დღეის მდგომარეობით, მოხალისეები მსოფლიოს 52 ქვეყნიდან ჩადიან უკრაინაში, რათა შეუერთდნენ საერთაშორისო ლეგიონს რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ საბრძოლველად. განაცხადების საერთო რაოდენობა კი 20000-ს უახლოვდება. ამის შესახებ RBC-უკრაინა საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრი კულებას მიმართვაზე დაყრდნობით იუწყება.
ასეთი მოქალაქეების მოთხოვნები მუშავდება. მსოფლიოს თავისუფალი ხალხის მობილიზაცია უბრალოდ შთამბეჭდავია. დღეს ჩვენთან იგზავნება გამოცდილი ვეტერანები და მოხალისეები მსოფლიოს 52 ქვეყნიდან. ეს მათი სურვილია, ჩვენ არ ავიყვანეთ სამსახურში, არანაირად არ ვასტიმულირებთ. ეს არის მათი მზადყოფნა იბრძოლონ სიკეთის მხარეზე. მე არ მაქვს უფლება გავამჟღავნო იმ უცხოელების ზუსტი რაოდენობა, ვინც უკვე იცავდა უკრაინას იარაღით ხელში... მაგრამ განცხადებების საერთო რაოდენობა 20 000-ს უახლოვდება“, - განაცხადა კულებამ.