„რეგულაციის დაწესება საფრთხეს შეუქმნის თავისუფალ ბაზარს და ბიზნესს შეზღუდავს“ -  საქართველოს რითეილ ასოციაცია ფასნამატების თემას ეხმაურება

„რეგულაციის დაწესება საფრთხეს შეუქმნის თავისუფალ ბაზარს და ბიზნესს შეზღუდავს“ - საქართველოს რითეილ ასოციაცია ფასნამატების თემას ეხმაურება

access_time2023-02-09 15:30:05

6 თებერვალს  ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სურსათისა და ნავთობის იმპორტიორები ფასების განგებ გაზრდასა და ხალხის ხარჯზე გამდიდრებაში დაადანაშაულა, მინისტრებს კი მათი დაბარება და საკითხის გარკვევა დაავალა. ამ ფონზე მნიშვნელოვანია, რა პოზიცია აქვს პრემიერის მხრიდან წამოსულ ბრალდებაზე დისტრიბუტორთა და რითეილერთა წარმომადგენლებს, სწორედ ამ სექტორებს გადის სურსათი ვიდრე ის მომხმარებლის ხელში მოხვდება და სწორედ მათ მიემართებოდა პრემიერის კრიტიკაც.



პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადების შემდეგ დისტრიბუტორთა პოზიციების დაცვა „საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციამ“ სცადა. ასოციაციის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ კომერსანტთან საუბრისას განაცხადა, რომ პრემიერი „ალბათ დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს“. მისი თქმით,  ფასწარმოქმნაში არა მხოლოდ სადისტრიბუციო, არამედ რითეილ კომპანიების მიერ დამატებული პროცენტებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

 


რითეილერთა პოზიციაზე რადიო კომერსანტის ეთერში რითეილთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა სოფო ქაშაკაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, რითეილერებს მაღალი მარჟის დადების ფუფუნება ნამდვილად არ აქვს, პირიქით, ისინი ერთმანეთს  ეჯიბრებიან იმაში, თუ ვინ უფრო დაბალ ფასებს დაადებს.

 


„რითეილ სექტორის წარმომადგენლები საშუალოდ 20 - 25%-იანი მარჟით მუშაობენ, რაც პირველად მოკვლევაში კონკურენციის სააგენტომაც დაადასტურა კიდეც, დისტრიბუტორთა მარჟა კი 60%-დან  80%-მდეა. საქართველოში 20-მდე ქსელური მარკეტია, საიდანაც ჩვენი ასოციაცია აერთიანებს 12, რითეილერებს მაღალი მარჟის დადების ფუფუნება ნამდვილად არ აქვს, პირიქით, ისინი ერთმანეთს  ეჯიბრებიან იმაში, თუ ვინ უფრო დაბალ ფასებს დაადებს. ქსელური მარკეტები არ  წარმოადგენს ბაზრის დიდ  ნაწილს, ორგანიზებული ბაზარი არის ბაზრის წილის 35-40%.  დისტრიბუტორებს შეუძლიათ, რომ არაორგანიზებულ ბაზარსაც მიმართონ. თუმცა მათ ორგანიზებულ ბაზარში შესვლა და თავისი საქონლის იქ რეალიზება ურჩევნიათ,“- განაცხადა სოფო ქაშაკაშვილმა.




ქაშაკაშვილის თქმით, რითეილერები არ იზიარებენ დისტრიბუტორთა ასოციაციის პოზიციას, რომ სურსათის მაღალ ფასში მნიშვნელოვანი როლს  რითეილერთა მიერ დაწესებული მოთხოვნები თამაშობს, როგორიცაა  როგორიცაა ქეშბექი, შესვლის გადასახადი, როგორიცაა თაროზე ერთი პროდუქციის შტრიხკოდის გადასახადი და ა.შ



