საფრანგეთში ფრინველის გრიპისთვის საგანგებო მზადყოფნა გამოცხადდა. გამაფრთხილებელი განცხადება სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გააკეთა.
ახალი ზომების მიხედვით, ყველა ფერმერი ვალდებულია, გარეთ არ გაუშვას შინაური ფრინველი, იკრძალება ცოცხალი ფრინველების შეკრება, დგინდება ტრანსპორტირების გაუმჯობესებული პირობები და სავალდებულო ხდება ფერმის ყოველდღიური კლინიკური მონიტორინგი.
აგვისტოს დასაწყისიდან ფერმებსა და ველურ ბუნებაში ფრინველის გრიპის 130 შემთხვევა დაფიქსირდა. 2020 წლის ზამთარში, საფრანგეთის ხელისუფლება იძულებული გახდა, 700 000 იხვი მოეკლა ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად.
წყარო "ბიზნეს ფორმულა"