საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2022 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიში განიხილა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2022 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიში განიხილა

access_time2022-06-02 10:00:00

„კოვიდ-პანდემიის შოკის შედეგებმა და რუსეთ-უკრაინის ომის გავლენამ გარკვეული გამოწვევების წინაშე დააყენა სახელმწიფო ბიუჯეტი, მაგრამ საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების კარგი მაჩვენებლები გვაქვს“, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2022 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიში განიხილეს. 


„სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების, რომელიც ძირითადი ინდიკატორია და გვაჩვენებს რა სიტუაცია გვაქვს არა მხოლოდ ფისკალური არამედ მაკროეკონომიკური კუთხით - გეგმა გადაჭარბებით შესრულდა, თითქმის 11 მილიონი ლარით მეტი შემოვიდა და გადასახადებიდან შემოსავლებმა 3 მლრდ. 688 მლნ. 100 ათასი ლარი შეადგინა. იანვარ-მარტში ბიუჯეტის შემოსულობები 4 მილიარდ 826 მილიონ 100 ათასი ლარია“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ და ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, 2022 წლის პირველ სამ თვეში ბიუჯეტიდან დაიხარჯა 4 მლრდ. 266 მილიონ 400 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 93.9%-ია, ანუ 275 მილიონ 900 ათასი ლარით ნაკლები.


საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიში ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ცოტნე ყავლაშვილმა გააცნო.



მინისტრის მოადგილემ დეპუტატებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ნაერთი ბიუჯეტის მაჩვენებლების, ფისკალური პარამეტრების, შესრულების და სახელმწიფო მხარჯავი ორგანიზაციების მიერ საბიუჯეტო თანხების ათვისების შესახებ.


მისი ინფორმაციით, პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მაღალია და 14, 4 პროცენტს შეადგენს. წლიური ინფლაციის დონემ მარტის თვეში 11, 7 პროცენტი შეადგინა, კვარტლის მაჩვენებელი კი 11, 8 პროცენტია. სავალუტო კურსი დეკემბრის ბოლო მაჩვენებელთან შედარებით სტაბილურია, ეფექტური გაცვლითი კურსი გამყარდა 4,1 პროცენტით. მისი ინფორმაციით, პირველ კვარტალში მოგების გადასახადი 134 მილიონით მეტია, გადაჭარბებაა დღგ-ს ნაწილშიც და 126 მილიონ ლარს შეადგენს. მცირედი კლებაა საშემოსავლო გადასახადების კუთხით. შესრულების მაჩვენებელმა 93 მილიონი ლარი შეადგინა.


ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. კომიტეტმა 2022 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიში ცნობად მიიღო.


ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up