„ჩვენ დისტრიბუტორთა ასოციაციის პოზიციას ნამდვილად ვერ გავიზიარებთ, მათთვის ეს ცნობილია და საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკაა და მიმართულია იქით, რომ რითეილმა შეძლოს დაფაროს საოპერაციო ხარჯები, რომელიც დისტრიბუტორებს ფაქტობრივად არ აქვს, ამ ხარჯებში შედის იჯარა, გაზრდილი კომუნალური გადასახადები, სახელფასო ბიუჯეტი და სხვა ხარჯები. ეს თანხები კი წლიდან წლამდე იცვლება. საცალო გაყიდვები სპეციფიკური რიგის მქონე ჩამონათვალებისგან ამოიღეს რაც სახელფასო ხარჯს წლიურად 60 მილიონიდან 190 მილიონამდე გვიზრდის, ამაზე საქმის  კურსში  ჩავაყენე ჯანდაცვის სამინისტრო და  შრომის ინსპექცია, ეს თანხები არსად არ წავა და აისახება პროდუქტში,“ - აღნიშნა სოფიო ქაშაკაშვილმა.

 


ქაშაკაშვილი ამბობს, რომ პროდუქტი რითეილამდე უკვე გაზრდილი ფასით მოდის სადაც გაზრდილი საოპერაციო ხარჯები ხვდება, შესაბამისად მისი თქმით რაიმე რეგულაციის დაწესება ნებისმიერ ბაზარს და ბიზნესს საფრთხეს შეუქმნის და შეუზღუდავს. 

 


 „რაიმე რეგულაციის დაწესება საფრთხეს შეუქმნის თავისუფალ ბაზარს და ბიზნესს შეზღუდავს, მითუმეტეს, რომ ჩვენ არ გვყავს ბაზარზე რომელიმე დომინირებული ქსელი, არის საკმაოდ მაღალი კონკურენცია და რეგულაცია აუცილებლად შეუქმნის საფრთხეს ამ კონკურენციას. ამ ეტაპზე ვთვლით, რომ კონკრეტული რეგულაციით ეს არ უნდა დარეგულირდეს და ამისთვის სხვა მექანიზმები უნდა შემუშავდეს,“ განაცხადა სოფიო ქაშაკაშვილმა. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ ამ საკითხთან დაკავშირებით, ჯერჯერობით არც სადისტრიბუციო სექტორთან და არც მთავრობის ეკონომიკურ ბლოკთან კომუნიკაცია არ ყოფილა.



სოფიო ქაშაკაშვილი მიიჩნევს, რომ სირთულეს ქმნის ისიც, რომ რითეილ სექტორი ამოღებული იქნა სპეციფიური დარგეის ჩამონათვალიდან. 



„საბოლოო ჯამში ჩვენი დასაქმებულები, ვინც საათობრივ ანაზღაურებაზე მუშაობენ მიდიან და სხვაგან მუშაობენ მეორე ცვლაში რადგან მათ ეს თანხები სჭირდებათ. არის შემთხვევები, როდესაც თავად დასაქმებულს უნდა, რომ ზეგანაკვეთურზე იმუშავოს და კანონის  შესაბამისად ამ ადამიანებს კვირაში 40 საათზე მეტს ვერ ვამუშავებთ, ამიტომ კვირაში 40 საათი და დღეში რვა საათში ჩვენი სექტორისთვის ძალიან ცოტაა, შესაბამისად გვიწევს რამდენიმე ცვლის დაქირავება იმისთვის, რომ მარკეტები არ დაიხუროს და  იმ პირობებში, როდესაც  ბაზარზე  კადრების დეფიციტია ეს შეუძლებელია. სპეციფიკური სამუშაოების  ჩამონათვალში მოხვდა დისტრიბუცია , ჩვენც ამ ჯაჭვის ნაწილი ვართ და თუ გაყიდვები ვერ იმუშავებს, გასაკვირია როგორ შეძლებს მუშაობას  დისტრიბუცია,“ - აღნიშნა სოფიო ქაშაკაშვილმა.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up