დღეს, საფრანგეთის ალპებში ზვავს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა და აღნიშნა, რომ დაღუპულთა ზუსტი რიცხვს ჯერ უცნობია. ამის შესახებ ინფორმაციას Houston Chronicle ავრცელებს.
ზვავი არმანცეტის მყინვარიდან კონტამინს-მონტჟოში, ოტ-სავოის რეგიონში, შამონიდან სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 30 კილომეტრში (თითქმის 20 მილი) დაფიქსირდა.
ადგილობრივი რადიოსადგურის France-Bleu-ის ცნობით ზვავის სიდიდე იყო 1000 (3280 ფუტი) -100 მეტრზე (328 ფუტი). ადგილზე ზვავში მოყოლილთა დასახმარებლად ორი ვერტმფრენია გაგზავნილი.