სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ჯამური ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 3.0 პროცენტით. აღნიშნულ პერიოდში ფასების ზრდა დაფიქსირდა სადენიან სატელეკომუნიკაციო მომსახურების ჯგუფზე 5.0 პროცენტით, ხოლო სხვა სატელეკომუნიკაციო მომსახურების ჯგუფზე 3.2 პროცენტით.
საქსტატის მონაცემებით, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ჯამური ინდექსი გაიზარდა 2.5 პროცენტით.
აღნიშნულ პერიოდში სადენიან სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე ფასები გაიზარდა 3.7 პროცენტით, ხოლო სხვა სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე ფასები 3.2 პროცენტით.