„სადაზღვევო სექტორი არ იზრდება, 40-მილიონიანი მოგება ძირითადად კურსთა შორის სხვაობით არის გამოწვეული“ - ნინო კობახიძე

„სადაზღვევო სექტორი არ იზრდება, 40-მილიონიანი მოგება ძირითადად კურსთა შორის სხვაობით არის გამოწვეული“ - ნინო კობახიძე

access_time2022-04-06 10:00:48

2021 წლის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მოგებამ 172 მილიონი ლარი შეადგინა, წმინდა მოგებამ კი 39,9 მილიონი ლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 16%-ით არის შემცირებული. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 12 თვეში სადაზღვევო ბაზრის წმინდა მოგებამ 47.6 მილიონი ლარი შეადგინა.


სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას” გენერალური დირექტორი ნინო კობახიძე კომპანიების წმინდა მოგების შემცირების მიზეზებს „კომერსანტთან“ განმარტავს.


„სადაზღვევო ბაზარი არ იზრდება. არ არის მზარდი არც კორპორაციული ბაზარი, საცალო გაყიდვების კუთხითაც ინტერესი ძალიან დაბალია გამომდინარე იქიდან, რომ სამედიცინო დაზღვევა არ არის პოპულარული, რადგან სახელმწიფო დაზღვევა ფარავს კერძო სადაზღვევო კომპანიების პროდუქტს, თუ ადამიანს კერძო დაზღვევა აქვს, ვარდება სახელმწიფო დაზღვევიდან, ეს კი ბარიერს ქმნის. რაც შეეხება არსებულ პორტფელებს, ფასები არ იზრდება. სახელმწიფო, რომელიც არის შემსყიდველი, ცდილობს შეამციროს ფასი და არ გაზარდოს.



ეს 40 მილიონის მოგება, რაც წერია, ძირითადად კურსთა შორის სხვაობით არის ხოლმე როგორც წესი გამოწვეული, დეპოზიტები დოლარში თუ ვინმეს აქვს განთავსებული. ზოგადად სადაზღვევო სექტორის მოგება მიზერულია, ახალი კორპორაციული კლიენტები არ გვყავს, ბაზარი არ იზრდება და კოვიდის ფონზე ეს მინიმალურიც გვიკვირს. კოვიდ პანდემიამ სადაზღვევო ინდუსტრიას თავისი დაღი დაასვა და ბიზნესებმა, რომლებიც პანდემიამ ყველაზე მეტად დააზარალა, შეამცირეს სადაზღვევო პრემიები. სიმართლე გითხრათ, უფრო დიდ შემცირებას ველოდი“, - აცხადებს ნინო კობახიძე.


2021 წლის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 772,7 მილიონი ლარი. ბოლო მონაცემებით, სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 985,4 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 324,1 მილიონ ლარს. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიების აქტივები - 915.8 მილიონ ლარს, კაპიტალი კი 279.1 მილიონ ლარს შეადგენდა.


თეგები:
დაზღვევა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up