საერთაშორისო გამოცდილება - რამდენად ეფექტურია თამბაქოს სტანდარტიზებული შეფუთვა

საერთაშორისო გამოცდილება - რამდენად ეფექტურია თამბაქოს სტანდარტიზებული შეფუთვა

access_time2022-09-15 15:25:15

რა შედეგები გამოიღო სტანდარტიზებულმა შეფუთვამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

 

თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული ზიანი და მასთან გამკლავების გზების ძიება უკვე ათწლეულებია რაც ჯანდაცვის სისტემების მთავარ განსახილველ თემას წარმოადგენს. ჯანმოს თაოსნობით შექმნილი თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენცია მთავრობებს მოუწოდებს, დააწესონ მკაცრი რეგულაციები და შეზღუდვები თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი პროდუქტების მოხმარებაზე, რაც გრძელვადიან პერიოდში მწეველთა რაოდენობის შემცირებას ისახავს მიზნად.

 

მაღალი გადასახადები, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევის აკრძალვა,  შეფუთვაზე სამედიცინო გაფრთხილებების დატანა... თამბაქოს კონტროლის სტრატეგიის ძირითად ინსტრუმენტებს წარმოადგენს.

 

ბოლო პერიოდში კი საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს საუბრები თამბაქოს სტანდარტიზებული შეფუთვის ეფექტურობის შესახებ, შედეგად ქვეყანაში 2023 წლის იანვრიდან თამბაქოს პროდუქტზე სადა შეფუთვის მოთხოვნა ამოქმედდება.

 

თუმცა საინტერესოა, რამდენად ეფექტურია ეს სტრატეგია?

 

სტანდარტიზებული მოთხოვნის კონცეფცია ბაზარზე ზუსტად 10 წლის წინ გამოჩნდა. 2012 წელს ავსტრალია იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც მწეველთა რაოდენობის შემცირების მიზნით თამბაქოს პროდუქციაზე მაღალი გადასახადების პარალელურად, სადა შეფუთვის მოთხოვნაც დააწესა. მსგავს სტრატეგიას მიმართეს დიდმა ბრიტანეთმა, რომელმაც სტანდარტიზებული შეფუთვის მოთხოვნა 2017 წელს აამოქმედა და ახალმა ზელანდიამ, სადაც აღნიშნული რეგულაცია 2018 წელს შევიდა ძალაში.



მიუხედავად ამისა, ინიციატივამ განსხვავებული შედეგები გამოიღო. ავსტრალიაში სტანდარტიზებული შეფუთვის მოთხოვნის დაწესების შემდეგ მწეველთა რაოდენობა 2013-დან 2016 წლამდე მხოლოდ 0.9%-ით შემცირდა, 2016-2019 წლებში ეს მაჩვენებელი არ შეცვლილა და კვლავ 0.9%-ს შეადგენდა. აღნიშნული მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს იმ შემთხვევაში, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყანაში სადა შეფუთვის მოთხოვნის დაწესებამდე (2010-2013 წლებში) მწეველთა რაოდენობა 2.2%-ით მცირდებოდა.

 



ავსტრალიის გამოცდილებისგან განსხვავებით, დიდ ბრიტანეთში 2013-2016 წლებში მწეველთა რაოდენობა 2.9%-ით შემცირდა, ხოლო ახალ ზელანდიაში ეს მაჩვენებელი 1.6%-ს გაუტოლდა. კლების ტენდენცია 2016-2019 წლებშიც გაგრძელდა და დიდ ბრიტანეთში 1.6%, ახალ ზელანდიაში კი 2.3% შეადგინა.

 

რამ გამოიწვია ასეთი განსხვავება ქვეყნების გამოცდილებებს შორის?

 

მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთისა და ახალი ზელანდიის მთავრობები თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული ზიანის შესამცირებლად ერთსა და იმავე რეგულაციებს მიმართავდნენ, არსებობს ერთი ძირეული განსხვავება მათ გამოცდილებებს შორის - დიდი ბრიტანეთისა და ახალი ზელანდიის მთავრობები აღიარებენ თამბაქოს ზიანის შემცირების კონცეფციას, მაშინ, როდესაც ავსტრალიის მთავრობა კრძალავს ნიკოტინის შემცველი თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტების  მოხმარებას.

 


რატომ ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის მიმართ განსხვავებულ მიდგომებს?

 


ექსპერტთა ნაწილი იაპონიის გამოცდილებაზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ დიდ ბრიტანეთსა და ახალ ზელანდიაში 2013-2019 წლებში თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობის თითქმის 4%-იანი კლების მიზეზი არა სტანდარტიზებული შეფუთვის რეგულაცია, არამედ ნიკოტინის შემცველი თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტებზე  ხელმისაწვდომობის ზრდა წარმოადგენდა.

 


ჟურნალ Independent-ის ინფორმაციით, 2022 წელს დიდ ბრიტანეთში თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების მომხმარებელთა რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 4.3 მილიონს გაუტოლდა.

 


უფრო მეტიც, ინგლისის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში სადა შეფუთვის რეგულაციის შემოღების შედეგად მწეველთა რაოდენობის შემცირების ტემპი შენელდა. თუ 2015-2016 წლებში ეს მაჩვენებელი 1.4%-ს უტოლდებოდა, 2016-2017 წლებში 0.6%-მდე დაეცა.



აღნიშნული სტატისტიკური ინფორმაციის გათვალისწინებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მწეველთა რაოდენობის შემცირებას პროცესში გადამწყვეტ როლს მკაცრი შეზღუდვების პარალელურად ინოვაციური სტრატეგიების იმპლემენტაცია თამაშობს, რაც აძლევს შესაძლებლობას ჯანდაცვის სისტემებს, გადაარჩინონ მილიონით ადამიანის სიცოცხლე.


(R)



 


თეგები:
თამბაქო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up