საერთშორისო ორგანიზაციების 2022 წლის ინფლაციური პროგნოზი გადაჭარბებულ მოლოდინებს ეყრდნობა - ფინანსისტი

საერთშორისო ორგანიზაციების 2022 წლის ინფლაციური პროგნოზი გადაჭარბებულ მოლოდინებს ეყრდნობა - ფინანსისტი

access_time2021-09-28 11:00:42

საერთაშორისო სარეიტონგო კომპანია Moody's-ს ინფლაციის მიმდინარე 12.8%-დან ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებლამდე შემცირების მოლოდინი აქვს მას შემდეგ, რაც დროებითი ფაქტორები ამოიწურება და მკაცრი მონეტარული პოლიტიკა საერთაშორისო სასაქონლო ჯგუფების ფასებისა და მიწოდების შეზღუდვების გავლენას გადაწონის.



„მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2020 წლის პიკური მაჩვენებლიდან (მშპ-ის 12.5%) პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელთან (მშპ-ის დაახლებით 5%) დაახლოებას დაიწყებს, გზავნილების, არატურისტული ექსპორტის მყარი ზრდისა და რეფორმების გრძელვადიანი სარგებლის რეალიზების ფონზე“, - ნათქვამია განცხადებაში.



რამდენად რეალურია მოკლევადიან პერსპექტივაში ამის მიღწევა და რაზე არის დამოკიდებული არსებულ სიტუაციაში ინფლაციის 3%-მდე შემცირება, ამ თემაზე „კომერსანტი“ ფინანსისტსა და პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველ თემურ ბასილიას ესაუბრა. მისი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზები არარეალისტურია.




„როდესაც საქართველოს ეკონომიკაზე ვსაუბრობთ, ჩემი აზრით გაცილებით უმჯობესია ვისაუბროთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის პროგნოზებზე, რადგან სარეიტინგო კომპანიების, მათ შორის Moody’s-გან განსხვავებით ისინი გაცილებით სიღრმისეულად სწავლობენ საქართველოს მსგავსი ქვეყნების ეკონომიკურ მდგომარეობას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციით, მიმდინარე წლის აგვისტოში წლიური ინფლაცია საქართველოში 12.8%-მდე გაიზარდა, რაც დიდწილად კომუნალური გადასახადების მატებას, სასაქონლო და სურსათის ჯგუფების ფასების ზრდასა და ნედლეულზე გაზრდილ ხარჯებს ასახავს. ამასთან, ისინი ვარაუდობენ, რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის ინფლაცია 13.1%-ს მიაღწევს; როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნავს, 2022 წელს, დროებითი ფაქტორების მილევასთან ერთად, ინფლაცია სწრაფად შემცირდება: კერძოდ, 2022 წლის საშუალო ინფლაცია 5.4%-მდე იქნება, ხოლო წლის ბოლოსთვის ამ მაჩვენებელმა შესაძლოა 3.2% შეადგინოს.


ჩემი აზრით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2022 წლის პროგნოზი ეყრდნობა გადაჭარბებულ მოლოდინებს. კოვიდთან დაკავშირებული პრობლემები ჯერ კიდევ არ დაძლეულა, ამიტომაც, მე არ ვიქნებოდი ასეთი ოპტიმისტი. გარდა კოვიდთან დაკავშირებული პრობლემებისა, არ აღმოფხვრილა ის ფუნდამენტური პრობლემები, რომლებიც არსებობს საქართველოს საბანკო სისტამაში და რომელთა თაობაზეც არაერთხელ გვისაუბრია. ამიტომაც, დარწმუნებული ვარ, წლის ბოლომდე საერთაშორისო სავალუტო ფონდი გადახედავს საქართველოს 2022 წლის პროგნოზს და უფრო რეალისტურ ორიენტირებს ჩამოაყალიბებს“,
- აღნიშნავს თემურ ბასილია.



ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი გიორგი პაპავა მიიჩნევს, რომ არსებული პროგნოზის შესრულება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ საქართველოში იქნება პროგნოზირებადი გარემო და საერთაშორისო პარტნიორებთან დალაგებული ურთიერთობები გვექნება.



„როდესაც ვამბობთ, რომ 2022 წელს 3%-მდე ჩამოვა ინფლაცია, ეს ნიშნავს რომ დღეს უკვე მნიშვნელოვნად გაზრდილ ფასებთან შედარებით, მომავალ წელს ის მხოლოდ 3%-ით გაიზრდება. ეს არ ნიშნავს, რომ ფასები დაიკლებს, უბრალოდ ეს სწრაფი ზრდის ტემპი ასეთი აღარ იქნება და მხოლოდ 3%-ით გაიზრდება. ვფიქრობ, რომ თუ გარკვეული რისკები არ რეალიზდა, ეს სავსებით მიღწევადია. თუმცა, დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიო მასშტაბით ფასების დინამიკა მზარდია და ეს ჩვენზეც ცუდად აისახება, თუ ეს ტემპი აღარ გაგრძელდა, მაშინ შანსი იმისა, რომ 12,8%-ს ჩამოვცდებით, დიდია. მეორე პრობლემაა არჩევნები, მის შემდეგ თუ შევინარჩუნეთ სტაბილურობის განცდა, ეს იქნება გაცვლითი კურსისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ინფლაციის კლებასაც შეუწყობს ხელს. საბოლოო ჯამში, ამ ყველაფრის მისაღწევად მნიშვნელოვანია პროგნოზირებადი გარემო და საერთაშორისო პარტნიორებთან დალაგებული ურთიერთობები“, - განმარტა გიორგი პაპავამ.


საქართველოს ეროვნული ბანკის ვარაუდით, მაღალი ინფლაციის დონე წლის ბოლომდე შენარჩუნდება, ხოლო შემცირებას ის 2022 წლის გაზაფხულიდან დაიწყებს. სებ-ის განმარტებით, ინფლაცია ბოლო პერიოდის მნიშვნელოვანი გამოწვევაა და ფასების ზრდის ტრაექტორიამ ბევრ ქვეყანაში პროგნოზირებულს გაცილებით გადააჭარბა. აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში ინფლაციის დონე 10 წლის ყველაზე მაღალ, 12.8%-იან ნიშნულზეა.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up