“საფონდო ბირჟა დღე-ღამეში  2000 ,  500  ან  600 ლარს ვაჭრობს“ - რამაზ გერლიანი

“საფონდო ბირჟა დღე-ღამეში 2000 , 500 ან 600 ლარს ვაჭრობს“ - რამაზ გერლიანი

access_time2022-06-01 13:00:59

„აქტივების ბაზრით დავინტერესდით როდესაც აღმოჩნდა პარადოქსული მონაცემი, რომ საქართველოს ბირჟა ვაჭრობდა 15 წლის წინაც და  დღესაც  დღე-ღამეში 2000,  500  ან  600 ლარს, მაშინ როდესაც რიგითი საშაურმის ბრუნვა დღე - ღამეში შეიძლება 100 000  ლარამდეც იყოს“, - ამის შესახებ რადიო “კომერსანტის“ ეთერში გიორგი აბაშიშვილის საავტორო გადაცემაში “ბიზნესინსაიდერი“ ეკონომიკის დოქტორმა და ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის დამფუძნებელმა რამაზ გერლიანმა ისაუბრა. მისი თქმით, შეიძლება ბირჟაზე 1000 ლარად საწარმო არ იყიდო, მაგრამ დღე-ღამეში მხოლოდ 1000 ლარის აქცია ან საწარმოს წილი იყიდება.


„ბირჟა ეს არის საფონდო ბაზრის პულსი, ეს არის გაყიდვის თარო აქტივებისა, რაც უკვე ასახავს თუ როგორი სიტუაციაა ეკონომიკური სიმძლავრის თვალსაზრისით. მსოფლიოს  წამყვანი ქვეყნების საფონდო ბირჟას რომ ჩახედავ< ის ბირჟა დუღს,  ბუშტების გაბერვაც კი ხდება და ჭარბადაც კი აწვება  ფინანსური  რესურსი იმ  აქტივებს, რომელიც  ბირჟებზე  ტრიალებს. 

2008 წლიდან მოვყვები კვლევას, როდესაც პირველად ამ საკითხის  მიმართ  ინტერესი წამოვიდა და პერმანენტულად ეს  კვლევები მივიდა  იქამდე, რომ  სახელმწიფომ ერთის მხრივ არ  იცის ზუსტად რა აქვს, მეორეს  მხრივ საზოგადოებაში  გავრცელებულია მითი, რომ ყველაფერი  გაყიდულია და  სახელმწიფოს ხელთ არაფერი არ  აქვს და შესაბამისად არაფერი გვეშველება და  ა.შ.

ამ მითურმა და  პარადოქსულმა  შეცდომებმა მიგვიყვანა  იქამდე, რომ ეს კვლევა უნდა  ჩატარებულიყო იმის დასადგენად, თუ რა ტიპის  აქტივებს  ფლობს  სახელმწიფო და  რაოდენობრივ  ჭრილში  ოფიციალურ მონაცემებზე  დაყრდნობით  განგვესაზღვრა ამ აქტივების რაოდენობა“, - აღნიშნა რამაზ გერლიანმა.  


გერლიანის თქმით, თუ  არ  იცი რა  აქტივები  გააჩნია ქვეყანას, ან  რაც  გააჩნია  იმის  შესახებ  ინფორმაცია  არ გვაქვს, მასთან მიმართებაში ეკონომიკური პოლიტიკა იქნება ყოველთვის მცდარი.  გერლიანმა ასევე აღნიშნა, რომ კვლევის დროს როდესაც  მუნიციპალიტეტებს ქონების შესახებ ეკითხებოდნენ, მათ არ იცოდნენ თუ რა ქონება გააჩნდათ, გერლიანის თქმით იქ  უკვე  მისი  ეკონომიკური პოლიტიკა  ვერ  იქნება  სწორი.



„ასევე  ამბობენ, რომ რესურსულად ღარიბი ქვეყანა ვართ, რაც მითია, მაგრამ არც ისეთი ქვეყანა ვართ,  რომ თავი  ძალიან მდიდრების  კატეგორიაში  ჩათვალოთ, მაგრამ  ღარიბთა  ქვეყანაში ნამდვილად ვერ გავალთ. იმიტომ რომ თუ რამე  დაესიზმრა  მენდელეევის ყველა  ტიპის  ქიმიური  ელემენტის საბადოები,  დაწყებული  ოქროდან,  დამთავრებული ტუფის  ქვით , წყლის  რესურსით და ნავთობთ და გაზით  ყველაფერი არის და  უკვე  მისი  არსებობა  არც  თუ ისე  ცოტა  რაოდენობით  დაგაფიქრებს იმაზე  რომ  ნუთუ  არც  ერთი  აქტივი  არ  არის  რენტაბელური? არსებობს  კი  ქვეყანა, რომელსაც  ეს  აქტივები  დაახლოებით 400- ზე  მეტი  ოფიციალურად დარეგისტრირებული ჰქონდეს და  არც  ერთი  არ იყოს  რენტაბელური?

Რატომ არის პრობლემატური  როგორც  თითოეული აქტივის  დონეზე? ასევე  ეკონომიკაში  რატომ  გვაქვს  პრობლემა  უმუშევრობის  კუთხით,  რატომ სტიმული მიგრაციის  ვექტორი ქვეყნიდან  გარეთ და  არა  პირიქით?  ყველა  ეს ეკონომიკური   მოვლენა  ერთმანეთთან  ჯაჭვურადაა  კავშირში და  ეს  გადადის ისეთ ეკონომიკურ მაჩვენებლებში, როგორიცაა   მშპ- ის  მაჩვენებელი,  მათ  შორის ერთ სულ მოსახლეზე , ისტორიულად  უკვე ერთ  სულ მოსახლეზე  5000 დოლარს მივაღწიეთ,  ppp-თი უფრო მეტი  იყო და  ახლა მიდის  ტენდენცია, რომ გარკვეულწილად  ეს  იკლებს,  ჩვენ  შევძელით, რომ მთლიანი შიდა  პროდუქტი ნომინალში 60 მლრდ გვაქვს,  მაგრამ  რეალურად  თუ  2015  წლის მონაცემებით დავთვლით  40 მილიარდამდეა”. -  აღნიშნა რამაზ გერლიანმა. 


თაკო კვაჭანტირაძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up