი ბიზნესის 50%-ზე მეტია უკავია, უკვე აღარ არის მომგებიანი შეიძლება ითქვას, რომ მოგება-წაგების ზღვარზეა. ვცდილობთ, რომ ინტენსიურ და კონკურენტულ გარემოში პოზიციები შევინარჩუნოთ და გავზარდოთ კიდევაც, ამისთვის კი ახალი პროდუქტების შეთავაზება ბაზრისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ყოველ წელს ველოდებით, რომ ავტომობილების მფლობელთათვის სავალდებულო ავტოდაზღვევა ამოქმედდება, როგორც ეს მთელ მსოფლიოშია. კანონპროექტი პარლამენტში შეტანილია და იმედია, წელს განიხილავს. ჩვენი ინდუსტრიის განვითარების პერსპექტივა ამაზეა დამოკიდებული“, - ამბობს დევი  ხეჩინაშვილი.



რაც შეეხება უკვე დაზღვეული მანქანების მოცულობას, არსებული მონაცემით, საქართველოში თითქმის 1,5 მილიონი მანქანაა რეგისტრირებული და აქედან, როგორც ხეჩინაშვილი აღნიშნავს, მხოლოდ 80 ათასია დაზღვეული ანუ 5-6%-ის ფარგლებში. 



რაც შეეხება ჯანმრთელობის დაზღვევის სეგმენტს, 650 000 ადამიანია დაზღვეული, აგროდაზღვევის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 221 000 ერთეულს შეადგენს.


მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up