საერთაშორისო გამჭვირვალობა: რთველზე გამოყოფილ 138–მილიონიანი სუბსიდიის განაწილებისას კორუფციული ტიპის პრობლემები გამოიკვეთა

საერთაშორისო გამჭვირვალობა: რთველზე გამოყოფილ 138–მილიონიანი სუბსიდიის განაწილებისას კორუფციული ტიპის პრობლემები გამოიკვეთა

access_time2022-04-29 13:00:27

2021 წელს მთავრობამ რთველზე ჯამში 138 მილიონი ლარის სუბსიდია გასწია. სუბსიდიის მიზეზად მან ჭარბი მოსავალი და გლობალური პანდემია დაასახელა. აღნიშნულთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ კვლევა მოამზადა. კვლევაში მოცემული ფაქტები ცხადყოფს, რომ რთველის სუბსიდირების პროცესში მთელი რიგი კორუფციული ტიპის პრობლემები იკვეთება, მათ შორის უპირატესობა ენიჭებათ მმართველი პარტიის შემწირველ და მაღალი თანამდებობის პირებთან კავშირში მყოფ კომპანიებს.

 

მოსავლის სუბსიდირებას მთავრობა პირდაპირ ბიუჯეტიდან ახორციელებს, მათ შორის ღვინის სააგენტოს გავლითაც.

 

სუბსიდიის ძირითადი თანხა სახელმწიფოს კუთვნილ შპს „მოსავლის მართვის კომპანიაში ჩაირიცხა. 2021 წელს ამ თანხამ  ჯამში თითქმის 107 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა: მოსავლის მართვის კომპანიამ პირდაპირ ბიუჯეტიდან მიიღო 86,500,000 ლარი, ხოლო დამატებით 20,872,727 ლარი ღვინის სააგენტომ მისცა. ღვინის სააგენტოსგან მიღებული თანხით კომპანიას უნდა ჩაებარებინა როგორც საღი, ისე სეტყვით დაზიანებული ყურძენი, ხოლო 86,500,000 ლარით უნდა გადაემუშავებინა მიღებული მოსავალი, დაესაწყობებინა და ტრანსპორტირება მოეხდინა, აგრეთვე გაესტუმრებინა სასესხო საკრედიტო ვალდებულებები. ამ თანხის მეშვეობით კომპანია აცხადებს გამარტივებულ შესყიდვებსაც და ოპერირებს წლის განმავლობაში.

 

ღვინის სააგენტომ რთველის დაფინანსებაზე ჯამურად 47,447,110 ლარი გასცა. აქედან, როგორც აღვნიშნეთ, 20,872,727 ლარი მოსავლის მართვის კომპანიის ანგარიშზე წავიდა, ხოლო დანარჩენი თანხა - 26,547,383 ლარი - 82 ღვინის მარნის სუბსიდიაზე  დაიხარჯა. ღვინის სააგენტოში სულ 83 ღვინის კომპანია დარეგისტრირდა წინასწარ.

 

მთავრობის 2021 წლის 23 აპრილის #626 განკარგულების თანახმად, შპს „მოსავლის მართვის კომპანიას დაევალა ყურძნის მიმღები პუნქტების აღჭურვა შაქრის ავტომატური მზომი მოწყობილობებით და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მას ამისთვის დამატებით 3,500,000 ლარი ჩაერიცხა.

 

შპს მოსავლის მართვის კომპანია უმეტესწილად გამარტივებულ შესყიდვებს აცხადებს, რომლებსაც ძირითადად ქართული ოცნების მიმართ ლოიალური  კომპანიები იღებენ. ღვინის სააგენტოში სუბსიდირებისთვის რეგისტრირებული 83 კომპანიიდან 31 ეკუთვნის 'ქართული ოცნების მოქმედ ან ყოფილ წევრებს, ან დაკავშირებულია მათთან და მათ ოჯახებთან. ამ 31 კომპანიაზე გაიცა 30,343,512 ლარის ოდენობის თანხა, რაც სუბსიდიის საერთო მოცულობის 22%-ს შეადგენს.

 

კვლევის შედეგად გამოიკვეთა ტენდენცია, რომ სუბსიდიის მიმღები კომპანიები ასევე იღებენ გრანტებს სახელმწიფო პროგრამიდან „აწარმოე საქართველოში, სარგებლობენ შეღავათიანი, ფაქტობრივად უპროცენტო აგროსესხებით და ამავდროულად, პარტია ქართული ოცნების შემწირველები არიან. მმართველი პარტიის სასარგებლოდ 2016-2021 წლების განმავლობაში მათ 3,626,420 ლარი გაიღეს.

