საქართველომ CITA-ს მასპინძლის სტატუსი მოიპოვა 2022 წლის 14-15 სექტემბერს თბილისში CITA-EUROPE-ის სხდომა და საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, რომელსაც ავტოტრანსპორტთან დაკავშირებული მსოფლიოში ცნობილი ბიზნეს-კომპანიები , CITA-ს პრეზიდენტი გერჰარდ მიულერი და აღმასრულებელი დირექტორი ედუარდ ფერნანდესი დაესწრებიან. ღონისძიების ოფიციალური მასპინძელია საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაცია.
პრეზენტაციაზე აგრეთვე განიხილეს: ტექ-ინსპექტირების სისტემა საქართველოში და რეგიონში; პრობლემები (კანონის არასათანადო აღსრულება) და გამოწვევები;
დასკვნით გამოსვლაში CITA-ს პრეზიდენტმა გერჰარდ მიულერმა მადლობა გადაუხადა დავით მესხიშვილს ტექ-ინსპექტირების სფეროში გაწეული საქმიანობისთვის და საქართველოს აღუთქვა მხარდაჭერა.