საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებით, რუსი და ბელორუსი სპორტსმენები, რომლებიც უკრაინაში რუსულ აგრესიას გმობენ, საერთაშორისო ტურნირებზე ნეიტრალური ათლეტების სტატუსით მიიღებენ მონაწილეობას. აღნიშნულ ინფორმაციას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.
კომიტეტის ცნობით, რუსი და ბელარუსი სპორტსმენები საკუთარი ქვეყნის, ან ქვეყანაში მოქმედი ორგანიზაციის სტატუსით ვერ იასპარეზებენ, ასევე ვერ გამოიყენებენ თავიანთი ქვეყნების დროშასა და ეროვნულ ჰიმნს.