საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე კანონპროექტებზე იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე კანონპროექტებზე იმსჯელა

access_time2023-04-13 10:30:33

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით მომზადებულ რამდენიმე კანონპროექტზე იმსჯელა. მთავრობის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივები სხვადასხვა სფეროს მოიცავს, მათ შორის, სტატისტიკას, რკინიგზას, ელექტრონულ კომერციას.

 

„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონპროექტი თანმდევ კანონპროექტებთან ერთად სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ წარადგინა. მისი თქმით, კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, კერძოდ, ოფიციალური სტატისტიკის სფეროში არსებული კანონმდებლობის მიახლოებას საერთაშორისო სტანდარტებთან და ეროვნულ კანონმდებლობასთან.

 

„აღნიშნული კანონპროექტის მიღების შედეგად ჩვენი კანონმდებლობა კიდევ უფრო დაუახლოვდება ოფიციალური სტატისტიკის მოდელურ კანონს და ევროპის სტატისტიკის პრაქტიკის კოდექსს. ამასთან, შესრულდება 2019 წლის 29 ნოემბრის N585 დადგენილებით დამტკიცებული 2020-2023 წლების საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიის რიგი ვალდებულებები”, - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

 

კომიტეტმა პირველი მოსმენით იმსჯელა „ელექტრონული კომერციის შესახებ“ და „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტებზე და მათთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტებზე.


 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის განცხადებით, სარკინიგზო კოდექსში ცვლილებები სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმის მიზნით ხორციელდება.

 

ელექტრონულ კომერციასთან დაკავშირებული კანონპროექტის თანახმად კი, დარეგულირდება ელექტრონული კომერციის/საინფორმაციო საზოგადოების მომსახურებასთან დაკავშირებული საქმიანობა, ამ მომსახურების გამწევი პირების პასუხისმგებლობა, აგრეთვე საინფორმაციო საზოგადოების მომსახურების მიწოდების პროცესში ამ კანონის მიზნებისთვის ელექტრონული ხელშეკრულების ცნება და მისი გაფორმების წესი და პირობები. განისაზღვრება საინფორმაციო საზოგადოების მომსახურებების მიმწოდებლის და მიმღების საქმიანობის პრინციპები, მათი უფლებები და ვალდებულებები.

 

კომიტეტმა ასევე პირველი მოსმენით განიხილა „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ კანონპროექტი თანმდევ კანონპროექტებთან ერთად. ასევე კანონპროექტი „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და პირველი მოსმენით განხილვისათვის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.

 

კომიტეტმა ასევე დაამტკიცა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშზე: „საქართველოს რკინიგზა“, 2020-2021 წლების შესყიდვების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში“, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ წარადგინა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up