საჯარო შესყიდვების სექტორში ახალი წესები ამოქმედდება - რა იცვლება შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის და რა იცვლება ბიზნეს სუბიექტებისთვის

საჯარო შესყიდვების სექტორში ახალი წესები ამოქმედდება - რა იცვლება შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის და რა იცვლება ბიზნეს სუბიექტებისთვის

access_time2023-02-28 10:00:18

2025 წლიდან საჯარო შესყიდვების სექტორში ახალი წესები ამოქმედდება. რას ითვალისწინებს ეს ცვლილება, რა იცვლება შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის და რა იცვლება ბიზნეს სუბიექტებისთვის, ამის შესახებ „კომერსანტის“ დილის ეთერში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ზაზა ნანობაშვილმა ისაუბრა.
ნანობაშვილის თქმით, რეფორმა, რომელიც 2025 წელს უნდა ამოქმედდეს, არსებითად ცვლის პირობებს, როგორც შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის, ასევე ბიზნეს სუბიექტებისთვისაც.


რა იცვლება შემსყიდველი ორგანიზიცებისთვის.
„შემსყიდველი ორგანიზაციისთვის იცვლება ის, რომ 100 ათასი ლარამდე შესყიდვის შემთხვევაში შესაძლებელია, რომ არ შეიქმნას შესაბამისი კომისია და ანიჭებს უფლებამოსილებას, რომ შესყიდვები განახორციელოს სატენდერო კომისიების გარეშე. გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების ხელმძღვანელი და კონკრეტული ერთი პირი, რომელიც იქნება წარმოდგენილი შემსყიდველი ორგანიზაციის ამა თუ იმ დანაყოფიდან.
მეორე, ასევე მნიშვნელოვანი თემა არის ის, რომ შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის სავალდებულო ხდება ბაზრის კვლევის განხორციელება. ახალმა კანონმა ნორმატიულ დონეზე დაგვავალა ბაზრის კვლევა და დაწყებულია ამ კვლებს რეგულაციებზე მუშაობა. ყველაფერი გაწერილი იქნება კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში. შემსყიდველი ორგანიზაცია ამ პროცედურების გავლით განახორციელებს სათანადო მოკვლევას, რაც არის საწინდარი წარმატებული შესყიდვის.
მესამე - 2027 წლიდან სავალდებულო ხდება იმ საჯარო მოხელეების სერტიფიცირება, რომლებიც ამა თუ იმ სახელმწიფო ორგანიზაციაში შესყიდვების მიმართულებით არიან დასაქმებული. სერტიფიკატის გაცემას უზრუნველყოფს შესყიდვების სააგენტო,“ - განაცხადა ზაზა ნანობაშვილმა. მისი თქმით, სერტიფიკატები დღის წესრიგში დადგა იმის გამო, რომ ბევრ შემთხვევაში წარუმატებელი ტენდერების მიზეზი არს შემსყიდველების დაბალი დონე, სერტიფიკატების გაცემა კი მათი დონის და პრესტიჟულობის გაზრდას ემსახურება.
რა იცვლება შავი სიის წარმოების პროცესში.
ჩვენი შავი სიის წარმოება მიესადაგება ევრო დირექტივას. თუ გვქონდა შავ სიაში რეგისტრაციის 1 წელი ეს ვადა იცვლება და ახლა გააჩნია კონკრეტულ სამართალდარღვევას, თუ სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ნიშნები იკვეთება შავ სიაში რეგისტრაცია მოხდება 3 წლით. კონკურენციის წესების დარღვევა, არაკეთილსინდისიერი ქმედება და ა.შ, ამ შემთხვევაში შავ სიაში მოხვდება 2 წლით.
რა იცვლება ბიზნესის მხრივ. აქაც ზაზა ნანობაშვილმა 3 მნიშვნელოვანი ცვლილება გამოყო.
„აქ შემოდის თვითგანწმენდის მექანიზმი. ანუ იმ პირს, რომელიც არის შავ სიაში დადგენილი რეგულაციებით, მაგრამ მან განახორციელა მთელი რიგი ორგანიზაციული, ტექნიკური, ფინანსური ქმედებები, თავისი კეთილი ნების საფუძველზე გამოასწორა ყველა ჩადენილი ცდომილება, მას უფლება ექნება მიმართოს შესაბამის ორგანოს, რომელიც იმსჯელებს და დადგენილი წესით მას ამოიღებს შავი სიიდან, ანუ შესაძლებელია ამ სიიდან ვადაზე ადრეც გამოვიდეს, რაც დიდი შვება იქნება ბიზნესისთვის.


მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით სავალდებულოდ შემოდის ლოტებად დაყოფა, რაც ნიშნავს იმას, რომ შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია კონკრეტული შესყიდვა შესაბამის ლოტებად დაყოს, რაც შანს უჩენს მცირე და საშუალო ბიზნესს მონაწილეობა მიიღონ ისეთ შესყიდვებში, რისი შესაძლებლობაც აქამდე შესყიდვის დიდი მოცულობის გამო არ ეძლეოდათ.

კიდევ ერთი სიახლე ბიზნესისთვის არის ის, რომ ე.წ საინფორმაციო შესყიდვების სისტემის საფუძველზე მათ ექნებათ შესაძლებლობა საქმის კურსში იყვნენ და წინდაწინ მიიღონ ინფორმაცია ყველა იმ დაგეგმილი შესყიდვის შესახებ. ეს საშუალებას მისცემს ბიზნესს უკეთესად მოემზადონ ტენდერებისათვის,“ - აღნიშნა ზაზა ნანობაშვილმა.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up