საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის ბიუჯეტი განსაზღვრა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის ბიუჯეტი განსაზღვრა

access_time2022-06-07 09:30:00

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის საბიუჯეტო განაცხადი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ გააცნო.


მისი განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი საბიუჯეტო განაცხადი 1 მილიონ 557 ათასი ლარით არის შემცირებული.


გიორგი შარაბიძემ საბიუჯეტო განაცხადის ძირითად პარამეტრებზე გაამახვილა ყურადღება.


მისი განცხადებით, ცესკოს აპარატისა და საოლქო საარჩევნო კომისიების ფუნქციონირების ხარჯი 20 მილიონ 471 ათასი ლარით არის განსაზღვრული, რაც მთლიანი ბიუჯეტის დაახლოებით 59 პროცენტს შეადგენს.



მისივე თქმით, 2023 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროექტები დაიფარება: მათ შორის, ინფრასტრუქტურული პროექტები, სასერვერო ინფრასტრუქტურის ლიცენზიები, არჩევნების მართვის ელექტრონული პროგრამის ძირეული განახლება და გათვალისწინებულია საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა ინტენსიური ტრენინგები.


„ყველა ზემოთ აღნიშნული ხარჯი უკავშირდება 2024 წლის არჩევნების მზადების პროცესს, მაგრამ ვინაიდან პრაქტიკამ აჩვენა, რომ არჩევნების წელი არ არის ხოლმე საკმარისი მსგავსი მასშტაბის პროექტების განსახორციელებლად, ასეთი ტიპის სამუშაოები რამდენიმე ეტაპად დავყავით და ძირითადი დასრულდება 2023 წელს. 2024 წლის პირველი კვარტლისთვის აბსოლუტურად დამთავრებული უნდა იყოს ყველა ინფრასტრუქტურული თუ სხვა სამუშაო და 2024 წელს საარჩევნო ადმინისტრაცია ოპერირებდეს საერთო არჩევნების კონტექსტში“, - განაცხადა გიორგი შარაბიძემ.


საარჩევნო ინსტიტუციის განვითარების და სამოქალაქო განათლების ხელშეწყობისთვის, (სწავლების ცენტრი) დაფინანსება შეადგენს 1 მილიონ 534 ათას ლარს. პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისთვის კი ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის საბიუჯეტო განაცხადში 12 მილიონ 743 ათასი ლარია გათვალისწინებული.


​საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის ბიუჯეტი 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში გასათვალისწინებლად საქართველოს მთავრობას წარედგინება.


ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up