2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სადაზღვევო სექტორისთვის ყველაზე ზარალიანი სამედიცინო დაზღვევა აღმოჩნდა.
საქართველოს სადაზღვევო სექტორის დამდგარი ზარალების ოდენობამ სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაში 240,235,704 ლარი შეადგინა. გასულ წელს დამდგარი სადაზღვევო ზარალის ოდენობით „ჯი პი აი“ 67,179,305 ლარით ლიდერობს. მეორეზეა „იმედი L“ 50,996,089 ლარით, ხოლო მესამეზე „არდი“ 32,345,468 ლარით.
სამედიცინო დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 292,614,865 ლარი შეადგინა. ბაზრის ლიდერი ამ შემთხვევაშიც „ჯი პი აი ჰოლდინგია“ 82,221,394 ლარით, მეორე ადგილზეა „იმედი L“ 60,665,974 ლარით, ხოლო მესამეზე „არდი დაზღვევა“ 41,362,630 ლარით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოსახლეობის 17 პროცენტი სარგებლობს კერძო სამედიცინო დაზღვევით, 2021 წლის 12 თვეში კი 637,953 სამედიცინო დაზღვევის პოლისი იყო მოქმედი.
სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის (გარდა სარკინიგზო ტრანსპორტისა) სახეობაში მოზიდულმა პრემიამ კი 133,738,089 ლარი შეადგინა, ხოლო დამდგარმა ზარალმა 82,306,734 ლარი.
სიცოცხლის დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემია 58,681,950 ლარს გაუტოლდა, ხოლო დამდგარმა ზარალმა 30,115,958 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 772,7 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 172,0 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 39,9 მილიონი ლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 16%-ით შემცირებულია, აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 12 თვეში სადაზღვევო ბაზრის წმინდა მოგებამ 47.6 მილიონი ლარი შეადგინა.