სადაზღვევო სექტორის საქმიანობის შედეგები

სადაზღვევო სექტორის საქმიანობის შედეგები

access_time2021-06-19 12:00:03

რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „დაზღვევის დრო“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ირაკლი თუთარაშვილმა სადაზღვევო სექტორის საქმიანობის შედეგებზე და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობაზე ისაუბრა.

 

ირაკლი თუთარაშვილმა 2020 წელი შეაჯამა და აღნიშნა, რომ მიუხედავად პანდემიისა, 2020 წელს სექტორის მოზიდული სადაზღვევო პრემიები  7%-მდეა გაზრდილი, ხოლო რაც შეეხება მოგებას, ის 89%–ით არის გაზრდილი და 48 მილიონ ლარს შეადგენს. თუთარაშვილი აღნიშნავს, რომ მოგების ზრდა სხვადასხვა მიზეზებით არის გამოწვეული.


„როგორც ვიცით, გარკვეული პერიოდი სამედიცინო დაწესებულებებში გეგმიური ოპერაციები არ კეთდებოდა, რამაც შესაბამისად დამდგარი ზარალი შეამცირა, ასევე გარკვეული შედეგი გამოიღო ვალუტის გაუფასურებამ, როგორც ვიცით სადაზღვევო კომპანიებს, როგორც აქტივები ისე ვალდებულებები უცხოურ ვალუტაშიც აქვთ. რა თქმა უნდა პანდემიამ გავლენა ყველა ბიზნესზე მოახდინა, მაგრამ სექტორი როგორც ფინანსურად, ასევე ადამიანური რესურსების თვალსაზრისით მომზადებული შეხვდა და საკმაოდ ეფექტურად გაართვა თავი არსებულ გამოწვევებს.

 

რაც შეეხება 2021 წლის პირველ კვარტალს ირაკლი თუთარაშვილი აღნიშნავს, რომ მოზიდული პრემია დაახლოებით 10%-ით არის გაზრდილი  და 233 მილიონ ლარს შეადგენს.


მართალია 10%-იანი ზრდა მცირეა, მაგრამ 2020 წლის პირველ კვარტალში სანამ პანდემია დაიწყებოდა საკმაოდ დიდი ზრდა იყო, ხოლო პანდემიის პირობებში 10%-ზე მეტ ზრდაზე საუბარი რთულია, თუმცა მოზიდული პრემიების თვალსაზრისით ვფიქრობ რომ წელს სადაზღვევო ბაზარი საკმაოდ გაიზრდება, იმედი მაქვს რომ უახლოეს მომავალში საზღვრები სრულად გაიხსნება და სექტორს დამატებით შემოსავალს მოუტანს, როგორც სამოგზაურო დაზღვევის, ასევე ტურიზიმთან დაკავშირებული სხვადასხვა პროდუქტების ნაწილში, რადგან აღნიშნული საკმაოდ მომგებიანი პროდუქტებია.

თუმცა მიუხედავად მოზიდული პრემიების ზრდისა შემცირებულია კომპანიების წმინდა მოგება. აღნიშნულის ერთ-ერთი ძირითადი გამომწვევი მიზეზია 2020 წელს მობილობის შემცირების ეფექტის ასახვა პირველ კვარტალში.

მაგალითად, ჯანმრთელობის დაზღვევაში, პანდემიის პერიოდში წლიური ზარალიანობა 79%-ს შეადგენდა, დღეს ეს მაჩვენებელი გაიზარდა და 85%-ს შეადგენს, აღნიშნული მაჩვენებელი მხოლოდ დამდგარ ზარალებს მოიცავს და არ შეიცავს ადმინისტრაციულ ხარჯებს.

ასევე პირველ კვარტალში მოგების შემცირებასთან დაკავშირებით მინდა გავამახვილო ყურადღება კურსის ფაქტორთან, 2020 წლის პირველი კვარტლის მოგებაში ძალიან დიდი წილი ეჭირა კურსთა შორის სხვაობას, ხოლო მიმდინარე წელს აღნიშნული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირებულია, - აღნიშნა ირაკლი თუთარაშვილმა.

