საფრანგეთის, ესპანეთისა და პორტუგალიის ლიდერები ოფშორული მილსადენის მშენებლობაზე შეთანხმდნენ, რომელიც წყალბადის მიწოდება მოხდება, - იტყობინება Associated Press.
ეს მილსადენი, გეგმის მიხედვით, საზღვაო გზით დააკავშირებს მარსელს (საფრანგეთი) და ბარსელონას (ესპანეთი). თავდაპირველად იგეგმება მისი გამოყენება გაზმომარაგებისთვის, მაგრამ საბოლოოდ უნდა გადავიდეს ენერგიის სხვა წყაროზე - წყალბადზე.
Associated Press აღნიშნავს, რომ ქვეყნების ლიდერები არ აკონკრეტებენ პროექტის განხორციელების ვადებს და მის ღირებულებას.
მილსადენი, რომელსაც „მწვანე ენერგეტიკული დერეფანი“ ჰქვია, ჩაანაცვლებს არარეალიზებულ MidCat გაზსადენის პროექტს: მას მხარს გერმანია უჭერდა, საფრანგეთი კი, პირიქით, აკრიტიკებდა.
დაგეგმილია, რომ ესპანეთის, პორტუგალიისა და საფრანგეთის ლიდერები დეკემბრის დასაწყისში შეხვდებიან პროექტის ყველა დეტალს განიხილავენ.