საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ტომას ბახი მსოფლიოს მასშტაბით ხელისუფლებებს მოუწოდებს, ოლიმპიური ზავი დაიცვან.
„ჩვენს მყიფე სამყაროში, სადაც კონფლიქტები და უნდობლობა იზრდება, მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ შესაძლებელია იყოთ მრისხანე მოწინააღმდეგეები და ამასთანავე მშვიდობიანად და ერთმანეთის პატივისცემით იცხოვროთ. ოლიმპიური თამაშების მისიაა მშვიდობიანი შეჯიბრის ირგვლივ გაგვაერთიანოს, აგვაშენებინოს ხიდები და არა კედლები. ამ მისიას ფართო მხარდაჭერა აქვს გაეროს გენერალური კომისიის მხრიდან. ოლიმპიურ სპორტსმენებს მოვუწოდებთ, ხელი შეუწყონ ერებს შორის მშვიდობას. მთელ მსოფლიოში ყველა პოლიტიკურ ხელისუფლებას მოვუწოდებ, პატივი სცენ ოლიმპიურ ზავს და მშვიდობას შანსი მისცენ“, - აღნიშნა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა.
დღეს პეკინში, ზამთრის ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნა. 4-20 თებერვალს ჩინეთის დედაქალაქი პეკინი ზამთრის ოლიმპიადას უმასპინძლებს.
საქართველოს ნაკრები ოლიმპიურ თამაშებში ცხრა სპორტსმენით არის წარმოდგენილი. ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე სპორტის თხუთმეტ სახეობაში გათამაშდება მედლები. ქართველები კი მხოლოდ სამ სახეობაში გამოვლენ.
imedinews.ge