 

მისი განმარტებით, საქართველოში არსებული 18  სადაზღვევო კომპანიიდან  2021 წლის პირველ კვარტალში 14  კომპანია იმყოფებოდა მოგებაზე, ხოლო ოთხმა კომპანიამ მცირე ზარალით დაასრულა პირველი კვარტალი. ამასთან სადაზღვევო სექტორის მოგების 70% სამ მსხვილ კომპანიაზე მოდის. მისივე თქმით ყველაზე პოპულარული პროდუქტი ბაზარზე ჯანმრთელობის დაზღვევაა და ამ მიმართულებით დაზღვეულთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ასევე, ბოლო წლებში ავტომობილების დაზღვევის მიმართულებაც განვითარდა.  მართალია 2020 წელს მცირე  ჩავარდნა იყო რაც მობილობის შემცირებით იყო გამოწვეული თუმცა იგი აღნიშნავს, რომ 2021 წლის კვარტალში მოქმედი პოლისების მიხედვით მაჩვენებელი საკმაოდ  გაიზარდა.


 

„რაც შეეხება პროდუქტების გადანაწილებას, პირველ კვარტალში პორტფელის შედარება არასწორ სურათს გვაძლევს. მაგალითად, პირველ კვარტალში ჯანმრთელობის დაზღვევის წილი 50%-ზე მეტია, ავტომობილების დაზღვევის წილი მნიშვნელოვნად აღემატება ქონების დაზღვევას, რაც აიხსნება იმით, რომ როგორც წესი, სახელმწიფო ორგანიზაციები და მსხვილი კომპანიები კონტრაქტებს წლის ბოლოს აფორმებენ და დაზღვევის პერიოდი იანვრიდან იწყება. შესაბამისად, უმჯობესია, რომ შევხედოთ წლიურ ჭრილში. 2020 წლის განმავლობაში მოზიდული პრემიების 40%-ს ჯანმრთელობის დაზღვევის პრემია შეადგენდა, ავტომობილების  დაზღვევის პრემია 17%-ს,  ხოლო ქონების დაზღვევის პრემია 16%-ს. 2020 წელს მესამე პირის წინაშე  პასუხისმგებლობის  დაზღვევის პრემია პანდემიიდან გამომდინარე შემცირებულია 30%-ით და მისი წილი ბაზრის მხოლოდ 6%-ს შეადგენს“.

 

გადაცემაში ირაკლი თუთარაშვილმა ასევე ისაუბრა სადაზღვევო სფეროს ძირითად საზედამხედველო ნორმებზე, კერძოდ, სადაზღვევო კომპანიების კაპიტალის მინიმალურ ოდენობის მოთხოვნაზე, რომელიც დღეის მდგომარეობით 4.2 მილიონ ლარს შეადგენს და 2021 წლის 31 დეკემბრისათვის 7.2 მილიონ ლარამდე უნდა გაიზარდოს. ასევე გადახდისუნარიანობის მარჟის და საზედამხედველო კაპიტალის თანაფარდობაზე, რომელიც სადაზღვევო კომპანიის გადახდისუნარიანობის ერთ- ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. მისი განმარტებით აღნიშნული მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება რაც სექტორის მდგრადობაზე მიუთითებს.

„მაგალითისთვის 2016 წელს ეს თანაფარდობა იყო დაახლოებით 112%, წლიდან წლამდე ეს თანაფარდობა იზრდებოდა და დღეს სადაზღვევო კომპანიების საზედამხედველო კაპიტალი დაახლოებით 190%-ით აღემატება იმ კაპიტალს რაც მათ გადახდისუნარიანობის მარჟით მოეთხოვებათ“.

თუთარაშვილმა გადაზღვევის  მექანიზმზე  და ამ მიმართულებით სამსახურის მიერ მიღებულ რეგულაციაზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ 2 წლის წინ სამსახურმა აღებულ ვალდებულებასა და საზედამხედველო კაპიტალს შორის თანაფარდობის მოთხოვნა შემოიღო, რომლის მიზანია, რომ ერთმა დიდმა სადაზღვევო შემთხვევამ უარყოფითი ზეგავლენა არ მოახდინოს სადაზღვევო კომპანიების გადახდისუნარიანობაზე. აღნიშნული ნორმატიული აქტით სადაზღვევო კომპანიებს მოეთხოვებათ მათი საზედამხედველო კაპიტალის 15%-ზე მეტი რისკი გადააზღვიონ საერთაშორისო გადამზღვეველ კომპანიებში. მისი განმარტებით, სადაზღვევო კომპანიები გადაზღვევის მექანიზმს ძალიან აქტიურად იყენებენ ისეთი დიდი რისკების დროს, რომელიც თან ახლავს ქონების და პასუხისმგებლობის დაზღვევას, ხოლო  ჯანმრთელობის  დაზღვევის სახეობაში როგორც წესი ასეთი ტიპის ოპერაციები არ ხდება.

