IDFI-ის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, მიხეილ კუკავა აცხადებს, რომ საჯარო მოხელეთა რაოდენობა და ადმინისტრაციული ხარჯები უნდა შემცირდეს.
როგორც მიხეილ კუკავა აღნიშნავს, მთავრობის ზომა და მზარდი ხარჯები, სავარაუდოდ, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეაფერხებს. მისივე განცხადებით, ეს არის წარმოუდგენელი ტვირთი ეკონომიკისთვის იმ დროს, როდესაც წლიდან წლამდე სოციალური გასაცემელები იზრდება.
„პრობლემაა საჯარო მოხელეთა რაოდენობა და არა მათი ანაზღაურება. თუ ეს რაოდენობა შემცირდება, მაშინ ეს იქნება აწევადი ტვირთი ეკონომიკისთვის. დაახლოებით 352 ათასი საჯარო მოხელე ჰყავს საქართველოს. აქ უნდა შევიყვანოთ არა მხოლოდ ცენტრალურ მთავრობაში დასაქმებულები, არამედ სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულები, ააიპ-ების და სსიპ-ების თანამშრომლები“,- აცხადებს მიხეილ კუკავა.
2023 წლის ბიუჯეტის კანონპროექტით, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურებები ₾378 მილიონით იზრდება და ის ₾2.2 მილიარდს მიაღწევს.