„სადისტრიბუციოებსა და მაღაზიებს შორის ურთიერთობება საკანონმდებლო აქტით უნდა დარეგულირდეს“

„სადისტრიბუციოებსა და მაღაზიებს შორის ურთიერთობება საკანონმდებლო აქტით უნდა დარეგულირდეს“

access_time2021-06-09 23:00:00

დისტრიბუტორთა ასოციაცია საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს. დოკუმენტის მიზანი სადისტრიბუციო კომპანიებსა და ქსელურ მაღაზიებს შორის ურთიერთობების დარეგულირება იქნება.


როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი განმარტავს, მხარეებს შორის ურთიერთობის ერთ-ერთი პრობლემაა ე.წ ქეშბექის სისტემა. ივა ჭყონიას განცხადებით, მაღაზიები წლიდან წლამდე ზრდიან პროცენტებს, რომელიც გაყიდული საქონელიდან თანხის ნაწილის მარკეტისთვის დაბრუნებას გულისხმობს.


„ქეშბექი ერთ-ერთი კომერციული პირობაა, რომელიც ძირითადად ქსელურ სუპერმარკეტებთან, ჰიპერმარკეტებთან, ზოგადად, ორგანიზებულ ვაჭრობასთან დგას. მათი ეს მოთხოვნა წლიდან წლამდე მზარდია. სამწუხაროდ, ამას ბოლოც არ უჩანს. ეს, პირველ რიგში, მძიმე ვითარებაში აგდებს ადგილობრივ მწარმოებლებს, რადგან მათი რესურსი საკმაოდ შეზღუდულია. საერთაშორისო ბრენდებს ამის საშუალება აქვთ, რადგან მათი გაყიდვები საკმაოდ დიდია. ზოგადად, მათი ბრუნვაც რამდენიმე ათასეულით აღემატება ქართველი მწარმოებლების გაყიდვებს. მაგალითად, ავიღოთ "ბარამბო" და "ფერერო". რა თქმა უნდა, "ფერეროსთვის" გაცილებით მარტივია მაღალი ქეშბექის გადახდა და პირობების დაკმაყოფილება. ეს მსოფლიო ბრენდია. ამ შემთხვევაში, ქართველი მწარმოებლები რომ იგივე პირობაზე გაყვნენ, იძლებულები არიან, ეს გადასახადი ფასში ასახონ. თან ყოველ წელს განახლებული პირობებია. პირობითად, წინა წელს თუ იყო 10%, მომდევნო წელს ითხოვენ 12-13%-ს. ოღონდ, ეს იდეალურ პირობებში. არის შემთხვევები, როდესაც პირდაპირ 20%-საც ითხოვენ. ლარის კურსი არაპროგნოზირებადია, კომუნალური გადასახადები ძვირდება, საწვავზე ფასი კოლოსალურად იზრდება და როდესაც ამ ყველაფერს სუპერმარკეტების ასეთი მოთხოვნები ემატება, მწარმოებლები იძულებულები არიან ეს ხარჯი პროდუქციის თვითღირებულებაზე ასახონ. საბოლოო ჯამში, დახლზე გაძვირებული პროდუქტი გვხვდება“, - აღნიშნავს ჭყონია.


გაერთიანების ხელმძღვანელს მაგალითად საერთაშორისო პრაქტიკა მოჰყავს და ამბობს, რომ საზღვარგარეთ მსგავსი ურთიერთობები ამა თუ იმ საკანონმდებლო აქტებითაც კი რეგულირდება.



„ამ საკითხზე არაერთხელ გვქონია დისკუსია, როგორც კონკურენციის სააგენტოსთან, ასევე პარლამენტთან. არსებობს საერთაშორისო გამოცდილებაც, რომ ამ ორ კერძო სუბიექტს შორის ურთიერთობას გარკვეული კანონი არეგულირებს. საერთაშორისო გამოცდილება ინდივიდუალურად არის მორგებული ყველა ქვეყანაზე. ერთი მოდელი არ არსებობს. ზოგ ქვეყანაში არსებობს ქეშბექის ზღვარი, ზოგ შემთხვევაში შესვლის გადასახადია აკრძალული. ჩვენთან არიან პურის მწარმოებელი კომპანიები, რომლებიც თავისივე რეალიზებული პროდუქციის თანხას 60 დღეში იღებენ. ეს ძალიან მძიმე ვითარებაში აგდებს კომპანიებს. რაღაც ზღვრის დაწესება არასწორი იქნება, თუმცა ასთივე არასწორი მგონია ქეშბექის ალოგიკური თანხების დასახელება. რაც უფრო მეტი იქნება მოთხვნა ქსელური სუპერმაკეტებიდან, იმპორტიორებიც და ადგილობრივი მწარმოებლებიც იძლებულები იქნებიან, ეს ფასში ჩათვალოს.


რაღაცას საზღვარი ყოველთვის უნდა ჰქონდეს. მით უმეტეს, პანდემიის პირობებში, როდესაც როგორც იმპორტიორი, ასევე მწარმოებელი კომპანიები საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით. რა თქმა უნდა, უკეთესი მდგომარეობა არც რითეილ სექტორშია. თუმცა, ოპტიმალური გამოსავალი უნდა მოვძებნოთ და რაღაცაზე უნდა შევჯერდეთ. ქეშბექის პირობების ზრდა ნეგატიურად აისახება საბოლოო მომხმარებელზე. შეტანილ პროდუქციაზე მიმწოდებელს პირდაპირ უწევს ე.წ ქეშბექის გადახდა. ეს არასწორი პრაქტიკაა. თქვენთან პროდუქცია შემომაქვს და პირდაპირ მეუბნებით, რომ ამ შემოტანილი პროდუქციის ქეშბექი გადამიხადე, ოღონდ მე არ ვიცი, ამას გავყიდი, თუ არაო. ჩვენი ასოციაციის შექმნის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ეს არასწორი და მავნე პრაქტიკაც იყო“,- თქვა ჭყონიამ.


დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელის განმარტებით, დღეს კომპანიებს ქსელურ მაღაზიებში პროდუქციის შეტანისთვის არაერთი პირობის დაკმაყოფილება უწევთ. თითოეული მათგანი კი დიდ ფულად სახსრებთანაა დაკავშირებული.


„ერთია ქსელში შესვლის გადასახადი თითოეულ მაღაზიაზე. ასევე, ერთ შტრიხ ქვეშ მოქცეული პროდუქტის დაშვების გადასახადი ერთ მაღაზიაზე, ე.წ ქეშბექი, კომპანიებს მინიმუმ სამ თვეში ერთხელ აქციების ჩატარების ვალდებულებაც აქვთ. გარდა ამისა, არსებობს წლიური ბონუსი. ანუ, რა გეგმაზეც შეთანხმებიდან კომპანია და ქსელური სუპერმარკეტი, თუ ეს გეგმა შესრულდა, დისტრიბუტორმა მას დამატებით 1-1.5% უნდა მისცეს. ესეც მზარდია. კოლოსალური გადასახადებია, რაც კომპანიამ მარჟაში თუ არ ასახა, უბრალოდ გაკოტრდება. მცირე ზომის კომპანიებმა ამას ვერ გაუძლეს და ბაზარი დატოვეს კიდეც“,- აღნიშნა ივა ჭყონიამ.


business-partner.ge



თეგები:
ივა ჭყონია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up