საერთაშორისო არბიტრაჟმა კავკასუს ონლაინის საქმეზე განჩინება მიიღო

საერთაშორისო არბიტრაჟმა კავკასუს ონლაინის საქმეზე განჩინება მიიღო

access_time2022-07-28 21:00:48

მსოფლიო ბანკთან არსებულმა საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრმა (ICSID) საქმეზე “ნასიბ ჰასანოვი საქართველოს წინააღმდეგ” შემაკავებელი განჩინება მიიღო. 2022 წლის 14 ივნისს მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობას აეკრძალა ავტორიზაცია გაუუქმოს კომპანია “კავკასუს ონლაინის”. 





ეს განჩინება 2022 წლის 19 აპრილის განჩინებას მოჰყვა, რომლითაც არბიტრაჟმა უკუაგდო საქართველოს მთავრობის მოთხოვნა და დე-ფაქტო აღიარა ნასიბ ჰასანოვის მოთხოვნა,- ნათქვამია გამოცემა Law.com-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.




Law.com-ის თანახმად, არბიტრაჟმა მხარეებს აცნობა, რომ სარჩელის განხილვის შემდეგი ფაზა ბიზნესმენისთვის მიყენებული ზიანის მოცულობის დადგენაზე იქნება კონცენტრირებული.


ბიზნესმენმა და Neqsol Holding-ის დამფუძნებელმა ნასიბ ჰასანოვმა საერთაშორისო არბიტრაჟში სარჩელი 2020 წელს, კომუნიკაციების კომისიის მიერ კავკასუს ონლაინში სპეციალური მმართველის დანიშვნის გამო შეიტანა. საქმე ისაა, რომ Neqsol-მა კავკასუს ონლაინის მშობელი კომპანია 2019 წელს შეიძინა და მის საფუძველზე ახალი ციფრული დერეფნის განვითარებას გეგმავდა, რომელსაც ევროპა საქართველოს და აზერბაიჯანის, შემდეგ კი კასპიის ზღვის გავლით ცენტრალურ აზიასთან უნდა დაეკავშირებინა, თუმცა კომუნიკაციების კომისიაში მიიჩნევენ, რომ ეს ტრანზაქცია კანონდარღვევით მოხდა, რადგან კომპანიამ წილების გასხვისებამდე ეს ცვლილება მარეგულირებელს არ შეუთანხმა. ამიტომ კომისია ტრანზაქციის ბათილად ცნობას და მის შებრუნებას მოითხოვს. 


2020 წლის ივლისში საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომელმაც კომისიას უფლება მისცა კომუნიკაციების სექტორში მოქმედ კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს. სწორედ ეს კანონი გამოიყენა კომისიამ და 2020 წლის ოქტომბერში “კავკასუს ონლაინში” სპეციალური მმართველი დანიშნა, შედეგად კომპანიის ინვესტორმა მისი კერძო საკუთრების მართვის უფლება დაკარგა.


“კავკასუს ონლაინში” სპეციალური მმართველის დანიშვნა “ნექსოლმა” საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალში გაასაჩივრა.



ჯერჯერობით, არბიტრაჟში საქმის განხილვები არ დასრულებულა, თუმცა ინვესტორი იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავრობა შეიცვლის პოზიციას და ქვეყნის კომუნიკაციების სექტორის განვითარებას ხელს შეუწყობს.




წყარო: bm.ge


თეგები:
ICSID



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up