ქართული ორგანული პროდუქტების მწარმოებლები, რომლებსაც თავიანთი პროდუქტის ამერიკის ბაზარზე გატანა სურთ, ამიერიდან გამარტივებულად შეძლებენ შესაბამისი სერთიფიკატის აღებას.
„კავკასსერტი” აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) აკრედიტებული მასერტიფიცირებელი აგენტი გახდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანული პროდუქციის მწარმოებელი ქართული კომპანიები, რომლებსაც თავისი პროდუქციის ამერიკის ბაზარზე გაყიდვა სურთ, ორგანული პროდუქტის სერტიფიკატის უფრო მოკლე დროში და ნაკლები ხარჯით აღებას შეძლებენ.
შპს „კავკასსერტი“ აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) აკრედიტებული მასერტიფიცირებელი აგენტი USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ინსტიტუციონალური განვითარების გრანტის ფარგლებში გახდა.
„ეს კარგი ამბავია იმ მწარმოებლებისთვისაც, რომლებიც დაინტერესებულნი არიან პროდუქციის ევროკავშირში და აშშ-ში გაყიდვით, რადგან მათ არ მოუწევთ ინსპექტირების ორმაგი ხარჯების დაფარვა“, - ნათქვამია USAID-ის განცხადებაში.