საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკრაინას რეკორდული მოცულობის, 15.6 მილიარდი დოლარის სესხი დაუმტკიცა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკრაინას რეკორდული მოცულობის, 15.6 მილიარდი დოლარის სესხი დაუმტკიცა

access_time2023-04-02 19:11:37


საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ უკრაინისთვის  $15,6 მილიარდი დოლარის მოცულობის ოთხწლიანი გაფართოებული  დაფინანსების საშუალება (EFF) დაამტკიცა —ამის შესახებ ინფორმაციას IMF —ის პრეამსახური ავრცელებს.    



რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ უკრაინისთვის სესხი იქნება ყველაზე დიდი  და პირველი დახმარების პაკეტი ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის.


„გადაწყვეტილების თანახმად კიევი დაუყოვნებლივ მიიღებს 2.7 მილიარდ დოლარს“ ნათქვამია  ფონდის განცხადებაში. 


პირველ ეტაპზე 12-18 თვეში თანხა „გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფილებასა და სტაბილურობის შენარჩუნებას“ მოხმარდება. მეორე  ფინანსურ მხარდაჭერას „სტრუქტურული რეფორმებისა და ევროპულ ინტეგრაციას“ ითვალისწინებს.


სესხი უკრაინისთვის 115 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის ნაწილია.


უკრაინა უახლოეს მომავალში მიიღებს პირველ ტრანშს 2,7 მილიარდ დოლარს, დაადასტურა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა.


„სავალუტო ფონდის სახსრები დაეხმარება მთავრობას დააფინანსოს ყველა მნიშვნელოვანი ხარჯი და შეინარჩუნოს მაკროფინანსური სტაბილურობა“, - თქვა მან.




სესხის მეორე ნაწილი „ქვეყნის ომის შემდგომი აღმშენებლობისა და ტრანსფორმაციისთვის“ დაიხარჯება.


უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდს და ფონდის ხელმძღვანელს, კრისტალინ გეორგიევას სესხის დამტკიცებისთვის.



„ერთად ვუჭერთ მხარს უკრაინის ეკონომიკას და წინ მივდივართ გამარჯვებისკენ“, - წერს ის.



სავალუტო ფონდის ახალი პროგრამა გადამწყვეტია ბიუჯეტის დეფიციტის დასაძლევად, თქვა ელენა ბილანმა, კიევის საინვესტიციო ბანკის Dragon Capital-ის მთავარმა ეკონომისტმა.  მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა ითხოვს 43 მილიარდ აშშ დოლარის გარე ბიუჯეტის მხარდაჭერას.



2022 წელს უკრაინამ მიიღო საერთაშორისო დახმარება დაახლოებით 32,1 მილიარდი დოლარის ოდენობით, კიევის უმსხვილესი კრედიტორები იყვნენ აშშ ($12 მილიარდი) და ევროკავშირი ($8 მილიარდი). სავალუტო ფონდმა 2,7 მილიარდი დოლარი გამოყო საგანგებო დაფინანსების სახით. ასევე დახმარება გაუწიეს კანადამ (1,9 მილიარდი დოლარი) და გერმანიამ (1,5 მილიარდი დოლარი).



ომის ფონზე უკრაინის ეკონომიკა 2022 წელს თითქმის მესამედით შემცირდა (მინუს მშპ-ს 30,4%). ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ ადრე შეაფასა 2023 წელს ქვეყნის ეკონომიკური მხარდაჭერის საჭიროება 38 მილიარდ დოლარად.




თეგები:
უკრაინა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up