საფრანგეთში გაჟღერდა მოწოდება, რომ პარაცეტამოლის შემცველი წამლების გაყიდვა შემცირდეს. აღნიშნული პრეპარატები გამოიყენება როგორც ტკივილგამაყუჩებელ და სიცხის დამწევ საშუალებად. როგორც trt.net.tr ფრანგული პრესაზე დაყრდნობით იუწყება, ივლისიდან პარაცეტამოლის შემცველი მედიკამენტების მიწოდებაში სერიოზული პრობლემებია რა, ამ კონტექსტში, მიწოდების შეფერხების თავიდან ასაცილებლად, მედიკამენტების ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც შეიცავს რეკომენდაციებს ფარმაცევტებისთვის, ექიმებისა და პაციენტებისთვის პარაცეტამოლის შემცველი პრეპარატების გამოყენებისა და რეალიზაციის შესახებ.
რეკომენდაცია მომხმარებლებს და მიმწოდებლებს სთხოვს, რომ რეცეპტის გარეშეც კი აღნიშნული პრეპარატი მხოლოდ 2 ყუთი გაიცეს. რეკომენდაცია ასევე მოქალაქეებს სთხოვეს არ მოაგროვონ პარაცეტამოლის შემცველი წამლები.
თავის მხრივ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფარმაცევტებს გარკვეული წესების ფარგლებში შეუძლიათ დანიშნულზე ნაკლები პარაცეტამოლის შემცველი მედიკამენტები გასცენ პაციენტებს.