სადაზღვევო სექტორს წმინდა მოგება უმცირდება. ქვეყანაში მოქმედმა 18-მა სადაზღვევო კომპანიამ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში (იანვარ-მარტი) 4.7 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღო რაც 2.8-ჯერ ჩამორჩება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს, როდესააც კომპანიების წმინდა მოგება 13.5 მილიონი ლარი იყო. მიუხედავად წმინდა მოგების შემცირებისა იზრდება სადაზღვევო სექტორში მოზიდული პრემიის მოცულობა და მან წლის პირველ სამ თვეში 267 მლნ ლარი შეადგინა. გაზრდილია სადაზღვევო მოგების მოცულობაც და მან 42.6 მლნ ლარს მიაღწია. მზარდია აქტივების მოცულობაც - 1.1 მლრდ ლარი.
მოზიდული პრემიის მიხედვით, ბაზრის ლიდერი კვლავ ჯიპიაია - 59.8 მლნ ლარი 3 თვეში; მას მოსდევს იმედი L – 38.9 მლნ ლარით და თიბისი - 35.7 მლნ ლარით. ხუთეულში შედიან - ალდაგი (22.5 მლნ ლარი) და არდი (22.4 მლნ ₾).
წლის დასაწყისში ყველაზე მეტი ზარალის ანაზღაურება ჯიპიაის მოუწია - 21.6 მლნ ლარის მოცულობით. მეორე ადგილზეა თიბისი - 14.7 მლნ ლარის ანაზღაურებით.
წყარო: gbc.ge