„საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს რომ ფასების კონტროლის შედეგად  წარმოიქმნება დეფიციტი, მცირდება  ხარისხი, იზრდება კორუფციის რისკი“ - სალომე გელაშვილი

„საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს რომ ფასების კონტროლის შედეგად წარმოიქმნება დეფიციტი, მცირდება ხარისხი, იზრდება კორუფციის რისკი“ - სალომე გელაშვილი

access_time2023-03-17 10:00:39

„საქართველოში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სურსათზე ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდებოდა, რაც საზოგადოებისთვის ერთ-ერთ დიდ პრობლემას წარმოადგენს და ამ მიმართულებით მუშაობაა საჭირო, თუმცა კიდევ  უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს მოვახერხოთ ისეთი ინსტრუმენტების მეშვებით, რაც  საბაზრო ეკონომიკის პრინციპებთან თანხვედრაშია და გრძელვადიან პერიოდში ჩვენ ეკონომიკას არ დააზიანებს“ - ამის შესახებ, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ ISET - ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა, სალომე გელაშვილმა ისაუბრა. მის თქმით, რაზეც თებერვალში მთავრობის  წარმომადგენლებმა ისაუბრეს იყო ის, რომ ახალი კანონპროექტი დაეფუძნება ევროკავშირის დირექტივას სამართლიანი კონკურენციის შესახებ. თუმცა სალომე გელაშვილი განმარტავს, რომ  ევროკავშირის ეს დირექტივა ფასებს და სხვა ტექნიკურ საკითხებს არ არეგულირებს.

 

„დირექტივის მიზანია, რომ სურსათის მიწოდების ჯაჭვის სხვადასხვა მონაწილეებს შორის ძალაუფლება მაქსიმალურად იყოს დაბალანსებული. არ უნდა შეიქმნას ისეთი სიტუაცია, რომ მსხვილ საცალო მოვაჭრეებს, სუპერმარკეტებს და ქსელებს ჰქონდეთ უფრო მეტი ძალაუფლება ვიდრე პროდუქციის მწარმოებლებს და მიმწოდებლებს, ამ საკითხების დარეგულირება შესაძლოა რომ საქართველოშიც იყოს საჭირო.

 

ეს დირექტივა ევროკავშირში 2022 წელს შევიდა ძალაში და რთულია იმის თქმა, თუ რა ზეგავლენა აქვს ამ დირექტივას და რამდენად იქნება მისი საქართველოში გადმოტანა ეფექტური. მთავრობის განცხადებიდან იკვეთებოდა ის, რომ გარკვეული ზემოქმედებაა კერძო სექტორზე, მოხდა კერძო სექტორთან გასაუბრება იმასთან დაკავშირებით, რომ ფასები შემცირებულიყო, ჩვენ ეს მეთოდი მართებულად არ მიგვაჩნია, რადგან ეს კერძო სექტორზე ზეწოლაა და აქტიური სიგნალია, როგორც ადგილობრივი მწარმოებლისთვის, ასევე უცხოელი ინვესტორებისთვის. იმისთვის, რომ მოკლევადიან პერიოდში მაღალი ფასების წნეხი აღმოვფხვრათ, ვფიქრობთ  რომ სოცდაუცველი მოსახლეობისთვის შესაძლოა გაკეთდეს ინდექსირება. რაც  შეეხება უფრო ჯანსაღ  გზებს ფასების შემცირებისა, ეს გზები  უკავშირდება იმას, რომ გავზარდოთ ჩვენი წარმოება, სასოფლო -სამეურნეო პროდუქციის შენახვის და  ტრანსპორტირების პირობები,  ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევამციროთ სურსათის ნარჩენები და ის საკვები, რომლებიც  ვარგისია და უსაფრთხოა მოხმარებისთვის, მაქსიმალურად მოვიხმაროთ. დღეს ფაქტობრივად არ არის ცნობილი თუ რა ფასნამატები და რა მარჟები გვაქვს სურსათის მიწოდების ჯაჭვში, შესაბამისად იმაზე საუბარი, რომ მაღალ ფასში რომელიმე კონკრეტული რგოლია დამნაშავე, საფუძველს მოკლებულია.“ - აღნიშნა სალომე გელაშვილმა.

 

გელაშვილს თქმით საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს იმას, რომ ფასების კონტროლს  უარყოფით გავლენა აქვს და შედეგად  წარმოიქმნება დეფიციტი, მცირდება  ხარისხი, იზრდება კორუფციის რისკი და რესურსების გადანაწილება ხდება არასწორად.



„როდესაც ჩვენ ვარეგულირებთ გარკვეული პროდუქტების ფასს საბოლოო ჯამში ამან  შეიძლება ზოგ პროდუქტზე არა ფასის შემცირება, არამედ  პირიქით გაზრდაც გამოიწვიოს,  ასევე როდესაც ვარეგულირებთ ერთ რომელიმე  ბაზარს იქიდან  გამომდინარე რომ  ყველა  ბაზარი ერთმანეთთან არის დაკავშირებული, ამან შეიძლება სხვა ბაზრებზე საბაზრო  წონასწორობის დარღვევა გამოიწვიოს, რაც არაჯანსაღი მიდგომაა“- აღნიშნა სალომე გელაშვილმა.

 

 

 

 თაკო კვაჭანტირაძე

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up