საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვერსიას მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვერსიას მხარი დაუჭირა

access_time2022-11-14 16:00:00

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის და 2023-2026 წლებისათვის ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტები განიხილა და მათ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.


კომიტეტის სხდომაზე საკითხი ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა და კანონმდებლებს კიდევ ერთხელ შეახსენა 2023 წლისთვის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ის მიმართულებები და გამოწვევები, რომლებსაც მომავალი წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს.



საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსია პარლამენტში პირვანდელი სახით, ცვლილებების გარეშე დაბრუნდა.



„რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5%-ის ფარგლებში, ნომინალში მშპ 79,6 მილიარდ ლარს მიაღწევს. 2023 წლის ბოლოსთვის საქართველოს მთავრობის ვალის ზღვრული მოცულობა − მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) 38.8%-ით იგეგმება. ჩვენი მოთხოვნაა ბიუჯეტის დეფიციტი კიდევ უფრო შემცირდეს. ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ინფლაციაზე. ბოლო ორი წელია საქართველოში ორნიშნა ინფლაცია გვაქვს, რაც განსაკუთრებით მტკივნეულია მოსახლეობისთვის. მომავალი წლის ბიუჯეტში ჩადებულია 2.8 %-იანი დეფიციტი და კარგი იქნება თუ ეს მაჩვენებელი კიდევ შემცირდება“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.




როგორც სხდომაზე აღინიშნა, მთავრობა მომავალ წელს 21 მილიარდ 154 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს.


„საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები გაიზრდება 10%-მდე, ხოლო პოლიციელების და ჯარისკაცების ხელფასების მომატება გათვალისწინებულია 20%-ით. იზრდება პენსიები, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია მოიმატებს 65 ლარით, 365 ლარამდე. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 440 ლარს გაუტოლდება; 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 35 ლარით, 295 ლარამდე, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 355 ლარს გაუტოლდება. ამ კუთხით მატებაა სახელმწიფო ბიუჯეტში 2023 წელს 494 მილიონი ლარი, რაც პენსიების ყველაზე დიდ ზრდას წარმოადგენს. შედეგად, ამ მიმართულებით გასაწევი ხარჯები 3.4 მილიარდ ლარს, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტის 16%-ია“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.


სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტს მიმდინარე კვირას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ და ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსია პარლამენტის შენიშვნებით და რეკომენდაციებით მთავრობას უკან დაუბრუნდება.


ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, მართალია ამ ეტაპზე პროექტში ცვლილებები არ შესულა, თუმცა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში საბოლოოდ ჩამოყალიბდება ბიუჯეტი პარლამენტის წევრების წინადადებებისა და მოსაზრებების და იმ რესურსების გათვალიწინებით, რა რესურსებიც იქნება წლევანდელი ეკონომიკური ზრდის ცვლილების შემდეგ მომდევნო წლის ბიუჯეტის პარამეტრების ფარგლებში.


გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს ასევე გააცნო ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიში, რომელიც კომიტეტმა ცნობად მიიღო.




თეგები:
ბიუჯეტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up