 


გამარტივებული შესყიდვები მიიღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებულმა კომპანიებმა: მისი ცოლისძმის, ალექსანდრე თამაზაშვილის შპს „ვაინ  კახეთმა, პარლამენტის უმრავლესობის ყოფილი წევრის, კახეთის ყოფილი გუბერნატორის ირაკლი შიოლაშვილის ღვინის მარანმა, შპს „ქინძმარაულმა  და ყოფილი შსს მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის კომპანიამ - შპს „რთველისმა, ჯამურად  800,000 ლარზე მეტი ოდენობის თანხა მიიღეს.

 

900,000 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა მიიღო 9 დღის დაარსებულმა კომპანიამ, შპს დი ჯი ელმა, რომლის მესაკუთრე თამარ ალუღიშვილი დედოფლისწყაროელი ბიზნესმენის, ნუგზარ ალუღიშვილის ქალიშვილია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნუგზარ ალუღიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის ახლო გარემოცვის წევრი და მისი ბიზნესის ფაქტობრივი განმკარგველია.

 

სუბსიდიის მიმღები 5 მსხვილი კომპანია დაკავშირებულია კომპანია „ბოლერო ენდ კომპანისთან, რომლის ხელმძღვანელი ვახტანგ კარიჭაშვილია. ჯამურად ამ კომპანიებმა მიიღეს 6 მილიონ ლარზე მეტი თანხა. ვახტანგ კარიჭაშვილი, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნეს-პარტნიორია და მასთან ერთად  ფლობს კომპანიას ბრიტანეთში.

 

ჯამურად 2 მილიონ ლარზე მეტი მიიღო სააქციო საზოგადოება „კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანამ და შპს დუგლაძეების ღვინის კომპანიამ. ეს კომპანიები უკავშირდება ზაალ დუგლაძეს, საქართველოს პარლამენტის წევრს ქართული ოცნებიდან.

 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ღვინის კომპანიას იმ შემთხვევაში შეეძლო სუბსიდიის პროგრამაში მონაწილეობა, თუ მევენახისგან ჩაიბარებდა 1000 ტონაზე მეტ ყურძენს. ამ ხელოვნური  ბარიერის გამო, მცირე მარნებმა სუბსიდიით ვერ ისარგებლეს.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობამ საქართველომ“ პრობლემის მოსაგვარებლად რეკომენდაციებიც გასცა.

 

რეკომენდაციები:

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ უნდა შეისწავლოს შპს მოსავლის მართვის კომპანიის მიერ გამოცხადებული გამარტივებული ტენდერები და მოახდინონ მათზე რეაგირება.

 

ასევე უნდა შეისწავლოს ყურძენში შაქრის მზომი მოწყობილობების შესყიდვის გამჭვირვალობა და აუცილებლობა, რადგან გადასახადის გადამხდელებს აღნიშნული ხელსაწყოების შესყიდვა საკმაოდ ძვირი დაუჯდათ.

 

აუცილებელია, რომ თითოეულ გამარტივებულ შესყიდვას ახლდეს ბაზრის კვლევის შედეგები. საჭიროა, შემსყიდველმა - შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ უფრო ცხადად განსაზღვროს ის კრიტერიუმები, რის საფუძველზეც არჩევს კონკრეტულ კომპანიასა თუ ფიზიკურ პირს.

 

ღვინის სააგენტომ პროცესი უნდა წარმართოს გამჭვირვალედ  და თანხებზე წვდომა ჰქონდეს მცირე მარნებს, რადგან სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა მათ უფრო სჭირდებათ, ვიდრე იმ კომპანიებს, რომლებსაც საკმაოდ სოლიდური შემოსავლები და ბრუნვა აქვთ.

 

აუცილებელია ღვინის სააგენტომ გასცეს პასუხი კითხვაზე, თუ რა საჭიროა თანხების ორ ნაწილად ხარჯვა, როდესაც მცირე ნაწილს გასცემს სააგენტო, თანხის უდიდეს ნაწილს კი რიცხავს შპს მოსავლის მართვის კომპანიის ანგარიშზე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up