რა კრიტერიუმით არეგულირებს პოლიცია  მალფუჭებადი საექსპორტო ტვირთების გადაზიდვებს საზღვრებამდე

რა კრიტერიუმით არეგულირებს პოლიცია მალფუჭებადი საექსპორტო ტვირთების გადაზიდვებს საზღვრებამდე

access_time2022-05-13 11:00:24

სატრანზიტო გზებზე პიკური დატვირთვის მართვისას უპირატესობა მალფუჭებადი პროდუქტს ენიჭება. ტრანსპორტის ინტენსიური მოძრაობა წლის ნებისმიერ პერიოდში შეიძლება წარმოიქმნას. ამჟამად საქართველოდან ხილის ექსპორტი აქტიურად მიმდინარეობს, რის გამოც, გზებზე საკმაოდ დიდი ალბათობით, ინტენსიური მოძრაობაა. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გელა ხანიშვილი ,,კომერსანტთან“ ამბობს, ბოლო რამდენიმე წელია, ინფორმაციის გაცვლის ახალი სისტემა მუშაობს და ექსპორტიორებს მათი ტვირთების უსაფრთხო ტრანსპორტირებისთვის მაქსიმალური მხარდაჭერა აქვთ.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“   Telegram-ზე.


,,მალფუჭებადი ტვირთების გადაზიდვისას მანქანებს ენიჭება სპეციალური კოდი, ინფორმაციულ აღრიცხვაში ექცევა და გზებზე მათი მოძრაბისას პატრული უპირატესობას სწორედ ასეთ ტვირთებს ანიჭებს. მაქსიმალურად ვცდილობთ რისკების შემცირებას, რის საშუალებასაც მოგვცემს სატრანსპორტო დერეფანი ამა თუ იმ მომენტისთვი. ამ ეტაპზე უკვე გადის კარტოფილი, მოცვის ექსპორტიც იწყება, მალე ატამი და ვაშლატამა დაემატება. ვცდილობთ, რაც შეიძლება სწრაფად გაიარონ ამ ტვირთებმა დერეფანში. იგივეა, როცა ჩვენ ვაწყობთ ,,ერთი ფანჯრის“ პრინციპს,  რომ ექსპორტიორმა ერთ ადგილზე მიიღოს საბაჟო  თუ სურსათის ეროვნული სააგენტოს ყველა მომსახურება. ამ მხრივ ექსპორტიორებს  მაქსიმალური ხელშეწყობი პირობები ჰქონდათ შარშან და მალფუჭებადი პროდუქციისთვის მიდგომა არც წელს შეიცვლება“, - აცხადებს გელა ხანიშვილი ,,კომერსანტთან“.



მცხეთა–სტეფანწმინდა-ლარსის მარშრუტი, რომელიც საქართველოს რუსეთთან აკავშირებს, ექსპორტისთვის ,,ცხელ წერტილად“ ითვლება. აქ პიკური პერიოდები ხშირად უამინდობას, ან სეზონური პროდუქციის ექსპორტის მოცულობის მკვეთრ ზრდას უკავშირდება. პრიორიტეტული ტვირთების განსაზღვრას და მათი დროული გადაადგილების უზრუნველყოფას ახდენს საპატრულო პოლიცია, რომელიც საგზაო მოძრაობას არეგულირებს. დღეისათვის საექსპორტო პროდუქტების პრიორიტეტულობა მხოლოდ ქვეყნის შიდა საბაჟო ტერიტორიაზე მოქმედებს.

 

მარი ჩიტაია

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up