საერთაშორისო ტურიზმი პანდემიამდელ მაჩვენებელს უბრუნდება

საერთაშორისო ტურიზმი პანდემიამდელ მაჩვენებელს უბრუნდება

access_time2022-09-27 09:00:46

მსოფლიო ტურიზმის ბარომეტრის UNWTO -ს მონაცემებით, საერთაშორისო  ტურისტების რაოდენობა 2022 წლის იანვრიდან ივლისამდე პერიოდში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის სამჯერ გაიზარდა ( +172) , რაც იმას ნიშნავს, რომ სექტორმა პანდემიამდელი მაჩვენებლის თითქმის 60%-ი აღადგინა. 



UNWTO-ს გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა განაცხადა, რომ ტურიზმის აღდგენა  სტაბილურია, თუმცა რამდენიმე გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევა დღის წესრიგში კვლავ რჩება. მისივე თქმით, სექტორის აღდგენა მთელ მსოფლიოში ახალ შესაძლებლობებს და იმედებს აჩენს.



ამ პერიოდის განმავლობაში  მთელ მსოფლიოში დაახლოებით 474 მილიონმა ტურისტმა იმოგზაურა, რაც  2021 წლის 175 მილიონიან მაჩვენებელზე გაცილებით მაღალია. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ივნისსა და  ივლისში  207 მილიონი საერთაშორისო  მოგზაურობა დაფიქსირდა, აღნიშნული  თვეები 2022 წლის  პირველ შვიდ  თვეში რეგისტრირებული ჩამოსვლის  44% შეადგენს. ევროპამ 309 მილიონი ასეთი მოგზაურობა მიიღო, რაც მთელ მსოფლიოში მოგზაურობის  65 %- ია.









მსოფლიო ტურიზმის აღდგენაში ევროპა და ახლო აღმოსავლეთი ლიდერობს


2022 წლის იანვარ - ივლისში ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში ტურიზმის სექტორში ყველაზე სწრაფი აღდგენა დაფიქსირდა, რამაც  2019 წლის მაჩვენებლის  74% და 76% შეადგინა. ხოლო 2021 წლის  პირველ  შვიდ თვეში ( +190%)  ევროპაში  2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სამჯერ მეტი  ვიზიტორი დაფიქსირდა.



რაც შეეხება  ახლო აღმოსავლეთს, 2022 წლის იანვარ -ივლისში საერთაშორისო მოგზაურობების რაოდენობა  გასული წლის ანალოგიურ  პერიოდთან შედარებით თითქმის ოთხჯერ გაიზარდა(+287%) და ივლისში  პანდემიამდელ დონეს +3% -ით გადააჭარბა. 


2021 წელთან შედარებით ზრდა  დაფიქსირდა ამერიკაში (+103%) და  აფრიკაში (+107%), ხოლო 2019 წლის მონაცემები აღნიშნულ ქვეყნებში 65% - ით დ ა 60% ით აღდგა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up