საფონდო ბირჟის გარეშე ქვეყანაში სერიოზული უცხოური ინვესტიციების მოზიდვა შეუძლებელია - ლევან კობერიძე

საფონდო ბირჟის გარეშე ქვეყანაში სერიოზული უცხოური ინვესტიციების მოზიდვა შეუძლებელია - ლევან კობერიძე

access_time2023-02-13 11:00:00

იანვარში საქართველოს საფონდო ბირჟაზე (GSE) მხოლოდ ორი გარიგება შედგა, რომელიც „ლიბერთი ბანკს“ უკავშირდება და მისი მოცულობა 2109 ლარს შეადგენს. 2022 წელს კი სავაჭრო სესიებზე ლარში 19, ხოლო დოლარში 15 გარიგება დაიდო, აქციების ღირებულებამ კი მხოლოდ 13 619 ლარი და 2.4 მლნ დოლარი შეადგინა.


ბიზნეს-კონსულტანტმა ლევან კობერიძემ „კომერსანტთან“ საფონდო ბირჟის განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კაპიტალის ბაზარი სადაც არ არის საფონდო ბირჟა განვითარებული, მახინჯი სისტემაა.


„დღეს საქართველოში საფონდო ბირჟა პრაქტიკულად არ არსებობს. საფონდო ბირჟა ეს არის საბაზრო ეკონომიკის საფუძველი, სადაც მყიდველი და გამყიდველი ერთმანეთს ხვდება, სუბიექტები რომლებსაც სჭირდებათ კაპიტალის მოზიდვა და ისინი ვისაც ინვესტირების სურვილი აქვთ. კაპიტალის ბაზარი სადაც არ არის საფონდო ბირჟა განვითარებული, შეიძლება ითქვას, რომ მახინჯი სისტემაა. საფონდო ბირჟა არის ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის ყველაზე მნიშვნელოვანი სივრცე, სადაც კომპანიებს ეძლევათ საშუალება სწორად მართვის და წარმატებული ქეისების შემთხვევაში მოიზიდონ მეტი დაფინანსება. მსოფლიოში ვერცერთ ქვეყანას ვერ დაასახელებთ, სადაც არის განვითარებადი ან განვითარებული ეკონომიკა და არ არის აქტიური საფონდო ბირჟა. კომპანიები რომლებიც ვითარდებიან და ეძებენ დამატებით კაპიტალს, მათთვის რჩება ერთადერთი გზა იპოვონ რომელიღაც ინვესტორი და სამწუხაროდ ასეთი აღმოჩნდება ხოლმე რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენების საეჭვო ფული, სხვა ალტერნატივა არასახარბიელოა, რადგან პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება ასეთი დაფინანსების მოპოვება თუ არ მივა საბანკო სექტორთან ან ჩაერთვება სახელმწიფო პროგრამაში, სადაც კორუფციის მაღალი რისკია“,  განმარტავს ლევან კობერიძე.



კითხვაზე თუ  ვის ინტერესებშია კაპიტალის ბაზრის განუვითარებლობა და ვინ არის მოგებული იმით, რომ საქართველოში საფონდო ბირჟა ფაქტობრივად არ არსებობს, კობერიძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში პრივილეგირებულ პოზიციაში მხოლოდ საბანკო სექტორია.


„საფონდო ბირჟა არის კაპიტალის ბაზრის განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტი, ეს უკანასკნელი კი არის კომპანიებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ალტერნატივა, მისი არარსებობის შემთხვევაში  საბანკო სექტორი ხდება კომპანიებისთვის ფინანსების მთავარი მიმწოდებელი. შესაბამისად მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საბანკო სექტორისთვის არის ყველაზე მომგებიანი საფონდო ბირჟის არარსებობა, რადგან დღეს ის ფაქტობრივად უალტერნატივოა და პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფება. რეალური საფონდო ბირჟის შექმნა, დაკავშირებული არის მთელ რიგ კომპლექსურ რეფორმებთან, მასთან არის კავშირში საპენსიო რეფორმაც, თუმცა სხვა ნაბიჯები ამ მიმართულებით არ გადადგმულა, შესაბამისად ვფიქრობ, რომ საბანკო სექტორისთვის ხდება მაქსიმალური სასათბურე პირობების შექმნა, შედეგებსაც ვხედავ თუ რა მოგებებს აგენერირებენ ისინი.


რაც მთავარია საფონდო ბირჟის განვითარება მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვის კუთხითაც. სერიოზული ინვესტორები კომპანიებში წილებს პირდაპირ არასოდეს ყიდულობენ, ისინი შემოდიან ბირჟაზე, სადაც ორგანიზაციებს აქციები აქვთ განთავსებული და იქ მიმდინარეობს ვაჭრობა, ასე ხდება საქართველოს ბაზარზე შემოსვლა და ჩვენთან არსებულ კომპანიებში ინვესტირება. საფონდო ბირჟა ასახავს ხოლმე ეკონომიკის ტენდენციებს. ბირჟა არის მექანიზმი, საიდანაც სერიოზული ინვესტორების დაინტერესება შეიძლება მოხდეს ქვეყანაში არსებული კომპანიებით. საფონდო ბირჟის გარეშე სერიოზული უცხოური ინვესტიციების მოზიდვა ქვეყანაში შეუძლებელია“,  ამბობს ლევან კობერიძე. 


ცნობისთვის საქართველოს საფონდო ბირჟა 1999 წელს, USAID-ის ხელშეწყობით დაარსდა და საქართველოში ერთადერთი მოქმედი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარია.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up