საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების ნებართვები ძვირდება

საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების ნებართვები ძვირდება

access_time2022-05-01 13:00:31

„ანტიკორუფციული მოძრაობა“ საავტომობილო გადაზიდვების ნებართვების გაძვირებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტს მიმართავს, რომ ეკონომიკის მინისტრის და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის პარლამენტში დაბარება და რეგულაციის ძალაში შესვლის შეჩერება მოხდეს, - ამის შესახებ „ანტიკორუფციული მოძრაობის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

ანტიკორუფციული მოძრაობის ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო 1-ლი მაისიდან, საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებში ახალ რეგულაციებს აწესებს და გადაზიდვების ნებართვებს აძვირებს.

ახალი რეგულაციით, ერთჯერადი ნებართვის ღირებულება 70 ლარის ნაცვლად, 140 ლარი გახდა, დაჩქარებული ტიპის ნებართვა კი 100 ლარის ნაცვლად 200 ლარი ეღირება.

„საკითხი ათასობით საქართველოს მოქალაქეს, თვითდასაქმებულს, საერთაშორისო გადამზიდავს ეხება. ამ რეგულაციის შეჩერება უნდა მოხდეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გადამზიდავების ადვოკატირების კამპანიას გავაგრძელებთ და იქნება პროტესტიც, თუმცა მნიშვნელოვანია რომ ხელისუფლებამ ყველა ღონე იხმაროს იმისთვის, რომ გადამზიდავებს მდგომარეობა შეუმსუბუქდეს“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ანტიკორუფციული მოძრაობის თავმჯდომარის, ვასო ურუშაძის განცხადებით, საავტომობილო გადაზიდვების ნებართვების გაძვირებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით კორუფციული რისკფაქტორები ჩნდება.


მისივე თქმით, ტრანსპორტირების ხარჯების ასეთი ზრდა საბოლოო ჯამში, პროდუქციის სარეალიზაციო ღირებულებაზეც აისახება.

„ეს ერთმნიშვნელოვნად აისახება ტრანსპორტირების მომსახურების გაძვირებაზე, რაც თავისთავად სხვადასხვა პროდუქციის გაძვირებას გულისხმობს. ნებისმიერი პროდუქტის გაძვირებას გულისხმობს იქნება ეს სასურსათო პროდუქტი, სამშენებლო მასალა თუ სხვა, მის ფასწარმოქმნაში ტრანსპორტირების ხარჯებს და ტრანსპორტირების ღირებულებას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. ამ შემთხვევაში ჩვენ გვექნება ჯაჭვური რეაქცია, რომელიც ისედაც მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას ქვეყანაში კიდევ უფრო გააუარესებს. რა თქმა უნდა, კორუფციული რისკფაქტორებიც ჩნდება და გარკვეული კითხვები გვაქვს, თუ ვინ არის ამ რეგულაციის ე.წ. ლობისტი და ხომ არ არის ეს მსხვილი კომპანიები, რომლებიც დაახლოებულები არიან სახელისუფლებო შტოებთან, თუმცა „ანტიკორუფციული მოძრაობა“ ამ მიმართულებით კვლევას აღრმავებს და ჩვენ უახლოეს მომავალში, კონკრეტული შედეგები და მიგნებები წარმოდგენილი გვექნება,“ - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

„ანტიკორუფციული მოძრაობის“ ინფორმაციით, 1-ლი მაისიდან, ახალი რეგულაციები მრავალჯერადი ნებართვების გაცემის წესსაც შეეხება.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up