საფინანსო ორგანიზაციების კონტრიბუცია საქართველოს ეკონომიკაში ₾50 მლრდ-ს შეადგენს

საფინანსო ორგანიზაციების კონტრიბუცია საქართველოს ეკონომიკაში ₾50 მლრდ-ს შეადგენს

access_time2022-10-21 09:00:57

საქართველოს ეკონომიკაში ხუთი უმსხვილესი, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის (IFI) - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), მსოფლიო ბანკის (WB), აზიის განვითარების ბანკის (ABD), ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) და აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ჯამურად გაღებული ფინანსური კონტრიბუცია 15 მილიარდ ევროს (50 მილიარდი ლარი) შეადგენს.


სატრანსპორტო დერეფნების კვლევის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, დონორთა საინვესტიციო გეგმის თანახმად, სადღეისოდ საქართველოში იდენტიფიცირებულია 18 პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელთა ჯამური ღირებულება 3.4 მილიარდ ევროს შეადგენს. აღნიშნული 18 პროექტიდან, 6 პროექტის განხორციელება უკვე მიმდინარეობს, რომელთა პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება 1.3 მილიარდ ევროს შეადგენს. 2030 წლამდე დაგეგმილია დამატებით 10 პროექტის განხორციელება, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 2.1 მილიარდ ევროს შეადგენს;


საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დაგროვილი საგარეო ვალი - 2021 წლის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 8.1 მილიარდი დოლარით (25.1 მილიარდი ლარი) განისაზღვრება. საგარეო ვალის 88% ს შეადგენს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების - მიმართ დაგროვილი ვალი - 7.1 მილიარდი აშშ დოლარი.



„დონორ ორგანიზაციებზე - მაღალი ფინანსური დამოკიდებულება, ნათლად მიუთითებს ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებაში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების როლზე. ანალოგიური დასტურდება, გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის (The Global Competitiveness Report) შეფასებით - ვალის დინამიკის კრიტერიუმით, საქართველოს მსოფლიოში - 92 ე ადგილი უკავია“, - განმარტავენ კვლევის ავტორები.


ერთ სულ მოსახლეზე განხორციელებული უცხოური ინვესტიციები - (EBRD) - მიერ, ერთ სულ მოსახლეზე, ბოლო 25 წელიწადში 40 ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების მიხედვით, - საქართველო - ხორვატიის, მონტენეგრო და მაკედონიის შემდეგ მე-4 ადგილს იკავებს.


წყარო: https://gbc.ge/




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up