2023 წლის თებერვალში საქართველოში 3 119 680 აშშ დოლარის სუნამოსა და ტუალეტის წყლის იმპორტი განხორციელდა.
საქსტატის მონაცემებით იმპორტის დიდი ნაწილი 35% საფრანგეთიდანაა, 2023 წლის თებერვალში საფრანგეთიდან 1 081 260 აშშ დოლარის იმპორტი განხორციელდა. ხუთეულშია არაბთა გაერთიანებული საამიროები, პოლონეთი, ესპანეთი და ნიდერლანდები.
გასული წლის თებერვალთან შედარებით სუნამოების იმპორტი 14%-ით არის გაზრდილი 2022 წლის თებერვალში ეს მაჩვენებელი 2715890 დოლარი იყო, რაც შეეხება კონკრეტულად საფრანგეთს საფრანგეთიდან სუნამოების იმპორტი 57%-ით არის მომატებული (2022 წლის თებერვალში 685 130 აშშ დოლარის იმპორტი)