საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა

access_time2021-07-15 16:30:00

„ვფიქრობ, ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ბიუჯეტის ცვლილებების პროექტს, გვაქვს გარკვეული შენიშვნები, რომელიც აისახება დასკვნაში და გადაეგზავნება პარლამენტის თავმჯდომარეს და შემდგომ მთავრობას“, - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებული ვერსია განიხილეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.



2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი, კომიტეტებსა და ფრაქციებში განხილვის შემდგომ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა შემაჯამებელ სხდომაზე განიხილა.


ინფორმაცია საბიუჯეტო ცვლილებების შესახებ გაერთიანებული კომიტეტის წევრებს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გააცნო და იმ პროგნოზებზე და მაჩვენებლებზე მიაწოდა ინფორმაცია, რამაც საბიუჯეტო ცვლილებების აუცილებლობა გამოიწვია.


2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებებით, ბიუჯეტის შემოსულობები - 1 175 მლნ ლარით, ხოლო გადასახდელები 1 114.3 მლნ ლარით იზრდება.


ბიუჯეტი, რომელიც დაგეგმილი იყო 4,3 %-იან ეკონომიკურ ზრდაზე, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, 7,7 პროცენტია.


მაისში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 25,5 პროცენტი შეადგინა, ხოლო მიმდინარე წლის 5 თვეში კუმულატიური ზრდა 11,5 პროცენტია.



მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა არის 3,4 პროცენტი და 7,7 პროცენტს აღწევს. ბიუჯეტის დეფიციტი 7,6 პროცენტიდან 6,9 პროცენტამდე, სამთავრობო ვალი კი 5, 4 პროცენტით, 54, 6 პროცენტამდე მცირდება.


ბიუჯეტის შემოსულობები 1 მილიარდ 175 მლნ ლარით, გადასახდელები კი 1მილიონ 114 ლარით იზრდება და ბიუჯეტის ასიგნებები თითქმის 19,5 მილიარდ ლარს აღწევს.


მომხსენებელმა განმარტა, რომ ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას, სამი მნიშვნელოვანი მიმართულებით, ჯანდაცვის, ეკონომიკური და საბიუჯეტო დეფიციტის შემცირების კუთხით მოხდა თანხების გადანაწილება.


მათ შორის, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მთავარ ფინანსურ დოკუმენტში: COVID19-ის მართვის ნაწილში ჯანდაცვის ხარჯები 446,0 მლნ ლარით არის გაზრდილი.


„საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებული დასკვნები კომიტეტს გენერალური აუდიტორის მოადგილემ, ეკა ღაზაძემ და საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა გააცნეს და შესაბამისი რეკომენდაციები წარადგინეს.


საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომას, ასევე ესწრებოდნენ და მოსაზრებები გამოხატეს იმ უწყებების და სამინისტროების წარმომადგენლებმა, სადაც საბიუჯეტო ცვლილებები განხორციელდა.


მთავრობა, 2021 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიას დასკვნაში ასახული შენიშვნების გათვალისწინებით, პროცედურის თანახმად, პარლამენტს რამდენიმე დღეში დაუბრუნებს.


ბიუჯეტში ცვლილებები რიგგარეშე სხდომაზე დასამტკიცებლად 23 ივლისს გავა.





თეგები:
ბიუჯეტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up