 

გადაცემაში ირაკლი თუთარაშვილმა ასევე ისაუბრა სადაზღვევო კომპანიების ზედამხედველობის პროცესზე, კერძოდ აღნიშნა, რომ სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლება-მოვალეობაში შედის სადაზღვევო კომპანიების, როგორც დისტანციური შემოწმება, ასევე ადგილზე ინსპექტირება, დეპარტამენტი მოიცავს სამ სამმართველოს:


1. ფინანსური ანგარიშგების და ანალიზის სამმართველო, რომელიც სადაზღვევო კომპანიებისგან ყოველთვიურ რეჟიმში იღებს სხვადასხვა ინფორმაციას, მათ შორის კვარტალურად იღებს სტატისტკურ ინფორმაციას, სადაზღვევო კომპანიების კაპიტალის ოდენობის დამადასტურებელ ცნობებს და ა.შ.. ამ სამმართველოს ფუნქცია არის როგორც კომპანიების დისტანციური ზედამხედველობა, ასევე სტატისტიკის შეგროვება და გამოქვეყნება.


2. ადილზე ინსპექტირების სამმართველოს ფუნქცია არის სადაზღვევო კომპანიების ადგილზე ინსპექტირება, მისი განმარტებით ზედამხედველობის სამსახურის მიერ სადაზღვევო კომპანიების სრული შემოწმება ხდებოდა, თუმცა საერთაშორისო გამოცდილებამ აჩვენა, რომ სრული შემოწმება ნაკლებად ეფექტურია და ზედამხედველობის სამსახური თემატურ შემოწმებაზე გადავიდა.


3. ფულის გათეთრების მონიტორინგის სამმართველო სადაზღვევო ორგანიზაციებში ფულის გათეთრების  მიმართულებით ახორციელებს მონიტორინგს, სამმართველოს ფუნქციაა ამ მიმართულებით როგორც ადგილზე ინსპექტირება ასევე დისტანციური  ზედამხედველობა.

 

მან ისაუბრა გადახდისუნარიანობის 2 სტანდარტზეც, რომლის დანერგვის ვალდებულებაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს. მისი თქმით აღნიშნულ სტანდარტი საკმაოდ კომპლექსური და მოცულობითია, რომლის დასანერგადაც ევროკავშირის ქვეყნებსაც კი რამოდენიმე წელი დასჭირდა და 2016 წლიდან ამოქმედდა. 


აღნიშნულთან დაკავშირებით სამსახურში გვაქვს ევროკავშირის დახმარების პროგრამა,  ე.წ. თვინინგის პროექტი,  სადაც ჩვენი პარტნიორი არის  ესპანეთის  ანალოგიური  საზედამხედველო სამსახური,  რომელთანაც  სისტემატიურად გვაქვს კომუნიკაცია. ასევე  ჩამოდიან  და  გვაცნობენ ახალი სტანდარტის მოთხოვნებს როგორც ზედამხეველობის სამსახურს, ასევე სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებს.  აღნიშნული პროექტის ფარგლებში საჭირო გახდა ახალი კანონის დაწერა, რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა და მისი ამოქმედება ეტაპობრივად იგეგმება.

 

„გადახდისუნარიანობის 2 სტანდარტი შედგება სამი სვეტისგან, თუმცა ვფიქრობ რომ ეტაპობრივად დავიწყოთ და პირველ ეტაპზე კორპორაციული მმართველობის წესები დავამკვიდროთ ე.წ პილარი ორი.  ისეთი ფუნქციები დავნარგოთ და გავაძლიეროთ კომპანიებში, როგორიცაა მაგალითად აქტუარული ფუნქცია, შიდა აუდიტის ფუნქცია, შესაბამისობის ფუნქცია და  ა.შ.  ამის  შემდეგ  შეგვიძლია პილარ  ერთზე ვისაუბროთ, რომელიც მოიცავს გადახდისუნარიანობის კაპიტალის და სადაზღვევო რეზერვების  მოთხოვნებს. პირველი და მეორე პილარის შემდეგ დაგეგმილია მესამე პილარის დანერგვა, რომელიც შეეხება ინფორმაციის საჯაროობას და გამჭირვალობას, ასევე ანგარიშგებებს ზედამხედველობასთან“, – განაცხადა ირაკლი თუთარაშვილმა.

 

თაკო კვაჭანტირაძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up